მთავარი,სიახლეები

ავტომანქანა მოპედს დაეჯახა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

30.09.2019 • 2313
ავტომანქანა მოპედს დაეჯახა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 30 სექტემბერს, რამდენიმე წუთის წინ, ავარია მოხდა ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, მოპედის მძღოლი დაჟეჟილობებით, პოლიტრავმით გადაყვანილია კლინიკაში. სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტური იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით:

„ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომანქანა და მოპედი შეეჯახნენ / 30.09.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: