კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში [ფოტო]

09.04.2019
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ზუბალაშვილის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის  უკვე  გაამაგრეს საძირკველი. დასრულებულია, ასევე, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, დარჩენილია მოპირკეთება.

შპს „გეოგრაფიკის“  სპეციალისტების შეფასებით, რომლებმაც 2015 წელს მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები აღწერეს, XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას.

ფოტო: ბათუმის მერია

შენობა ქუჩის ისტორიული განაშენიანების ნაწილს წარმოადგენს და გარკვეულწილად განსაზღვრავს მის არქიტექტურულ სახეს, მასშტაბს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის ისტორიული განაშენიანების თავდაპირველი სახის შენარჩუნებაში.

სახლი ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობათა რიგში დგას და თავადაც ძეგლს წარმოადგენს. სახლის გადასარჩენად ჩარევის სარეკომენდაციო ფორმად „გეოგრაფიკმა“ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა.

ფოტო: ბათუმის მერია

ამ სახლის რესტავრირებისთვის ჯამში  615 209 ლარი დაიხარჯა. აქედან 487 576 ლარი უშუალოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადეს, 10 726 ლარი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობისთვის გამოიყო, რეაბილიტაციის პროექტი კი -კიდევ რამდენიმე სხვა პროექტთან ერთად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 229 600 ლარად შეისყიდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში დასრულდება.

ბათუმის მერია ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს – ზუბალაშვილის 38

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: