ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ევგენიძეებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აქ მცხოვრები ოჯახი კი ღია ცის ქვეშ დარჩა. სახანძრო -სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით „ეს იყო ე.წ. ვაგონი,“ რომელსაც საცხოვრებლად იყენებდნენ. რამ გამოიწვია ხანძარი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
რატომ შეწყვიტეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ, ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ისინი ამ წუთებში ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი ოპერატორის, ლაშა ჯოყილაძის განმარტებით, გაფიცვა მხოლოდ დროებით შეწყვიტეს: „მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ საშუალება მივცეთ ახალ მენეჯმენტს განიხილოს ჩვენი პრობლემები, თუ სიტუაცია ისევ შევა ჩიხში, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გამოვიდეთ გარეთ და გავაგრძელოთ გაფიცვა“. ოპერატორები აცხადებენ, რომ ხელფასის …
Continue reading “რატომ შეწყვიტეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა”
მერი ურბანულ პრობლემებზე: „როდესაც ქვემეხები დუმს, პოეზია საუბრობს“
„ნათქვამია, როდესაც ქვემეხები დუმს, პოეზია საუბრობსო. ამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, დააკვირდით სიტუაციას, როდესაც დუმხართ თქვენ, არასამთავრობო სექტორი, ანუ ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ თქვენ მოგწონთ. ამ დროს საუბარს იწყებს სამშენებლო სექტორი. როდესაც დუმს სამშენებლო სექტორი, მაშინ საუბრობთ თქვენ. ხალხი ამ შემთხვევაში თქვენს მხარესაც ლაპარაკობს და მეორე მხარესაც, იმის მიხედვით, თუ ვინ ესაუბრება მათ საკუთარი გადმოსახედიდან …
Continue reading “მერი ურბანულ პრობლემებზე: „როდესაც ქვემეხები დუმს, პოეზია საუბრობს“”
130 წლის მასკარონებიანი სახლი „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა
ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლი მერიის „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხდა. იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, სახლი ვერ გადარჩება. აქ მაცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და ხის ფანჯრებიანი აივანი, ძველი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი …
Continue reading “130 წლის მასკარონებიანი სახლი „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა”
სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში 753 ოჯახი ცხოვრობს – რას გეგმავს ბათუმის მერია
ბათუმში სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა. მერიის თანამშრომლების მიერ ზედაპირული დათვალიერების შემდეგ ექპერტიზის ბიუროს 34 სახლის მონაცემები მიაწოდეს. ამ სახლებიდან სპეციალისტებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს 19 სახლის აღდგენა-გამაგრება: „ავარიულია და სახლის ან მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.“ გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, დამატებით ორი შენობის არსებული სახით ექსპლუატაცია …
Continue reading “სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში 753 ოჯახი ცხოვრობს – რას გეგმავს ბათუმის მერია”
შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე
გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ბათუმის ურბანული პოლიტიკის განვითარებაში – ეს იყო დღეს, 16 აპრილს, ბათუმის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის თემა. ვიდრე დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმის საშუალებას მისცემდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია NDI- ის წარმომადგენლებმა, კვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში ბათუმში კვლევა NDI-ისთან პარტნიორობის ფარგლებში სტუდია Rec- მა ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს როგორც …
Continue reading “შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე”
ბათუმის საკრებულოს წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ბათუმის საკრებულოს წევრები, რომლებიც დღეს საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. დაიბარეს ისინიც, რომლებიც პროცესში ჩხუბის დაწყების შემდგომ ჩაერთნენ. შს სამინისტროს ცნობით, საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და ფრაქციის სხვა წევრები, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შეფასება ხმაურიანი სხდომის შემდეგ
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ირწმუნება, რომ დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი წინასწარვე იყო დაგეგმილი. მისივე განმარტებით, მას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა საკრებულოს სხდომის ჩაშლას, თუმცა მაშინ მათ ეს არ გამოუვიდათ, ამჯერად კი შეძლეს: „მორიგი მცდელობა გაუვიდათ უკვე.“ დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად მოიხსენია. მან …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შეფასება ხმაურიანი სხდომის შემდეგ”
ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა
„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი,“ – ამ სიტყვებით მიმართა ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი პატარიძეს. პატარიძე ამ დროს ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს და მან ტერენტი გრანელი ისე მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი. პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა”
ბათუმის საკრებულოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი როინ ზოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც დღეს საკრებულოში მომხდარი მეორე ინცინდენტის მონაწილე იყო. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმების თქმით, საკრებულოს წევრს მაღალი არტერიული წნევა აქვს და იგი კლინიკაში გადაჰყავთ. ბათუმის საკრებულოში მომხდარი მეორე ინცინდენტის ამსახველი ვიდეოჩართვა საკრებულოდან:
რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩხუბის მიზეზი გახდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ბათუმის წყლიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია კომპანიის თანამშრომელთა ვინაობისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ფრაქციამ ვერ მიიღო. ამავე თემაზე: ენმ ბათუმის მერიის შპს-ებში ნეპოტიზმზე საუბრობს და ინფორმაციას ითხოვს საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე აცხადებდა, რომ ინფრომაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტრონულ ფოსტაზე …
Continue reading “რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში”
ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ბათუმი“ შეიქმნა
დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია – „ბათუმი“ დარეგისტრირდა. ფრაქციის თავმჯდომარე დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე იქნება, ის საკრებულიში „ევროპული საქართველოს“ კვოტით შევიდა. ფრაქციის წევრები იქნებიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ელგუჯა ანდრიაძე და არჩილ მამულაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“. ელგუჯა ანდრიაძემ გვითხრა, რომ მიუხედავად ფრაქციაში გაწევრიანებისა, იგი „ოცნების“ მხარდამჭერი დარჩება.
არდაგანის ტბა ისევ დაბინძურებულია [ფოტო]
არდაგანის ტბა ისევ დაბინძურებულია. ტბის ზედაპირზე განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტბასთან მიახლოებისას კი ლპობის სუნი იგრძნობა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, რომ ტბის მოვლა და მისი დასუფთავება შპს „ბათუმის წყალს“ გადასცეს და შესაბამისი კითხვებიც ამ ორგანიზაციას უნდა დავუსვათ. „ბათუმის წყალი“ თავის მხრივ განმარტავს, რომ ტბაზე რეგულარულად აწარმოებს ზედაპირულ დასუფთავებით სამუშაოებს. გარდა ამისა, ეტაპობრივად …
რა იციან შთამომავლებმა სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე
ისტორიები, რომლებიც შთამომავლებმა 1937-1938 წლებში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე იციან, ერთმანეთს ჰგავს: მათი უმეტესობა ახალგაზრდა იყო და კომუნისტები არ უყვარდა, ტროცკისტულ მოძრაობას უჭერდა მხარს, ხალხის მტერი იყო ან ხალხის მტრის ოჯახის წევრი – ეს ის მიზეზებია, რომლებზეც შვილიშვილებს უამბეს და ასე აუხსნეს რეპრესიების დროს ბაბუებისა და ბებიების დახვრეტით დასჯის ამბავი. 1936-1937 წლების გახსენება, ბათუმში, გასულ …
Continue reading “რა იციან შთამომავლებმა სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე”
ოზურგეთში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ
ოზურგეთში – დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ …
Continue reading “ოზურგეთში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ”
ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტს დადგამენ
„კვირკველიების საგვარეულო კავშირს“ ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისთვის უთხოვია. წერილობით მიუმართავთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძისთვისაც, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეა. მერთან შუამდგომლობა სთხოვეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. განათლების კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში კვირკველიების საგვარეულო კავშირი წერს, რომ ბათუმის გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით, ექვსი ძირი მაგნოლიის ხე შეიძინეს …
ბათუმის მერიის თანამშრომლებს სტრესის მართვაში გადაამზადებენ
სტრესის მართვა, ეფექტური მოლაპარაკებები და კონფლიქტების მართვა, რისკების მართვა, საბიუჯეტო, ქონების მართვის, გენდერული და სხვა საკითხები იქნება თემები, რაზეც ბათუმის მერიის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ გადამზადების მიზანი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, ეფექტური მართვის მისაღწევად. განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიის 20-20 საჯარო მოხელეს, თავიანთი სფეროების მიხედვით, ტრენინგები წლის მესამე-მეოთხე კვარტალში ჩაუტარდებათ. შერჩეულია …
Continue reading “ბათუმის მერიის თანამშრომლებს სტრესის მართვაში გადაამზადებენ”
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში [ფოტო]
ბათუმში, ზუბალაშვილის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე გაამაგრეს საძირკველი. დასრულებულია, ასევე, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, დარჩენილია მოპირკეთება. შპს „გეოგრაფიკის“ სპეციალისტების შეფასებით, რომლებმაც 2015 წელს მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები აღწერეს, XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას. შენობა ქუჩის ისტორიული …
Continue reading “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში [ფოტო]”
„სიმაღლის გადასახადი“ – 441 300 ლარი სამ თვეში ბათუმის ბიუჯეტში
2019 წელის სამი თვის მონაცემებით, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის დაწესებული გადასახადის სახით ბათუმის ბიუჯეტში 441 300 ლარი შევიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა, ძირითადად, 2017 -2018 წლებში გაცემული ნებართვების გადასახადის სახით აისახა, ნაწილი კი ადრე გაცემული ნებართვების განახლების შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის კონკრეტულ უბნებში დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები ისევ აშენდება. …
Continue reading ” „სიმაღლის გადასახადი“ – 441 300 ლარი სამ თვეში ბათუმის ბიუჯეტში”
„ჩვენ ყველა დავიღალეთ“ – ნატალია ზოიძე დამცავი ზონების დამტკიცების გაჭიანურებაზე
ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ნატალია ზოიძე პირად საუბარში ამბობს, რომ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებული პრობლემები მის ემოციებზე, ნერვებსა და ჯანმრთელობაზე უკვე აისახა. საკითხი ეხება ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონებულ დოკუმენტს ამ ზონების დადგენის თაობაზე. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში რეკომენდაცია მისცეს მერს, რომ შპს „გეოგრაფიკის“ კვლევაზე დაყრდნობით დადგენილი საზღვრებით იხელმძღვანელოს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ …
Continue reading “„ჩვენ ყველა დავიღალეთ“ – ნატალია ზოიძე დამცავი ზონების დამტკიცების გაჭიანურებაზე”
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე
ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაურის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ისინი ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, …
Continue reading “საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე”
ტარიელ ნაკაიძე: ნეშტების გადასვენებაში უნდა ჩაერთონ მუსლიმი სასულიერო პირები
1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტების აღმოჩენასა და მათ 21 აპრილს დაკრძალვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ეხმიანება. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დახვრეტილების უმეტესობა მუსლიმია, ამიტომაც ნეშტების საპატრიარქოზე გადაცემულ ტერიტორიაზე გადასვენებას ეწინააღმდეგებიან. „ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებული განცხადებით …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე: ნეშტების გადასვენებაში უნდა ჩაერთონ მუსლიმი სასულიერო პირები”
იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი არ პასუხობს კითხვას, იყვნენ თუ არა სამარხების გათხრის პროცესში ჩართული სპეციალისტები. იგი ამბობს, რომ ეს არ იცის და ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს 21 აპრილს, ნეშტების დაკრძალვის დღეს მოგვაწვდის. საუბარია 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტებზე, რომელთა აღმოჩენის შესახებაც ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 …
Continue reading “იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს”
მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან 32 წლის კაცი და მისი ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს
ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში, მდინარე ჭოროხზე წყლის დონის მომატების შედეგად, კაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 32 წლის მამაკაცი და ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს.
რეპრესიების დროს დახვრეტილების შთამომავლები ნეშტების იდენტიფიცირებას ითხოვენ
„აუცილებლად უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ის სამარხი და ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი ნეშტები ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ ჩვენს წინაპრებს“ – ასეთია 1937-1938 წლებში ბათუმში, სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების შთამომავლების პოზიცია. ისინი შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას და თითოეული ნეშტის იდენტიფიცირებას ითხოვენ: „ისინი ამას იმსახურებენ. ეს ისტორიაა, ჩვენ პასუხები გვჭირდება“ – ამბობენ რეპრესირებულების შთამომავლები. სამარხის აღმოჩენის …
Continue reading “რეპრესიების დროს დახვრეტილების შთამომავლები ნეშტების იდენტიფიცირებას ითხოვენ”
ინტურისტთან 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #20-ში, ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია სასტუმრო „ინტურისტს“ ესაზღვრება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საკითხი უკვე განიხილა კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი. პროექტის რენდერის მიხედვით, რომელიც ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს, დაგეგმილი ათსართულიანი სასტუმროს პროექტი ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობის ათვისებას, სადაც 1840-1921 წლებში ბრიტანეთის საკონსულო …
Continue reading “ინტურისტთან 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ”
ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებამდე ზონებში სამშენებლო სტანდარტების დადგენაზე მსჯელობენ
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენაზე ალაპარაკდნენ. ზონების საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენის შემდეგ, ნებართვის გამცემი ვალდებული იქნება ამ წესებით იხელმძღვანელოს. ამ დოკუმენტმა გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს წევრების სუბიექტური გემოვნებისგან დაზღვევა უნდა უზრუნველყოს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის მოსაზრებით, დოკუმენტშივე მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, კონკრეტულ ისტორიულ გარემოსთან …
სოკარის განმარტება ხელვაჩაურში გაზის შეწყვეტაზე
ხელვაჩაურში დღეს დილიდან აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, შეზღუდვა გაზსადენზე გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობა წინასწარ sms შეტყობინებებით გააფრთხილეს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურში 3 საათიდან ეტაპობრივად აღდგება, საღამოს საათებში …
Continue reading “სოკარის განმარტება ხელვაჩაურში გაზის შეწყვეტაზე”
რატომ აღმოჩნდნენ ძეგლის დამცველები და ზაურ ახვლედიანი საპირისპირო მხარეს – რივიერას საქმე
ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცების თაობაზე ბათუმის მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიას ისტორიული ზონის საზღვრებიდან იღებენ, ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. საბჭოს ეს შემადგენლობა 15 თებერვალს საგანგებოდ ამ საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბა. სხომის ოქმის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ორი წევრი, რომლებიც „რივიერას“ ტერიტორიის ზონიდან ამოღებას მხარს უჭერენ, აჭარის კულტურული …
ახალი პროექტები ერთსართულიანი სახლების ნაცვლად
ჰაიდარ აბაშიძის #8-ში, ერთი ორსართულიანი სახლისა და ორი ბელეტაჟის დემონტაჟის ხარჯზე ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. ეს ადგილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, პროექტის შეთანხმების თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მოქალაქე ოთარ ჭეიშვილმა მიმართა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ამავე მისამართზეა რეგისტრირებული. შეითანხმებს თუ არა სააგენტო ამ ადგილზე ათსართულიან მშენებლობას, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. …
Continue reading “ახალი პროექტები ერთსართულიანი სახლების ნაცვლად”
გიორგი ერმაკოვი: „არჩილ ხაბაძესთან დღემდე გადასარევი ურთიერთობა მაქვს“
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც დღეს „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა, აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ბათუმში მის დაბალ რეიტინგს იმდროინდელ მერს, გიორგი ერმაკოვს უკავშირებს და ამბობს, რომ ის არ ემორჩილებოდა. არჩილ ხაბაძე ამ ფარულ ჩანაწერში საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა. უცნობი ხმა ამის საპასუხოდ ამბობს – „ერმაკოვს კიდე მილიონები აქვს გადარიცხული…“ ჩანაწერის მიხედვით, არჩილ ხაბაძეს …
Continue reading “გიორგი ერმაკოვი: „არჩილ ხაბაძესთან დღემდე გადასარევი ურთიერთობა მაქვს“”
ზონალურმა საბჭომ იმსჯელა სახლის პროექტზე, რომლის ორი სართულიც უკვე აშენებულია
კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოში დღეს იმსჯელეს სამშენებლო პროექტზე, რომელსაც უკვე აშენებენ. ზონალურმა საბჭომ კი ამის შესახებ არაფერი იცის, ან იცის და დუმს. კანონით, როდესაც მშენებლობა დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, პროექტს ჯერ ითანხმებს სააგენტოს ზონალური საბჭო, შემდეგ კი პროექტს განიხილავს მერია და გასცემს ნებართვას. ზონალური საბჭოს წევრია ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან …
Continue reading “ზონალურმა საბჭომ იმსჯელა სახლის პროექტზე, რომლის ორი სართულიც უკვე აშენებულია”
მერი VS კმდეს – ვინ აჯანჯლებს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცებას
2019 წლის 15 მარტს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან მორიგი წერილი მიიღო, სადაც კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ დამცავი ზონების დასამტკიცებლად საჭირო დოკუმენტების მომზადებისას შპს „გეოგრაფიკის“ კვლევით დადგენილი საზღვრებით უნდა იხელმძღვანელოს. თუმცა განმარტება ამით არ დასრულებულა და მერის კითხვაზე – ხომ არ საჭიროებს „გეოგრაფიკის“ დოკუმენტი კიდევ ერთხელ განახლებას, რადგან მისი მომზადებიდან დღემდე ბათუმის …
Continue reading “მერი VS კმდეს – ვინ აჯანჯლებს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცებას”
ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში 5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს
„კრილია სოვეტოვის “ ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში ხუთმილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. თუ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს [აბაშიძის ქუჩის #90-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს] მიიღებს სპორტსმენი, ოთხმოცნომრიან სასტუმროს ააშენებს 10 495 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, იჯარის წესით, ასევე ითხოვს ზემოთ აღნიშნული მისამართის გვერდით არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიას. თუმცა დოკუმენტებში დაზუსტებით არ ჩანს, კონკრეტულად რომელ მიმდებარე ტერიტორიაზეა …
Continue reading “ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში 5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს”
„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს
შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში …
ქობულეთში მიწას ითხოვს საკრებულოს წევრის ძმა, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს
ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანია – შპს „ჯორჯტრანსი“ ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე, #2 – ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთს 15-წლიანი იჯარით ითხოვს. ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომპანია კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ დაურეგისტრირებელ ფართობს – 23 472 კვადრატულ მეტრს ითხოვს. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, მოთხოვნილი ნაკვეთის გვერდით შპს „ჯორჯტრანსი“ საკუთრებაში ფლობს 4 …
Continue reading “ქობულეთში მიწას ითხოვს საკრებულოს წევრის ძმა, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს”