მთავარი,სიახლეები

2 დოზით აცრილი მგზავრები ინდოეთიდან, სხვებისგან განსხვავებით, PCR ტესტს მაინც ჩაიტარებენ 

14.04.2021
2 დოზით აცრილი მგზავრები ინდოეთიდან, სხვებისგან განსხვავებით, PCR ტესტს მაინც ჩაიტარებენ 

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი [მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად] ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ – საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში [72 საათი] სავალდებულო თვითიზოლაციას. ამასთან, მე-3 დღეს ამ პირმა საკუთარი ხარჯით PCR კვლევა უნდა ჩაიტაროს.

ცვლილება 2021 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება.

ამ დრომდე, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ნებისმიერ პირს (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლო საქართველოში შემოსვლა. განსაზღვრულია ასევე ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენით შეუძლიათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით;

ამასთან, „ინდოეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩარტერული რეისის შესრულებისას, ავიაკომპანიას ეთხოვოს მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე გადამოწმება, წამოსვლამდე“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (გარდა უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც არ მოემგზავრებიან ინდოეთის რესპუბლიკიდან), საქართველოში შემოსვლის მიზნით, ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“, ელექტრონულ პროგრამაში… საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები (მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა) კი, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს, საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში გაივლიან სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს უზრუნველყოფენ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: