კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ბათომის“ წერილი ლაშა კომახიძეს 

10.04.2019 • 2227
„ბათომის“ წერილი ლაშა კომახიძეს 

ბატონო ლაშა, ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ე.წ. “რივიერას” ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის  საპროექტო დავალების გაცემას ჩვენ – „ბათომი“ და სამოქალაქო აქტივისტები, ბათუმის საკრებულოს შევეწინააღმდეგეთ და ახლაც ვეწინააღმდეგებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერიტორია 1987 წლიდან ისტორიული დაცვის ზონაშია მოქცეული. „რივიერას“ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას  ადასტურებს სხვადასხვა წლებში (1994, 2006, 2015, 2017) ჩატარებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი. 2018 წლის აპრილში ბათუმის მერიამ კვლევის და დასაბუთების გარეშე ამოიღო აღნიშნული ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონიდან. ამას დაემატა საკრებულოს მიერ გაცემული განაშენიანების რეგულირების გეგმის საპროექტო დავალება, რომელიც არ ითვალისწინებს ისტორიული ზონის ძირითად მახასიათებლებსა და რეგლამენტს.

არსებული პრობლემა კიდევ უფრო ცხადი  გახდა მას შემდეგ, რაც პროფესიონალთა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრება – რივიერას კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონიდან არასამართლიანი ამოღების შესახებ, გაიზიარა საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ: ამა წლის 15 თებერვალს, ეროვნულმა სააგენტომ მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის  საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილეს ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი  ბათუმის ისტორიული ზონების საზღვრების  დადგენის შესახებ.

საკითხის განხილვის შემდეგ, მერიას გაეგზავნა რეკომენდაცია „იმ ტერიტორიის სენსიტიურობისა და დაცულობის საჭიროების გათვალისწინებით“, რომელიც ამოღებულია პროექტის კორექტირებულ ვერსიაში; ამ გადაწყვეტილებაზე  შესაბამისი კვლევებისა და არგუმენტაციის უქონლობის გამო, უარი ეთქვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების კორექტირებულ ვერსიას. ამასთან, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტმა განაგრძოს კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის პროცედურა, შპს. „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრის „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაშენიანების რეგულირების გეგმის  დავალების გაცემის შემდეგ, ვითარება შეიცვალა: გაჩნდა ახალი გარემოებები, კერძოდ, სპეციალისტებმა, დარგის ექსპერტებმა და კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის გამტარებელმა ინსტიტუციებმა, ცალსახად დააფიქსირეს რივიერას კულტურულ-ისტორიული  მნიშვნელობა. ეს, ფაქტობრივად, გამორიცხავს ამ უკანასკნელისთვის სტატუსის შეცვლას.

ჩვენ ველოდებით, რომ მერია უმოკლეს ვადებში ხელახლა წარადგენს ეროვნულ სააგენტოში ამ დოკუმენტს დასამტკიცებლად. მანამდე  დაუშვებელია განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა, რადგან ტერიტორიის სტატუსი განსაზღვრავს შესაძლო განაშენიანების პარამეტრებსა და ხასიათს.

რივიერას ტერიტორიის მოქცევა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არარელევანტურს ხდის „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ მომზადებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რივიერას ტერიტორია არასდროს ყოფილა სადაო და ის 1987 წლიდან მოიაზრება ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონის ნაწილად. შესაბამისად, დავა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარეობს არა ტერიტორიის ღირებულების თაობაზე, არამედ ღირებული ისტორიული ქსოვილის დამცავი ზონიდან ამოღებაზე.

შესაბამისად, ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში არსებულ ტერიტორიაზე გაცემული განაშენიანების რეგულირების გეგმა, ან მშენებლობის ნებართვა, მიჩნეული იქნება უკანონოდ და შეფასდება, როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევად. ფაქტია, რომ გაცემული გრგ არ ითვალისწინებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დაკისრებულ  ვალდებულებებსა და რეგლამენტს.

ჩვენ ამის დამტკიცებას ვაპირებთ სასამართლოს გზით. ბატონო მერო, წესით, თქვენთვის ამის შესახებ ისედაც ცნობილი უნდა იყოს.

და ბოლოს, ჩვენი მოთხოვნები ეფუძნება „კულტურული მემკვდრეობის შესახებ“ კანონს, კერძოდ, 37-ე მუხლს, რომლის მიხედვით:

  • „ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისტორიული გარემოს დაგეგმარების, განაშენიანების, ლანდშაფტის შენარჩუნება“.
  • „საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. შენობა ორგანულად უნდა ერწყმოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებს და გარემოს, არ უნდა უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს, ლანდშაფტურ გარემოს.“
  • „იმ ტერიტორიებზე, სადაც მეცნიერული კვლევის საფუძველზე დასტურდება არა უმეტეს 50 წლის წინ მაღალი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე არქიტექტურული ობიექტის არსებობა, მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო კვლევის საფუძველზე დამუშავებული, ამ ობიექტის პროექტთან მაქსიმალურად მიახლოებული პროექტით.“

იგივე კანონის “ კანონის  42-ე მუხლის მიხედვით კი:

  • ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გთხოვთ, იმოქმედოთ კანონისა და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და არ განიხილოთ წარმოდგენილი გეგმარებითი დავალება, ასევე უმოკლეს ვადაში წარადგინეთ ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის პირველადი ვერსია საკრებულოში განსახილველად.„ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას“.

საზოგადოება „ბათომი“

მთავარი ფოტო: შოთა გუჯაბიძე

ბათომი

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: