აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევაა – 5 იანვარი

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; 204 ადამიანია კოვიდსასტუმროში. რეგიონში ამ დროისთვის 120 მძიმე პაციენტია, 33 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. — 5 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან 32 …

3 436 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი – კორონავირუსი საქართველოში

5 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან 32 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 945 609 , ბოლო 24 საათში – 3 436 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 906 708 , ბოლო 24 საათში – 1 805 მათ შორის გარდაცვლილი – 14 041 , ბოლო 24 საათში – 32 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 40 377, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 696, PCR ტესტით – 16 681 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,51%, ბოლო …

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – მინისტრის ბრძანება

უფასო რეგისტრაციას მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წესი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის აზომვიდან, ნაკვეთის რეგისტრაციის ჩათვლით საჭირო ყველა სამუშაოს სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, უკვე განისაზღვრა ის გეოგრაფიული არეალები [59 მუნიციპალიტეტი], სადაც სისტემური რეგისტრაცია 2022-2024 წლებში უნდა განხორციელდეს. ამ ჩამონათვალშია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც. „ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა …

იუსტიციის სახლი უქმეებზეც მუშაობს, გამონაკლისია 7-9 იანვარი

იუსტიციის სახლი 2022 წლის 10 იანვრამდე გამოცხადებულ უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. გამონაკლისი იქნება 7 და 8-9 იანვარი. „ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. ფილიალები შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.“ – აცხადებს იუსტიციის სახლი. რაც შეეხება შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, იუსტიციის სახლში მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. 2022 წლის …

ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა ჯერ არ მოუთხოვია – სამინისტრო

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით უფლება აქვს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მოითხოვოს ტყის საკუთრებაში გადაცემა – თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარი. ეკლესიას საკუთრებაში ტყეს საქართველოს მთავრობა გადასცემს – ეკლესიის შესაბამისი განაცხადისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული წესით ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემა არ მომხდარა. „ამ ეტაპზე სამინისტროს …

აჭარაში ომიკრონის 15 დადასტურებული შემთხვევაა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 15 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით კი მთლიანად ქვეყანაში, 3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია ომიკრონის 148 შემთხვევა. ექიმები და სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად, შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია. საქმე ის არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დადასტურებულ …

ღამით წვიმა და თოვა, დღისით უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 იანვრის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. სანაპირო რაიონებში ღამით დროგამოშვებით წვიმა; მთაში თოვა; დღისით კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამავე პერიოდში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი ღამით 15-20 მ/წმ-ში, დღისით 7-12 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 7 – 12 გრადუსი ღამით: 2 – 7 …

აჭარაში კორონავირუსის 366 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 4 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 366 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 4 იანვრის დილის მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარაში საავადმყოფოში მოთავსებულია 504 პაციენტი. აქედან 119 მძიმე პაციენტია; 33  კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. — Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 302, PCR ტესტით – 13 013. 4 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში …

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება 10 იანვრიდან განახლდება

მართვის უფლების მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება 2022 წლის 10 იანვრიდან განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით „ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში – 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით – დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.“ ამასთან, პრაქტიკულ …

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 67 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 590 ახალი შემთხვევა

4 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 67 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ არის – 942 173 , ბოლო 24 საათში – 3 590 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 904 903 , ბოლო 24 საათში – 1 955 მათ შორის გარდაცვლილი – 14 009 , ბოლო 24 საათში – 67 ბოლო 24 საათში ჩატარდა …

აჭარაში ეკომიგრანტები 30 000, ხოლო ხანძრით დაზარალებულები 20 000 ლარს მიიღებენ

აჭარაში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესასყიდად, ასევე ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობა 2022 წლის იანვრიდან 5-5 ათასი ლარით გაიზარდა. შესაბამისად: სტიქიით  დაზარალებული [ეკომიგრანტი] ოჯახი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიიღებს მაქსიმუმ 30 ათას ლარს, ნაცვლად 25 ათასი ლარისა; ხოლო ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა, მიიღებს 20 ათას ლარს, ნაცვლად 15 ათასი ლარისა. აჭარის …

მიწის რეგისტრაცია იანვრიდან ფასიანი გახდა

მოქალაქეების მიერ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ფასიანი გახდა. ამასთან, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე წარდგენილ განცხადებებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება უსასყიდლოდ [საზღაურის გარეშე]. მიწის რეგისტრაცია საქართველოში ორი წესით მიმდინარეობს. სისტემური და სპორადული წესით. [highlight color=”green”]სისტემური წესით[/highlight] მიწის რეგისტრაციის ადგილებს იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრავს და ამ ადგილებში კერძო ნაკვეთების რეგისტრაცია მოქალაქეებისთვისაც …

ბავშვთან ერთად მსუბუქ ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა აიკრძალა

2022 წლის იანვრიდან, მსუბუქ ავტომანქანაში, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება, სიგარეტის მოწევა აკრძალულია. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მოწევა უკვე აკრძალულია „ავტოსატრანსპორტო საშუალებაში [ავტომობილში] მასში არასრულწლოვანის ყოფნისას“. თამბაქოს მოწევა 2022 წლის იანვრიდან აკრძალულია ტქსშიც: [red_box]პარლამენტმა ტაქსებში მოწევა აკრძალა[/red_box] შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, ტერმინი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი – შემდეგნაირად განისაზღვრა: „ნებისმიერი …

კოვიდის 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი – 3 იანვარი

3 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 37 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 938 583, ბოლო 24 საათში – 943 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 902 948, ბოლო 24 საათში – 2 789 მათ შორის გარდაცვლილი სულ – 13 942, ბოლო 24 საათში – 37 ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა …

როდის დაიწყება ბინების გაცემა „ოცნების ქალაქში“

ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლოდ ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, აგვისტოში დაჰპირდნენ, თუმცა ამ დროისთვის კორპუსების მშენებლობა არ არის დასრულებული. „მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება ბინების გადაცემას, კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყება ბინების გადაცემაც“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. კორპუსებს …

გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო გამშვები პუნქტები უქმე დღეებშიც იმუშავებენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეებში, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8-9 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. „სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.“ – აცხადებს სამსახური. ამასთან, 2022 წლის 1-ლი …

ღარიბები და საჯარო მოხელეები კაზინოში ვერ ითამაშებენ – კიდევ ვის ეკრძალება აზარტული თამაში

2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს. შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ის 2022 წლის პირველი მარტიდან სრულად ამოქმედდება. ამავე კანონით, „იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც …

აღადგენენ თუ არა შტორმის დროს დანგრეულ პირსს ახალ ბულვარში

აღადგენენ თუ არა ახალ ბულვართან პირსს, რომელიც ზღვამ ნაწილობრივ დაანგრია, დარჩენილი ნაწილი კი დაზიანებულია? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] ფარგლებში იქნება მიღებული. „შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“ – მოგვწერეს სამინისტროდან. პირსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და ქობულეთის სოფლებში დენი რამდენიმე საათით გაითიშება

28 დეკემბერს, დღის 12:00 საათიდან ამავე დღის 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: ბათუმში: გენერალ ა.აბაშიძის, ინასარიძის, კობალაძის, ტ.აბუსერიძისა და მიმდებარე ქუჩებს. ქობულეთში კი, 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხუცუბანს, სამებას, კვირიკეს, ჭახათს, ქაქუთსა და მიმდებარე სოფლებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება: „აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში“.    

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 3-6 იანვარს – მთავრობის დადგენილება

2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები, ასევე 8 და 9 იანვარი, მთავრობის დადგენილებით უქმე დღეებადაა გამოცხადებული, თუმცა იქვე განსაზღვრულია, თუ ვისზე არ გავრცელდება ეს დადგენილება საჯარო დაწესებულებებში. დადგენილების მიხედვით, საჯარო დაწესებულება [ადმინისტრაციული ორგანო] თავად განსაზღვრავს იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში იმუშავებენ, მიუხედავად უქმე დღეებისა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში …

რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

საქართველომ რუსეთიდან წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში. ვინაიდან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოხმარება იზრდება, ადგილობრივი გამომუშავება კი შემცირებულია, შესაბამისად, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული მხარე იმპორტის გაზრდას აფხაზეთს უკავშირებს, აფხაზეთში კი, დენის მოხმარების ზრდის მიზეზად მაინინგს ასახელებენ და მიწოდებაში მაინც შეზღუდვებია. ე.წ. მაინინგი სახელდება მესტიაში დენის შეზღუდვის …

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, როდის დაიწყება ნარჩენების მიღება?

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან დასრულებულია და ნარჩენების მიღება 2022 წლის ივნისში უნდა დაიწყოს. მანამდე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ ნაგავსაყარისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ახალი ნაგავსაყარის ამუშავების პარალელურად დაიწყება ბათუმისა [ადლიაში] და ქობულეთის [ორი] არსებული ნაგავსაყარების დახურვის სამუშაოები, რასაც ასევე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ შეასრულებს. ახალი ნაგავსაყარის ექსპლუატაციის ვადა, რომელიც 35 წელზეა …

საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა – ასეთი ჩანაწერი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ორი დღის წინ, 24 დეკემბერს გაჩნდა. პარლამენტმა შესაბამისი კანონი 2021 წლის 15 დეკემბერს მიიღო. ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემაზე საუბარი 2020 წელს დაიწყო და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებიც იმავე წელს დაამტკიცა. ცვლილება, ცალკეულ ეკლესია-მონასტერთან, თითოეულ შემთხვევაში, არაუმეტეს …

ხელვაჩაურის მერის ხელფასიც გაიზარდა და 5060 ლარი იქნება

2022 წლის იანვრიდან ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაზრდილ ხელფასს, 5 060 ლარს აიღებს. აქამდე მერის ხელფასი 3 500 ლარი იყო. გაზრდილ ხელფასებს აიღებენ მერის მოადგილეებიც. პირველი მოადგილის ხელფასი, 2 200 ლარის ნაცვლად, 3 850 ლარი იქნება, ხოლო მერის მოადგილის – 3 520 ლარი, 1800 ლარის ნაცვლად. ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით, ხელფასები ეზრდებათ მერიაში დასაქმებულ ყველა საჯარო …

ხულოს სოფლებში თოვლისგან გზები ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გზები თოვლისგან გაწმენდილი არ არის. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია, თუმცა დარჩენილია ზოგიერთი სოფლის შიდა გზები. „ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს სოფლის გზების გაწმენდაზე. ხვალ, 27 დეკემბრის დღის ბოლომდე, სოფლების შიდა გზები [ყველა უბნის ჩათვლით] იქნება გაწმენდილი. ამ დროისთვის მოგვარებულია ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც“ – …

სამთო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა მუშაობა დაიწყეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა – მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს – აცხადებს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, „მათთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ. მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის [თეთნულდი, ჰაწვალი], …

ორშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 დეკემბრის 21 საათიდან 27დეკემბერი 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ-ში; 26-27 დეკემბერს, ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 7 – 12 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო  შიდამთიან რაიონებში: დღისით:  0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: …

კორონავირუსით 69 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1661 ახალი შემთხვევა – 26 დეკემბერი

26 დეკემბრის დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 69 ადამიანი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 1 661 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 421 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 320 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით …

კოვიდით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 2 164 ახალი შემთხვევა

23 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 68 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დაფიქსირდა 2 164 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის, 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა …

ბათუმის რესპუბლიკური სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა – რა წერია ხელშეკრულებაში

აჭარის მთავრობამ ბათუმის „ახალი“ და „ძველი“ რესპუბლიკური საავადმყოფოები სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა. ბათუმის ე.წ. „ახალი“ რესპუბლიკური საავადმყოფო შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ექვემდებარება, „ძველი“ კი – შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“. სწორედ ამ კომპანიების წილები გადაეცა მართვაში სამედიცინო ჰოლდინგს, მისი არსებობის ვადით. ჰოლდინგი, თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. „ბათუმის რესპუბლიკურის“ წილებს …

ხანძარი ბათუმში

ბათუმში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარედ ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა, რომლის სახურავიც გუდრონით იყო მოწყობილი. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. განახლებული ინფორმაცია: ამ დროისთვის [17:30 სთ.] ხანძარი უკვე ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს

გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასა და იქ კაზინოების განთავსებაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს. „ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება“, – აღნიშნა …

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღარ მართავს

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღარ მართავს. აჭარის მთავრობამ საავადმყოფო მართვაში ა[ა]იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადასცა. ბათუმის ახალ კლინიკას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის 14 აპრილიდან მართავდა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მართვის უფლების გადაცემაზე 2021 წლის 20 ოქტომბრის შეთანხმებით გაუქმდა. ახალ შეთანხმებაში აღნიშნულია: „მხარეებმა …

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. უნივერსიტეტმა პროექტის შესყიდვაზე ტენდერი 100 ათასი ლარით გამოაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწოლების რაოდენობა „შესაძლოა დაზუსტდეს/შემცირდეს პროექტირების დროს“. საუნივერსიტეტო კლინიკა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე უნდა აშენდეს. საპროექტო შენობა–ნაგებობა გათვალისწინებულია საუნივერსიტეტო სტაციონარისათვის. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საუნივერსიტეტო სტაციონარი, ეს არის „სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო …

ბათუმში საახალწლო კონცერტებში 433 400 ლარი დაიხარჯება და 18 დღე გაგრძელდება 

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს 20 დეკემბერს დაიწყება და 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებებზე, რომლებიც ევროპის მოედანზე გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან 433 400 ლარი დაიხარჯება. 31 დეკემბერს გაიმართება გალაკონცერტი. მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ბათუმის კულტურის ცენტრი 2021-2022 წლის შესახვედრად და ქალაქ ბათუმში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც იქნება, საკმაოდ …

ბათუმის რამდენიმე ქუჩა ახალ წელს გარეგანათების გარეშე შეხვდება

ბათუმში, 9 მარტისა და „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეების თქმით, ორ კვირაზე მეტია გარეგანათება გამორთულია. ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს გარეგანათების მოვლა-ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“, აგვისტოში, 2 მილიონ 60 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. „უკვე 2 კვირაზე მეტია ბათუმი პლაზას მიმდებარე ქუჩებზე [9 მარტის ქუჩა, წერეთლის შესახვევი, ზურაბ ბერიძის ქუჩა და ზურაბ ბერიძის შესახვევი] არ არის გარეგანათება [არცერთი ლამპიონი …

Exit mobile version