მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 43 ადამიანი – 24 ოქტომბერი

24.10.2021
კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 43 ადამიანი – 24 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დაფიქსირდა 3 436 ახალი შემთხვევა.

24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 692 240 , ბოლო 24 საათში – 3 436
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 630 961 , ბოლო 24 საათში – 4 483
  • მათ შორის გარდაცვლილი – 9 742 , ბოლო 24 საათში – 43
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 32 031, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 618, PCR ტესტით – 12 393
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%
  • სულ ჩატარდა – 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია – 4 209
  • კარანტინის რეჟიმში – 51
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 041
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 957

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:  თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც: 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 256, აჭარაში – 496, იმერეთში – 1 288.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში – 545, აჭარაში – 132, იმერეთში – 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი,  მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 28.

957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 218 – აჭარაში.

44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამავე თემაზე:

გამყრელიძე: სავალდებულო აცრის საკითხი, ვფიქრობ, ნოემბერში უნდა გადაწყდეს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: