საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. 2022 წლის პირველი იანვრიდან კი, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში [თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72] იქნება შესაძლებელი. „შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
როდის დასრულდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დაპროექტება
ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე როდის დასრულდება ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაპროექტება, ამ დროისთვის კვლავ უცნობია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს თარიღი, როდის უნდა დასრულდეს ახალი გზის პროექტირება. ბათუმი [ჭოროხი]-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება, როგორც დეპარტამენტში 2021 წლის აპრილში განაცხადეს, სავარაუდოდ, ამავე წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. „ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს დეტალური პროექტის მომზადების …
Continue reading “როდის დასრულდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დაპროექტება”
სანაპირო და დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის [ფოტო]
ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. პლაჟის ხელოვნურ კვებას [ხრეშის შეტანას] ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც აქ ქვის ლოდებით სპეციალური ნაგებობა მოეწყო და რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ახალი ბულვარის გასწვრივ პლაჟის ხელოვნურად შესაქმნელად ხრეშის შეტანის სამუშაოებისთვის თანხა …
Continue reading “სანაპირო და დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის [ფოტო]”
100 ათასი ლარი პეტრას ციხის გარკვეული უბნების კონსერვაციის პროექტისთვის
აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯება პეტრას ციხის გარკვეული უბნების სარეაბილიტაციო [კონსერვაცია და ნაწილობრივი რესტავრაცია] სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე. საპროექტო სამუშაოები მოიცავს ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ შემდეგ ობიექტებს: ნაეკლესიარი, შიდაციხის კედელი, აბანო, ე.წ. ცისტერნა, კოლექტორი/ სამეურნეო ნაგებობა და კოშკი. პროექტის შედგენაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 10 დეკემბერს დაიწყება და …
Continue reading “100 ათასი ლარი პეტრას ციხის გარკვეული უბნების კონსერვაციის პროექტისთვის”
„სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“ – ბათუმის მერია დაცვის პოლიციას 1000 ლარს გადაუხდის
3 დეკემბერს ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარება ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან დამატებით 1000 ლარი დაუჯდა. ეს თანხა დაცვის პოლიციას უნდა გადაუხადონ. „არსებობდა სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განაცხადში, რითაც მერია შესყიდვების სააგენტოს თხოვს თანხმობას, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას 1 000 ლარი გადაუხადოს – „გადაუდებელი აუცილებლობით“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. „მიმდინარე წლის 3 დეკემბერს …
აჭარაში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 დეკემბერი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 5 დეკემბრის დილის მონაცემებით, რეგიონში 551 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში. აქედან 103 მძიმე პაციენტია, 41 კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ამ დროისთვის აჭარაში კოვიდ-სასტუმროში 245 პირი მკურნალობს. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 38 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი. ამავე …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 დეკემბერი”
ბათუმში ორშაბათიდან უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 დეკემბრის 21 საათიდან 6 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო …
Continue reading “ბათუმში ორშაბათიდან უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი”
46 გარდაცვლილი და 3 410 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში
5 დეკემბრის დილის მონაცემებით საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა 3 410 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის არსებული კოვიდსტატისტიკა საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 865 293 , ბოლო 24 საათში – 3 410 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 806 596 , ბოლო 24 საათში – 4 732 მათ შორის გარდაცვლილი – 12 344 , ბოლო 24 საათში – 46 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 37 714, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 679, PCR ტესტით – 17 035 დადებითობის …
Continue reading “46 გარდაცვლილი და 3 410 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში”
პანდემიით დაზარალებული ოჯახებისთვის გერმანია 3 მილიონ ევროს ჩუქნის საქართველოს
საქართველოში კოვიდ პანდემიისაგან დაზარალებული სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გერმანიის მთავრობამ დამატებით 3 მილიონი ევრო გრანტი გამოყო. „ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ …
Continue reading “პანდემიით დაზარალებული ოჯახებისთვის გერმანია 3 მილიონ ევროს ჩუქნის საქართველოს”
საქართველოში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 13 ათას ოჯახს ჰქონდა – დეკლარაცია
საქართველოში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 1 796-ით გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 100 ათას ლარს გადააჭარბა; 2018 წელთან შედარებით კი, ასეთი მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების რაოდენობა 2 982-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში, ქვეყანაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი იყო, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 9 104-ით არის …
Continue reading “საქართველოში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 13 ათას ოჯახს ჰქონდა – დეკლარაცია”
რა შეღავათებით ისარგებლებენ აჭარაში ინვესტორები, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ
აჭარის მთავრობის ახალი დადგენილებით, ინვესტორებს უფლება აქვთ 2022 წლის 30 ივნისამდე მიმართონ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ ინვესტორები უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას [სპეციალური წესის შესაბამისად], სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე ნაკისრი …
ბათუმის საახალწლოდ მოსართავად 700 ათასი ლარი დაიხარჯება
საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 699 910 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 5 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით: სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით; სადემონტაჟო სამუშაოები – 2022 წლის …
Continue reading “ბათუმის საახალწლოდ მოსართავად 700 ათასი ლარი დაიხარჯება”
ავარიული კორპუსის გამაგრების პროექტში ბათუმის მერია 60 ათას ლარს გადაიხდის
ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს სასწრაფო გამაგრებას“. კორპუსის გამაგრებისთვის საჭირო პროექტს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას სამმართველო ტენდერის გარეშე, 60 ათას ლარად შეისყიდის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა. „ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ცნობილი მოვლენის – 26 მაისის №13-ში მდებარე კორპუსისის …
Continue reading “ავარიული კორპუსის გამაგრების პროექტში ბათუმის მერია 60 ათას ლარს გადაიხდის”
ორშაბათიდან აჭარაში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო და შიგამთიან რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო მაღალმთაში ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო ზღვის პროგნოზი: სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. …
Continue reading “ორშაბათიდან აჭარაში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი”
აჭარაში კოვიდის 135 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. 14 ნოემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში მკურნალობას გადის -1 820 ადამიანი, მათგან კოვიდკლინიკებში – 591, კოვიდსასტუმროებში -239; რეგიონში ბინაზე მკურნალობს 990 ადამიანი. აჭარაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსისგან ჯამში 70 570 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში ამ დროისთვის აიცრა სულ …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 135 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი”
კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა
14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის, 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა. …
Continue reading “კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა”
სამინისტრო ძველ ბათუმში 1კვ/მ ფართობს 4516 ლარად ყიდის – აუქციონი
ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, 142.6 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე 644 000 ლარად, ანუ 1 კვ/მ-ს დაახლოებით 4516 ლარად ყიდის. ეს ქონების გასაყიდი საწყისი ფასია, ვაჭრობის ბიჯი კი, 15 ათასი ლარია; საგარანტიო თანხა – 150 000 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2021 წლის 22 ნოემბერს დასრულდება. აუქციონში გამარჯვებულს, …
Continue reading “სამინისტრო ძველ ბათუმში 1კვ/მ ფართობს 4516 ლარად ყიდის – აუქციონი”
წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპებს ყიდულობენ – ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო
9 000 წარჩინებული მოსწავლისთვის გადასაცემი ლეპტოპების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტში 23 265 000 ლარია გათვალისწინებული. ლეპტოპების შესაძენად საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა სააგენტოს ლეპტოპები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა მიაწოდოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2021 წლის 28 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 3 დეკემბერს დასრულდება. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების …
Continue reading “წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპებს ყიდულობენ – ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო”
„ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება“ – რას წერენ ბათუმში კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმებში
ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში ბათუმის 105 საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი 24 ოქმშია დაფიქსირებული. განსხვავებული აზრის ავტორები ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან კომისიაში. ოქმებში ყველა ჩანაწერის შინაარსი ერთია – განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრები არ ცნობენ არჩევნების იმ შედეგებს, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა ოქმში და ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. მაგალითად: „არასამართლიანი წინასაარჩევნო …
შენობა დანგრევის პირასაა და შესაძლოა დააზიანოს გვერდით კორპუსები – სამხარაული
ბათუმში, 26 მაისის №13-ში მდებარე ჩამონგრეული სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის სამუშაოებზე ქალაქის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. შესაბამისი განაცხადით სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დოკუმენტების მიხედვით, სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 572 308 ლარი დაიხარჯება. დემონტაჟს დაახლოებით 5 თვე დასჭირდება. „2021 წლის 08 ოქტომბერს ქ. ბათუმში, 26 მაისის №13-ის …
Continue reading “შენობა დანგრევის პირასაა და შესაძლოა დააზიანოს გვერდით კორპუსები – სამხარაული “
პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ
თბილისში, პარლამენტის შენობის „C“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე, ასევე ცენტრალური ფლიგელის მე-7 სართულზე, დაგეგმილია თითო სართულის დაშენება [მსუბუქი კონსტრუქციით]. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, მე-7 სართულზე დაშენება არარეკომენდებულია. რაც შეეხება მე-3 სართულის აივნებს, დაშენება შესაძლებელია, თუმცა შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში. პარლამენტის აპარატმა „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო …
Continue reading “პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ”
ბათუმში წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით 15/20 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო და შიდამთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13- 18 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 1-6 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი, წვიმა, …
Continue reading “ბათუმში წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან”
აჭარაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის საავადმყოფოებში ამ დროისთვის მკურნალობს 496 პაციენტი, მათ შორის 132 მძიმე პაციენტია. აჭარაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 ადამიანი. აჭარის კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 218 ადამიანი. — საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დაფიქსირდა 3 436 ახალი შემთხვევა: კორონავირუსის 3 …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა”
კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 43 ადამიანი – 24 ოქტომბერი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დაფიქსირდა 3 436 ახალი შემთხვევა. 24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 692 240 , ბოლო 24 საათში – 3 436 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 630 961 , ბოლო 24 საათში – 4 483 მათ შორის გარდაცვლილი – 9 742 , ბოლო 24 საათში – 43 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 32 031, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 618, PCR ტესტით – 12 393 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – …
Continue reading “კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 43 ადამიანი – 24 ოქტომბერი”
მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟის პროექტზე
ბათუმის მერია 20 ათას ლარს გადაიხდის იმის დასადგენად, თუ რამდენი ლარი დაიხარჯება 26 მაისის ქუჩაზე იმ კორპუსის დასაშლელად, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ბინებიდან კი, მერიამ ოჯახები გაიყვანა. ბათუმში, 26 მაისის №13-ში მდებარე სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება …
Continue reading “მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟის პროექტზე”
ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომისთვის ბათუმი დახარჯავს არა 9, არამედ 15 მილიონს
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 9,7 მილიონი ლარის ნაცვლად 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, 15 985 599 ლარით, ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა თითქმის 6 მილიონი ლარით ნაკლები – 9 723 999 ლარი იყო, იმ მიზეზით არ შედგა, რომ მასში …
Continue reading “ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომისთვის ბათუმი დახარჯავს არა 9, არამედ 15 მილიონს”
105 ათასი ლარი უმაღლეს საბჭოში დროშების სივრცისა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრისთვის
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და სახელმწიფო სიმბოლოების განსათავსებლად სპეციალური სივრცე მოეწყობა. სამუშაოებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში 105 ათასი ლარია გამოყოფილი. „ორიგინალი დროშის და გერბის განთავსების“, ასევე „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ დიზაინი უმაღლეს საბჭოში მზად აქვთ. სამუშაოები ამ დიზაინის მიხედვით უნდა შესრულდეს. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ოქტომბერს 105 ათასი ლარით …
ისევ დისტანციური სწავლება და ტელესკოლა
ახალი სასწავლო წელი საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორედ, 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს. დღეს გაირკვა, რომ სწავლა სკოლის შენობებში არც წელს განახლდება. შესაბამისად, სასწავლო პროცესი სკოლებში დისტანციურად წარიმართება. ისევ დისტანციური სწავლება და ტელესკოლა – რა დავხარჯეთ და რა მივიღეთ ამ ახალი პროდუქტისთვის. „სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ს ქვემოთ და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ …
სარეკლამო კამპანიისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 7,9 მილიონს სექტემბრიდან დახარჯავს
სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 7 988 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის გეგმავს „როგორც ვირტუალურ, ასევე სტანდატრულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას და საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას“. „სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია მსოფლიოში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ამდენად, მნიშვნელოვანია …
Continue reading “სარეკლამო კამპანიისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 7,9 მილიონს სექტემბრიდან დახარჯავს”
ბათუმი-ახალციხის გზაზე, დაბა შუახევთან, მოძრაობა შეფერხებულია
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზ,ე დაბა შუახევთან, ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია. „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა უთხრა, რომ შეფერხების მიზეზი, როგორც მათ უთხრეს, გზაზე მიმდინარე სამუშაოებია: „არის საცობი, თითქმის ნახევარი საათი ვიდექით, გვითხრეს, რომ კიდევ საათ-ნახევარი მოგვიწევდა ლოდინი, თუმცა ახლა [16:00 სთ.] მოძრაობა ცალმხრივად გახსნეს. ბათუმიდან ხულოს მიმართულებით ამ დროისთვის მანქანები გადაადგილდება; ხულოდან ბათუმის მიმართულებით კი, მოძრაობა კვლავ შეჩერებულია. მოწყობილია დროებითი …
Continue reading “ბათუმი-ახალციხის გზაზე, დაბა შუახევთან, მოძრაობა შეფერხებულია”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო ღამით: 18– 23 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 25 – 30 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი”
გადამხდელებისთვის უფასო იქნება შემოსავლების სამსახურის რიგი ელექტრონული მომსახურება
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებიც მომსახურების გაწევის მოთხოვნით სამსახურს განცხადებას [ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან] ელექტრონული ფორმით წარუდგენენ, ახალი შეღავათები 2021 წლის 25 სექტემბრიდან ამოქმედდება. შეღავათები გულისხმობს მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურის გადახდის ახალ პირობებს, მათ შორის, რიგ შემთხვევებში საფასურის გადახდისგან სრულად გათავისუფლებას ან განახევრებას. „ცვლილება ემსახურება შემოსავლების სამსახურში განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებას და დისტანციური სერვისებით …
აჭარაში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 385 ახალი შემთხვევა
29 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 11 პაციენტი. ამ დროისთვის აჭარაში მართვით სუნთქვაზეა 40 პაციენტი. რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 1 007 პაციენტი; კოვიდსასტუმროში – 1252, ხოლო ბინზე [ონლაინკლინიკაში] – 5 788 პაციენტი. 29 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე …
Continue reading “აჭარაში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 385 ახალი შემთხვევა”
76 გარდაცვლილი და 2 669 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი
29 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში კოვიდით 76 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 217 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 027 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 190 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,58%, …
Continue reading “76 გარდაცვლილი და 2 669 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი”
სკოლებში სწავლა დაიწყება, თუ მასწავლებლების 80% აიცრება, აცრილია 46%
სწავლა სკოლის შენობებში რომ განახლდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასწავლებლების 80 პროცენტი უნდა იყოს აცრილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყანაში დღეს მასწავლებლების მხოლოდ 46 პროცენტია აცრილი. „სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ს ქვემოთ და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ“, – განაცხადა 27 აგვისტოს ამირან …
Continue reading “სკოლებში სწავლა დაიწყება, თუ მასწავლებლების 80% აიცრება, აცრილია 46%”
დასრულდა სატუმბი სადგური, რომელიც ბათუმის დატბორვის საფრთხეს შეამცირებს
ბათუმში, ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. ამ სადგურმა უნდა შეამციროს როგორც ქალაქის დატბორვის საფრთხე, ისე არდაგანის ტბის დაჭაობება. პროექტი KFW-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა. პროექტის მთლიანი ღირებულება 5,5 მილიონი ევროა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „წლის ბოლოსთვის დასრულდეს სხვა მიმდინარე პროექტები, ასევე დაიწყება მე-5 ფაზა, რაც ჯამში მოგვცემს …
Continue reading “დასრულდა სატუმბი სადგური, რომელიც ბათუმის დატბორვის საფრთხეს შეამცირებს”