აჭარის მთავრობის ახალი დადგენილებით, ინვესტორებს უფლება აქვთ 2022 წლის 30 ივნისამდე მიმართონ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
თუ ინვესტორები უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას [სპეციალური წესის შესაბამისად], სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების [გარდა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა] შესასრულებლად მიეცემათ შემდეგი ვადები:
[checklist]
- „ინვესტორებს, ვისაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან წარმოეშვათ/წარმოეშობათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, მიეცემათ დამატებით 30 (ოცდაათი) თვის ვადა (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1-ლი მარტიდან და 2020 წლის 1-ლი ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც ეს ვალდებულება წარმოეშობათ 2020 წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, რომლებსაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობათ 2020 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოშობის დღიდან);
- ინვესტორებს, ვისთანაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 18 (თვრამეტი) თვის ვადა;
- ინვესტორებს, ვისთანაც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 12 (თორმეტი) თვის ვადა;
- ინვესტორები ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში სრულად გათავისუფლდებიან დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან, არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება [ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის არსებობისას მისი მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ვადით] და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია“.
[/checklist]
ამასთან,
[crosslist]
- აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულება სამინისტროს წინაშე.
[/crosslist]
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილება აჭარის მთავრობამ 2020 წლის ივლისში მიიღო და მასში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანა.
აჭარის მთავრობის მიერ დადგენილებაში შეტანილი ახალი ცვლილებით:
„ინვესტორებს, რომლებსაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან წარმოეშობათ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება და მიმართავენ სამინისტროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, რომლებსაც წარმოეშობათ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან.
ამასთან, 2021 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროსადმი მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ინვესტორები თავისუფლდებიან 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე სარგებლობის საფასურის და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან შესაბამისი აქტის გაფორმების საფუძველზე.
ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ინვესტორი თავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში.
მოსარგებლეებს არსებული დავალიანებების (სარგებლობის საფასური/დარიცხული პირგასამტეხლო ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად მიეცემათ ვადა 2021 წლის 1-ელ ივლისამდე.
ამასთან, გადახდილი სარგებლობის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას და გათავისუფლებას, თუკი გასულია იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა.“.
ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:
რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი