მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა ინფორმაცია, აჭარის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გამომძიებელ გელა მახარაძის დაკავების შესახებ. გელა მახარაძე ის გამომძიებელია, რომელიც 2009 წლიდან „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების ფაქტს უშედეგოდ იძიებდა. „ბათუმელებმა“ პირველად სწორედ გელა მახარაძეს აცნობა 2011 წლის 20 ნოემბერს იმის შესახებ, რომ იპოვა შანტაჟისტი სპეცსამსახურის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილიმისსავე სახლში და დაუყოვნებელი რეაგირება …