აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 დეკემბრის 21 საათიდან 6 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი
- ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
რაც შეეხება ზღვის პროგნოზს – იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე
5-10დმ(2-3ბალი),ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 7-8 დეკემბერს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.