ნინო დათაშვილი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

დღეს, 29 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა ციხე გირაოს საფუძველზე დატოვა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა მასწავლებელმა, სამოქალაქო აქტივისტმა ნინო დათაშვილმა. მასწავლებელსა და სინდისის პატიმარს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 5000-ლარიანი გირაოთი დღეს შეუცვალა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. პროკურატურის მიერ შუამდგომლობის დაყენებას გირაოს შესახებ წინ უძღოდა შემაშფოთებელი ცნობები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის …

„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით“

გოდი ფრუიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 28 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა კოლონიაში მან მოინახულა პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. „დღეს ნინო დათაშვილი, ჩემი მეუღლე, ვნახე (ქალთა) მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მისივე მოთხოვნით (დილით დამირეკა), რათა მენახა მისი კიდევ უფრო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამბავი მომეტანა ხალხთან. ეს ბოლო სამი პაემანია, ნინო ვერ ამოდის …

„ბიაფი“ ბათუმში 12-17 დეკემბერს ჩატარდება, ჟიურისა და საკონკურსო პროგრამის გარეშე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF წელს 2025 წლის მიწურულს, 12-17 დეკემბერს გაიმართება. წელს „ბიაფი“ შეცვლილი ფორმატით გაიმართება. როგორც კინოფესტივალი ავრცელებს ინფორმაციას, წელს კინოფესტივალზე არ იქნება საკონკურსო პროგრამა და ჟიური. „არსებული მცირე ბიუჯეტის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ განსხვავებულ ფორმატში – გვექნება მხოლოდ კინოჩვენებები და რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, …

ზვიად ცეცხლაძემ მამის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შიმშილობა დაიწყო – „დაფიონი“

სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ, მამის – ზურაბ ცეცხლაძის განაჩენის გამოცხადების შემდგომ შიმშილობა დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე 24 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 25 ოქტომბერს, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ლელა …

დააკავეს ზურაბ ცეცხლაძე, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა

დღეს, 24 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე. ზურაბ ცეცხლაძე დაკავებულია, სავარაუდოდ, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციის მინიმუმ 10 მონაწილე დააკავა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს უერთდებიან. ზურაბ ცეცხლაძე შვილის, ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდეც …

პაპუაშვილ-კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა მზია ამაღლობელზე ევროკავშირის პრიზის მიღების შემდეგ

დღეს, 23 ოქტომბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. პაპუაშვილი ამჯერად გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოთი, სახაროვის პრემიით. „წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავი, როცა ევროპარლამენტმა ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა“ და დასძინა, რომ „ამ პრიზით დაგვანახეს, რომ …

აჭარაში 2 პირი დააკავეს თაღლითობის ბრალდებით – საქმე უძრავი ქონების შეძენას ეხება

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 148 042 აშშ …

მზია ამაღლობელმა მიიღო ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია

დღეს, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო. სახაროვის პრემიის გამარჯვებული დღეს ევროპარლამენტში დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ. სახაროვის პრემია 2025 წელს მიიღეს მზია ამაღლობელმა საქართველოდან და პატიმრობაში მყოფმა ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდჟეი პოჩობუტმა. „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ასე ერქვა ნომინაციას, რომელშიც ქართველი …

ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის. ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია. ის „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, საღამოს კი, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და ვიდეოც ჩაწერა. 15 ოქტომბერს, დილით, „ოცნების“ პრემიერმა …

„მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია“ – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

დღეს, 14 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კონფერენცია – „თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობას“. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ვიდეომიმართვით: „დღეს მსურს გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები მზია ამაღლობელზე – ქალზე, რომელიც იმ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დღეს საქართველოში დიქტატურის, რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მზია …

„ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე“ – „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს

„ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 14 ოქტომბერს, მედიასთან კომენტარი გააკეთა დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლის თანახმადაც „ოცნება“ იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს. „სრულ სიას იხილავთ იმ დღეს, როცა ოფიციალურად შევა სარჩელი. რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს – პრინციპი არის შემდეგი: პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, მათზე აუცილებლად გავრცელდება …

სუსის ცნობით, აჭარაში 3 პირი დააკავეს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუს-ი] დღეს, 13 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. სუს-ის ინფორმაციით, აჭარაში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩატარდა და „გამოვლენილია გარკვეული ტერორისტული აქტივობები“. სუს-ის ვერსია ასეთია: „ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ე.წ. თეგბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ …

„ოცნება“ კიდევ ერთხელ დაესხა თავს მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების ჯილდოს მიღების შემდეგ

დღეს, 10 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა მზია ამაღლობელისათვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას. „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმის შესახებ ფაქტების დამახინჯებით. „მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება“ – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა, გიორგი გრძელიშვილმა. …

დააკავეს ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე

ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მედროშე ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს, ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე თბილისშია გადაყვანილი. „ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს. მან გვითხრა, რომ მისთვის ჯერჯერობით არ უცნობებიათ, რა მუხლითაა მისი ქმარი დაკავებული. ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. იგი …

მზია ამაღლობელის საქმეს სააპელაციო სასამართლო 28 ოქტომბერს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, …

„მუხანათური ღალატი“, „აგენტები“, „გარე მტრები“ – რაზე წერს ივანიშვილი

დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება. ამავე დროს ივანიშვილი წერს, რომ „ფეხი არ უნდა დაგვიცდეს“ და წერს გუნდში „ღალატზეც“: „კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის …

„მზია იქცა სიმამაცის ხმად“ – მზია ამაღლობელის ადვოკატის სიტყვა ევროსაბჭოში

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, რომელმაც ორ წელიწადზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ. მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ჰაველის პრემიის ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. მზია …

„სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან მარტო“ – მზია ამაღლობელის წერილი ჰაველის პრემიის დაჯილდოებაზე

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელს, პაციფისტს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, …

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების საჩივარი 

„მედიამბუდსმენის“ განცხადებით, 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „მედიაომბუდსმენს“ წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება რუსული კანონის საქმეზე.  „მედიამბუსდმენი“ წერს, რომ საქმე – „კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის  ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების …

ზელენსკი: „პუტინს ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა სურს. ის ნატოს სიგნალს უგზავნის“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, პუტინს სურს ბრძოლის გაგრძელება, ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა და ამისთვის მას არ სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება. ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი შეჭრა ევროპის საჰაერო სივრცეში ამ განზრახვას ადასტურებს. „მე მივიჩნევ, რომ პუტინს სხვა ტერიტორიებზე გაფართოება სურს. ერთი წლის წინ ვუთხარი ჩემს კოლეგებს: ნუ დაელოდებით, სანამ …

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ნომინანტია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც 8 თვეა უკანონო პატიმარია, სახაროვის პრემიის ნომინანტებს შორის დაასახელეს დღეს, 23 სექტემბერს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე. სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელი 66-მა ევროპარლამენტარმა წარადგინა. წელს სახაროვის პრემიის ფინალისტები არიან: მზია ამაღლობელი, საქართველო ბუდაპეშტის პრაიდი, უნგრეთი კონფლიქტის ზონებში მოღვაწე ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები [პალესტინის პრესის ასოციაცია, …

ცარიელი სკამი ზვიად რატიანისთვის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს, საქართველოში პირველად, გამოჩნდება ცარიელი სკამი მწერლისთვის, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას. წელს ეს სკამი ზვიად რატიანის იქნება, პოეტისა და მთარგმნელის, რომელიც ახლა სინდისის პატიმარია. ლიტერატურული ფესტივალი ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე განმარტავს, რომ ეს PEN International-ის [საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მწერლებს] ტრადიციაა: „1980-ან წლებში PEN International-მა დააფუძნა „ცარიელი სკამის“ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 სექტემბრის 21 საათიდან 17 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით და დილით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

ალა პუგაჩოვას უჩივიან ჯოხარ დუდაევის დადებითად მოხსენიებისთვის

ცნობილ რუს მომღერალს, ალა პუგაჩოვას, ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერის,  ჯოხარ დუდაევის დადებითად მოხსენიებისთვის „სამხედრო ვეტერანების შეურაცხყოფის“ საბაბით უჩივიან და 1.5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ. სარჩელის მიზეზი გახდა ალა პუგაჩოვას სიტყვები ჯოხარ დუდაევის შესახებ – მომღერალმა ჯოხარ დუდაევს კატერინა გარდეევასთან ინტერვიუში „ღირსეული, პატიოსანი, ინტელექტუალური და ლამაზი ადამიანი“ უწოდა. პუგაჩოვამ თქვა, რომ პირადად იცნობდა დუდაევს და მის მეუღლეს. …

კობახიძე საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით კანონის „უმკაცრესად“ მოქმედებას აანონსებს

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით „კანონი უმკაცრესად იმოქმედებს“. „დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი“ – თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს ბანერებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანებას შეეხებოდა. მისი თქმით, აქამდე ზედმეტად „რბილი პრაქტიკა“ …

„რუსეთს სხვა მიზნებისთვისაც აქვს რესურსები“ – ფინელი გენერალი რუსეთ-ბელარუსის წვრთნებზე

ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალმა იან იააკოლამ განაცხადა, რომ ფინეთი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს – „ზაპად 2025“. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ფინელი გენერლის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე რუსეთი ცდილობს დასავლეთის ქვეყნების დესტაბილიზაციას. „ომი უკრაინაში არ არის მასშტაბური სტრატეგიული ოპერაცია. რუსეთს სხვა მიზნებისთვისაც აქვს რესურსები“, – მიიჩნევს გენერალი. აქამდე წვრთნები …

კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის – პროკურატურა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე 9 სექტემბერს ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იმავე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) …

წელს რუსეთიდან საქართველოში 770 ათასი მოქალაქე შემოვიდა – ექვსი თვის მონაცემები

2025 წლის პირველ ორ კვარტალში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 770 714 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 271 988 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი – 498 726. სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში, რუსეთის 535 048 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვარი. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის …

ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის წლინახევრის ბავშვი

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს, 18 აგვისტოს, დილით, მაშველებმა ხარკოვში სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია. უკრაინული მედიის, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, წლინახევრის გოგონა. დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია. რუსეთმა ხარკოვის სამრეწველო რაიონებზე „შაჰედებით“ შეტევა 17 აგვისტოს, ღამით განახორციელა. ერთი …

„სანამ ბიძინა გაიქცევა…“ – ზურა გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე წერს, რა მოლოდინი აქვს საქართველოში მიმდინარე პროტესტთან და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ თითქმის სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს. „მოვყვები რას ველოდები. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ყველაფერი. მე არ ვიცი ზუსტად …

„სასჯელის ზომა 2 წელი“ – მოსამართლემ მზია ამაღლობელის ბრალი გადააკვალიფიცირა

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა განაჩენი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის მუხლი – 353-ე პრიმა, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს. „სასამართლომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს …

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო გარიგების შესახებ. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, …

„საპროცესო გარიგების შემოთავაზებაც კი შეურაცხმყოფელია“ – მზია ამაღლობელი

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვა, რომ მისთვის პროკურატურის მიერ გაჟღერებული საპროცესო შეთანხმება მიუღებელია. „იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, საპროცესო გარიგება, ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა… დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, …

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. დღეს სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა დასკვნითი სიტყვით. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, …

მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა ბოლო კვლევის თანახმად – ადვოკატი

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს მიაწოდა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებული ბოლო, უახლესი კვლევის შედეგები. „ცნობის სახით მინდა მოგაწოდოთ. ესაა ბოლო დღეების კვლევა მის თვალთან დაკავშირებით. აქ ნახავთ თქვენ, რომ მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა, ახლა მას ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი. ერთ თვალში პრაქტიკულად …

ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა არის სიგნალი განგაშისათვის – განცხადება

ქართული ემიგრაციული ორგანიზაციების განცხადებას ეხმიანებიან, სინდისის პატიმრის, პედაგოგისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილისათვის პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას. „ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები და ემიგრაციული ჯგუფების წარმომადგენლები, სასტიკად ვგმობთ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პატიმრის ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის …

Exit mobile version