დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია – „ბათუმი“ დარეგისტრირდა.
ფრაქციის თავმჯდომარე დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე იქნება, ის საკრებულიში „ევროპული საქართველოს“ კვოტით შევიდა.
ფრაქციის წევრები იქნებიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ელგუჯა ანდრიაძე და არჩილ მამულაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“. ელგუჯა ანდრიაძემ გვითხრა, რომ მიუხედავად ფრაქციაში გაწევრიანებისა, იგი „ოცნების“ მხარდამჭერი დარჩება.