მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის თანამშრომლებს სტრესის მართვაში გადაამზადებენ

09.04.2019
ბათუმის მერიის თანამშრომლებს სტრესის მართვაში გადაამზადებენ

სტრესის მართვა, ეფექტური მოლაპარაკებები და კონფლიქტების მართვა, რისკების მართვა, საბიუჯეტო, ქონების მართვის, გენდერული და სხვა  საკითხები იქნება თემები, რაზეც ბათუმის მერიის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ გადამზადების მიზანი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, ეფექტური მართვის მისაღწევად.

განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიის 20-20 საჯარო მოხელეს, თავიანთი სფეროების მიხედვით, ტრენინგები წლის მესამე-მეოთხე კვარტალში ჩაუტარდებათ. შერჩეულია სულ ოცი მიმართულება, მათ შორისაა: საბიუჯეტო , სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მუნიციპალური აიპების მართვის საკითხებიც.

განკარგულების პროექტის დანართის მიხედვით, თითოეული მიმართულების ტრენინგის დაფინანსებისთვის მერიამ 3000 ლარი გაითვალისწინა – ჯამში თანამშრომლების გადამზადებისთვის 60 000 ლარი გაითვალისწინეს.

ტრენინგების დაფინანსებისთვის მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება, საკრებულო ამ საკითხის განხილვას მომავალ სხდომაზე გეგმავს.

ამავე თემაზე:

რას ასწავლიან მერიაში თანამშრომლებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: