მთავარი,სიახლეები

83 000 დოზა „ასტაზენეკას“ ვაქცინას მაისის დასაწყისში მივიღებთ – სამინისტრო

14.04.2021
83 000 დოზა „ასტაზენეკას“ ვაქცინას მაისის დასაწყისში მივიღებთ – სამინისტრო

მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ საქართველო 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა. აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა 83 000 დოზა „ასტარაზენეკას“ წარმოების ვაქცინას მაისის დასაწყისში მიიღებს.

„მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა მწარმოებელთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

სამინისტროს ვაქცინებსა და მის ფასებთან დაკავშირებით წერილობით მარტის ბოლოს მივმართეთ.

„COVAX პლატფორმის ფარგლებში მარტის თვეში შემოვიდა ასტრაზენეკას წარმოების 43 200 ვაქცინა და ფაიზერის წარმოების 29 250 ვაქცინა. აპრილის დასაწყისში ქვეყანამ მიიღო ჩინური წარმოების სინოფარმის 100 000 დოზა ვაქცინა“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

რაც შეეხება ვაქცინების ფასებს, „გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული აქვს ე.წ. “Covax Facility shareholders council confidentiality agreement”. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს“, – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.

ამავე თემაზე:

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: