მთავარი,სიახლეები

კოვიდზე აცრას ჩაატარებენ ექთნები და ექიმები, სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად

14.04.2021
კოვიდზე აცრას ჩაატარებენ ექთნები და ექიმები, სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად

15 აპრილიდან კორონავირუსზე ვაქცინაციის ჩატარების უფლება ექნებათ როგორც ექთნებს, ასევე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად.

შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 13 აპრილს შეიტანა.

ამ დრომდე ვაქცინაციის ჩატარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ინფექციონისტებს, ოჯახის ექიმებს, ალერგოლოგებს, პედიატრებს, ქირურგებსა და ექთნებს, შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფის შემდეგ.

[checklist]

  • „ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ ექთნებსა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად“ – სწორედ ეს პუნქტი ამოქმედდება 2021 წლის 15 აპრილიდან.

[/checklist]

[crosslist]

  • ცვლილების შეტანამდე კი, ეს პუნქტი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ინფექციონისტებს, ოჯახის ექიმებს, ალერგოლოგებს, პედიატრებს, ქირურგებს, ექთნებს, შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფის შემდეგ“.

[/crosslist]

2021 წლის 8 აპრილიდან ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და დანართებს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში, ჯანდაცვის სამინისტროს მითითების საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულების ბაზაზე უზრუნველყოს COVID 19 ვაქცინაციისთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების ორგანიზება:

ამავე თემაზე:

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: