აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთობა მოსარგებლეებთან კანონის შესაბამისად მოწესრიგდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები გამოასახლონ კიდეც. კანონის ნორმა კი, რომლითაც სამინისტრო საკითხს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით აჭარაში …
Category Archives: კვირის ამბები
საწოლს მიჯაჭვულები და სახელმწიფო [ვიდეო]
რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საწოლს მიჯაჭვული აღმოჩნდნენ – ნახეთ ადამიანები მთიდან, რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილი არიან და ადამიანები, რომლებიც ვალდებულებამ მომვლელებად აქცია… მესამე წელია შინმოვლის პროგრას ბათუმის მერია ახორციელებს. რას ცვლის მუნიციპალური პროგრამა ბათუმში ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანებისთვის?
6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ 6 090 განცხადება შეიცავს დისკრიმინაციულ ტერმინებს. საქართველოს კანონმდებლობით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკრძალება. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, გასაუბრების დროს კითხვა დაგისვას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ ამას აკეთებს, უნდა იცოდეთ, რომ ის თქვენს უფლებებს არღვევს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ადვოკატირების …
Continue reading “6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე”
უცხოური ინვესტიციები აჭარაში ქვეყნების მიხედვით
აჭარაში, 2013 წლიდან 2016 წლის ექვსი თვის ჩათვლით განხორციელებულია 683,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო უცხოური ინვესტიცია. აქედან 341,1 მილიონი აშშ დოლრის მხოლოდ ბათუმში. ყველაზე მსხვილი ნორვეგიულ-ინდური ინვესტიცია აჭარის მთაში ჰესების მშენებლობას უკავშირდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო უცხოური ინვესტიცია ძირითადად განხორციელდა ტურიზმის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და სხვა დარგებში. 2013-2015 წლებში აჭარაში 93 მილიონ აშშ …
Continue reading “უცხოური ინვესტიციები აჭარაში ქვეყნების მიხედვით”
როგორ ვისწავლოთ ევროპაში იაფად
განათლების მიღება ევროპის ქვეყნებში, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებისთვის, არამარტო მაღალი კვალიფიკაციის გამოა მომხიბლველი, არამედ ყველა იმ ღირებულებების გასაცნობადაც, რაც ბოლო წლებია საქართველოში მკვიდრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა გზები არსებობს ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ევროპაში რაც შეიძლება მინიმალური ფინანსური დანახარჯით განათლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად. ევროპაში სწავლის დასაფინანსებლად სტუდენტებს აჭარიდან რამდენიმე საშუალება აქვთ. ერთ-ერთია აჭარის განათლების სამინისტროს „საზღვარგარეთ …
სასაფლაოს მოწყობის საქმე და ქრთამის აღებაში ბრალდებული სოფლის რწმუნებული
ხელვაჩაურის სოფელი ზანაქიძეების ყოფილი რწმუნებული მალხაზ დიასამიძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმის მასალების მიხედვით, მან ბიზნესმენს ხელვაჩაურში სასაფლაოს მოწყობის ნებართვის მიღების სანაცვლოდ 1000 ლარი გამოართვა. პროკურატურამ ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება სასამართლოს უკვე წარმოუდგინა. რწმუნებული სასამართლოში ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით მოვიდა, რომლის მიხედვითაც ქრთამის სავარაუდო აღების პერიოდისთვის სასაფლაოს მოწყობას ნებართვა არ სჭირდებოდა. ქრთამის აღების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე …
Continue reading “სასაფლაოს მოწყობის საქმე და ქრთამის აღებაში ბრალდებული სოფლის რწმუნებული”
ჟურნალისტების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში – კონკურსი
„მედიის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“ – ამ თემაზე შაბათს, 12 ნოემბერს, ოთხი საათის განმავლობაში ჟურნალისტებთან იმუშავებს „ლურჯი ფარის“ საქართველოს კომიტეტის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე. „ლურჯი ფარის“ ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან შესახევედრად არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომმა” მოიწვია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმ გამოწვევების გადასაწყვეტად, რის წინაშეც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობა დგას, ჟურნალისტების ჩართულობა მნიშვნელოვანია – საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ეროვნული …
Continue reading “ჟურნალისტების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში – კონკურსი”
შემოდგომა ბათუმში [ფოტო]
თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი.
120 ოჯახი ქედაში სახლის სახურავს ითხოვს
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამორტიზებული სახურავების შესაცვლელად თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. ქედის გამგეობამ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო. ვინ მიიღებს სახურავებს სახელმწიფოსგან უფასოდ? – ამ საკითხზე საბოლო გადაწყვეტილებას ქედის გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია მიიღებს. ქედაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი …
ფერმერი ციტრუსის საკრეფად ემზადება, სამინისტრო – ფორუმისთვის
მანდარინის კრეფის დაწყების წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული ფორუმისთვის ემზადება. ფორუმზე, რომელიც ბათუმში ჩატარდება, ბევრი დეტალი დაზუსტდება და შემდეგ დაიწყება აქტიური მუშაობა – აცხადებენ აჭარის სავაჭრო პალატაში. გაურკვეველია „ენესის“ სუბსიდირების საკითხიც. სამინისტროში ამბობენ, რომ თუ საკითხი გადაწყდა, სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში კვლავ 10 თეთრს გადაიხდის. „ჯერ კრეფა არ დაწყებულა, ამდენად, განსაკუთრებული …
Continue reading “ფერმერი ციტრუსის საკრეფად ემზადება, სამინისტრო – ფორუმისთვის”
უმცირესობების მოლოდინები არჩევნების შემდეგ
არჩევნების შედეგად საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა დადგა. მიუხედავად იმისა, თუ ვის ექნება საკანონმდებლო უმრავლესობა, ფაქტია – პარლამენტის საკანონმდებლო ტრიბუნასთან დგომის უფლება მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიასაც კი მკვეთრად ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით აწარმოებდნენ. “ბათუმელები” შეეცადა გაეგო, თუ რა მოლოდინები აქვთ უმცირესობებს მიკუთვნებულ ჯგუფებს და როგორი იქნება მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ, მომდევნო ოთხი წელი …
Continue reading “უმცირესობების მოლოდინები არჩევნების შემდეგ”
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“
25 წლის ზაკ ჰაუერსი ინგლისური ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მოხალისე მასწავლებელია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლებში ექვს თვეს იმუშავებს. რა გამოწვევებს ხედავს ამერიკელი მოხალისე საქართველოს მთის სკოლებში და რაზე აპირებს მუშაობას? – „ბათუმელები“ ზაკ ჰაუერს გასულ კვირას ესაუბრა. ამერიკის სამთავრობო პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით იმყოფებით საქართველოში. როგორ მოხვდით ამ პროგრამაში და რატომ …
Continue reading “„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“”
„აი ჩემი საქართველო!“
„აი ჩემი საქართველო!“ – ასეა დასათაურებული პირველი კლასის მუსიკის რვეულში საქართველოს რუკა. რუკაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე დატანილია ტერიტორიები, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნების შემადგენლობაშია, მაგალითად: შავშეთი, ლაზეთი და საინგილო. ყოფილი ლაზეთი და შავშეთი, საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებით, დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში შედის, საინგილო კი – აზერბაიჯანის. რამდენად სწორია, როცა პირველ კლასიდანვე …
ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია
ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის ბულვარის დაბრუნებაზე მუშაობის დაწყებას ქალაქის მერია ნოემბრიდან გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე თითქმის ერთი წელია საუბრობენ და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც არსებობს, ბათუმის მერიას ქონების მართვის დაბრუნების კუთხით დღემდე არაფერი გაუკეთებია. ბათუმის ბულვარი, რომლის ისტორიული ნაწილი – „ძველი ბულვარი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იურიდიულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა ის სამართავად გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
ვინ იხეირა ბათილი ბიულეტენებით
ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. კითხვები აქვთ არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დროულად გასაჯაროებისკენ ცესკოს თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 62 680 ბიულეტენი გაბათილდა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 3, 43%-ს შეადგენს. …
არჩევნების მეორე ტური – 30 ოქტომბერი
საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალას მანდატების საერთო რაოდენობის, ანუ 150-ის 3/4 ესაჭიროება, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას“ 67 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – ექვსი. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები 5 …
მატარებლის დაჯახებით დაღუპული რკინიგზელის ოჯახი სიცოცხლის დაზღვევის თანხას ვერ იღებს
როსტომ მამულაძეს სამი წლის წინ ბათუმში მატარებელმა გადაუარა. მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა როსტომის ოჯახს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სადაზღვევო კომპანიიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს უთხრეს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როსტომ მამულაძის გარდაცვალება ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო თუ არა. გამოძიება დღემდე გრძელდება. „18 წელი რკინიგზაში მუშაობდა ჩემი ქმარი, მეისრე იყო,“ – გვიყვება დარიკო გაბროშიძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის …
ლიბერალური ფრთის მარცხი
„ისინი მოწყდნენ რეალობას… არ ჰქონდათ მკაფიო გზავნილები და ვერ მოახერხეს ამომრჩევლის მობილიზება,“ – ასე ხსნის ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ლიბერალური პოლიტიკური ძალების პარლამენტს მიღმა დარჩენას. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამ შედეგის დადგომას ძირითადად პაატა ბურჭულაძისა და მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გააქტიურებას უკავშირებს, რამაც ლიბერალი ამომრჩეველი კიდევ უფრო ნიჰილისტურად განაწყო და სახლში გამოკეტა. „არა. ეს არ ყოფილა ლიბერალური ფრთის მარცხი, …
ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით
„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და ეს უმეტესწილად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. საოლქო კომისიის მსჯელობა საჩივრებთან დაკავშირებით „ყავაზე მკითხაობას ჰგავდა“, – ასე აფასებენ კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობას. 2016 წელს საარჩევნო მოხელეების სწავლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა, ხოლო თავად ცესკოს ბიუჯეტი 76 მილიონი ლარია [საპარლამენტო არჩევნებისთვის …
Continue reading “ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით”
ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ოჯახის უმცროსი წევრი სტუდენტია, საარსებო შემწეობა წელს, იანვარში მოუხსნეს. გულვარდი ოთხ შვილთან ერთად სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მას ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხრა წლის წინ დაეღუპა. სახლში კარ-ფანჯარა მხოლოდ რამდენიმე …
Continue reading “ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე”
“იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა
კომპანიის სახელწოდება, რომელსაც ბათუმის მერია ეძებს, არის „კონვენტ ჯორჯია“. ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ მან მოიგო ბათუმის მერიიის მიერ გამოცხადებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის ტენდერი. კომპანიამ არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. მშენებლობაზე დასაქმებული პირები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათ ხუთი თვის ხელფასი აქვთ ასაღები, რაც დაახლოებით 18 ათასი ლარია. ბათუმის მერიას …
რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება
„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს თავის ვებგვერდზე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ …
Continue reading “რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება”
ვინ ჩაიბარებს ყურძენს
აჭარის მთაში მოსახლეობის ნაწილმა ყურძენი დაკრიფა და გაყიდა კიდეც, მოსავლის ნაწილი კი დასაკრეფია. აქ ყურძის მიმღები პუნქტები არ არის, მაგრამ არის ღვინის საწარმო, რომელსაც წლის განმავლობაში 500-მდე ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. თუმცა, ქედის საწარმო წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არ ჩაიბარებს და შესაძლოა არც ცოლიკაური მიიღოს. აჭარის მთის სოფლებში, ძირითადად, გავრცელებულია ვაზის ჯიშები – ჩხავერი და …
თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ეთნომუსიკოსი იცნობს. ოჯახი ადგილობრივ მერისულ ფოლკლორს მღერის და სცენაზე სამი თაობით წარსდგება. თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა წელს გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე „ოჯახის“ ნომინაციაში ლაურეატის წოდება მოიპოვა. სოფელ მერისში მცხოვრებმა თურმანიძეების ოჯახმა სახელი ძველი მერისული სიმღერების შესრულებით გაითქვა. ოჯახის შვიდი წევრიდან სცენაზე მერისულ ფოლკლორს, ძირითადად, …
Continue reading “თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა”
ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ირაკლი ჯაყელიძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ჯაყელიძე ჩაქვში ცხოვრობს და სამსართულიანი სახლი აქვს. მაგისტრალის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს უკვე მიიღო, თუმცა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობა – 70 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო მესაკუთრეს უხდის, სამართლიანია თუ არა. „საუბრები 2011 წლიდან დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი ქონებითაც …
Continue reading “ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში”
სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი
რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ნარკოტესტირებისთვის? – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ არ მოაწოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ კვლევის მიხედვით კი, სახელმწიფო ნარკომომხმარებლის გამოვლენისთვის და შემდეგ მისი დასჯისთვის ყოველწიურად დაახლოებით 18 მილიონს ხარჯს, რეაბილიტაციისთვის – თითქმის არაფერს. სახელმწიფოს ხარჯი ნარკოტესტირებისთვის მიუხედავად იმისა, რომ კანონი შეიცვალა, ქუჩაში ნარკოტესტირებისთვის ადამიანების დაკავების პრაქტიკა გრძელდება. შეცვლილი კანონის მიხედვით, ნარკოტესტირება მხოლოდ …
Continue reading “სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი”
ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელიც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა გასული ორი წლის საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა. დეპარტამენტმა „ბოტანიკური ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოტანიკური ბაღის საბუღალტრო მონაცემებით, ორგანიზაციას 2014 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 1 357 924 ლარი, რაც 541 012 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ …
Continue reading “ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში”
შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი
ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შპს „სტადიონმა“ მეათე თვეა ვერ შეარჩია. „სტადიონმა“ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა, სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარია, სტადიონის მშენებლობა კი ამ ტენდერის დასრულებაზეა დამოკიდებული. კომპანიას, რომელიც მხოლოდ ორი პროექტის [სტადიონისა და საავადმყოფოს] განხორციელების მიზნით ერთი წლის წინ სპეციალურად შექმნეს, დავების განხილვის საბჭოში უკვე 18-ჯერ უჩივლეს. „სტადიონის სამშენებლო …
Continue reading “შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი”
ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში
ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა აჭარის მთიანეთის ბევრ სკოლაში ზოგიერთ საგანში გაკვეთილი ჯერაც არ ჩატარებულა. გასული წლის მსგავსად აქ, ძირითადად, ინგლისური ენის პედაგოგები არ ჰყავთ. აჭარის მთიანეთში, ხულოსა და შუახევის სკოლები მასწავლებლების გარეშეა დარჩენილი. 29 სექტემბრის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში 24 ვაკანსიაა. ერთსა და იმავე სკოლაში ზოგჯერ რამდენიმე საგნის პედაგოგი არ …
Continue reading “ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში”
საუკუნის სახლი ჭინკაძეებში
ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სოფლის ბოლოს ძველი კრამიტით გადახურული სახლი დგას. ლაზური არქიტექტურისა და სიძველის კვალი სახლს შორიდანვე ეტყობა. ეს მიქელაძეების საცხოვრებელი სახლია, რომელსაც გასულ კვირას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სახლის პირველი სართული ქვითკირითაა ნაშენი, მეორე სართულის ნაწილი – წაბლის ხეში, ნაწილი კი ქვაშია მოქცეული. ქვითკირის კიბეს წაბლის მერქანისგან დამზადებული მოაჯირი აქვს …
თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს
წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს. …
Continue reading “თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს”
საადრეო მანდარინის სამრეწველო ბაღები აჭარაში
მანდარინის კრეფის სეზონი აჭარაში აქტიურ ფაზაში ნოემბრის დასაწყისიდან შევა, ნოემბრის ბოლოს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 45 ფერმერს საადრეო ჯიშის მანდარინის ნერგებს დაურიგებს. საადრეო მანდარინის სამრეწველო დანიშნულების სადემონსტრაციო ბაღები ჯამში 7 ჰექტარზე გაშენდება. ფერმერულ მეურნეობებში მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების [მათ შორის მოცვის, თხილისა და კაკლის] ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა სამინისტროს წელს 1 131 954 ლარი დაუჯდება. ფერმერები …
Continue reading “საადრეო მანდარინის სამრეწველო ბაღები აჭარაში”
6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში
14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს. ბრალდებული, …
Continue reading “6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში”
მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება
2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში გადასახდელები მიმდინარე წელთან შედარებით 32 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი. მერიამ თავისი გეგმა რომ განახორციელოს, 85 მილიონზე მეტი ლარის მოძიება დასჭირდება. წინასწარი პარამეტრებით ქალაქის ბიუჯეტის შემოსულობები 104 მილიონით, გადასახდელები კი 188 მილიონზე მეტი ლარითაა განსაზღვრული. „ეს გადასახდელები ჩვენი ხედვაა რამდენი უნდა იყოს, მაგრამ რაღაცებზე მოგვიწევს …
Continue reading “მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება”
რა შეიცვლება მეორე ტურით
საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50+1 პროცენტი, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, წინასწარი …
ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი
ბათუმში ველოინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ველოსიპედისტები მომრავლდნენ, მაგრამ დღემდე მათთვის განკუთვნილ ველობილიკებზე არანაკლები რაოდენობით შეხვდებით ქვეითებსა და წესების დარღვევით პარკირებულ ავტომობილებს. უკვე ხუთი წელია ბათუმის ზღვისპირა პარკსა და ქუჩებზე ჯამში 20 ათასი კვ/მეტრი სიგრძის წითლად გამოყოფილი ველოტრასები და ფასიანი ველოტრანსპორტი – „ბათუმველო“ ფუნქციონირებს. თუმცა, ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც ვერ იქცა. ევროპის ქალაქებში ხშირად …