ხელვაჩაურში მოკლული ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 4 ივნისს ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცის, ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარიპ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო. ბრალდებულ გოგი ბარამიძეს პროკურატურა განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის …

უკრაინული დრონები რუსეთში 2 სამხედრო საწარმოს და ქიმიურ ქარხანას დაესხნენ თავს

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორ ობიექტზე მიიტანეს იერიში. კერძოდ, უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა რუსეთში, სამარის რეგიონში მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების საწარმოზე, სადაც აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სტავროპოლში მდებარე ქარხანაშიც, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალის და სარაკეტო საწვავის კომპონენტების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. …

ხელვაჩაურში ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს. პოლიციის ცნობით, გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის …

1000 ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა ვალერი ქოჩიაშვილი, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ამის შესახებ თავად ვალერი ქოჩიაშვილმა ისაუბრა ტიკტოკის საკუთარ გვერდზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მოსამართლე სალიხ შაინიძეს განუხილავს 10 ივნისს. „მოვიწოდებ მთავრობას, დროულად გააძევონ გერმანიის ელჩი საქართველოდან. რისთვის ვითმენთ და კიდე მე მაჯარიმებთ 1000 ლარით?!“ – ამბობს ვალერი ქოჩიაშვილი ამ თემაზე ჩაწერილ ერთ-ერთ …

სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ – მზია ამაღლობელი

სტიკერის გაკვრა იყო პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვა საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი, რომლებიც იმ დღეს დააკავეს – განაცხადა მზია ამაღლობელმა დღეს, 9 ივნისს, ბათუმში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, სადაც მას დღეს მეორედ ასამართლებენ 11 იანვარს, აქციაზე, სტიკერის პოლიციის გალავანზე გაკვრის გამო. „სტიკერის გაკვრაზე მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ, ბატონო მოსამართლევ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე, რომ …

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლოს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება

დღეს, 9 ივნისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი ესწრება. საელჩოს წარმომადგენელს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდება სხდომის თარგმანი. ფაქტობრივად მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები. 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – …

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას. „ბათუმელები“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, …

უკრაინაში რუსეთის თავდასხმას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის 1 წლის ბავშვი

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე რუსული შეიარაღებული ძალების დრონით თავდასხმას ემსხვერპლა ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსის ოჯახი – ცოლი და 2 შვილი. „მისი ოჯახი დაიღუპა. მისი ცოლი, ქალიშვილი, პოლიციის პატრულის თანამშრომელი და მისი ერთი წლის ვაჟი“, –  წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკო ტელეგრამზე. დღეს, 5 ივნისს, უკრაინის ქალაქ პრილუკიში რუსეთის  თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი …

უკრაინამ ყირიმის ხიდს წყალქვეშ დაარტყა – კიდევ ერთი სპეცოპერაცია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ ახალი უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს და ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს, ამჯერად წყალქვეშ. „ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა. უშიშროების სამსახურმა ამ უკანონო ობიექტის სვეტები დანაღმა, დღეს კი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. წყალქვეშა საყრდენი სვეტები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული – ამას ხელი შეუწყო 1100 კგ აფეთქებამ ტროტილის ეკვივალენტში. …

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი გოგეშვილი პროკურატურამ დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის 136 თანამშრომელი დააჯილდოვა „სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“ 30 მაისს, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით. დაჯილდოებულთა შორისაა თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი. პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის კიდევ ერთ პროკურორთან, ვლადიმერ თურმანიძესთან ერთად, ესტონეთის მიერაა სანქცირებული. ასევე, დაჯილდოებულნი არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები, რომელთა უმეტესობა სანქცირებულია …

„ლუკა პოლიტპატიმარია“ – მოსამართლეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაახვედრეს

„ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“ – ეს წარწერა დღეს, 2 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იმ აუდიტორიის დაფაზე დატოვეს სტუდენტებმა, სადაც მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი ლექციას ატარებს. გულიკო კაჟაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 27 მაისს. ბსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტმა, არჩილ ბერიძემ, რომელიც ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, დღეს, 2 …

კობახიძე და ორბანი ერთმანეთს აქებენ -„ოცნების“ პრემიერის ვიზიტი უნგრეთში

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე უნგრეთში იმყოფება, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან „მამაცობისთვის“ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს და განაცხადა, რომ მას „ყველა უნდა ადიდებდეს“. „დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენ წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და …

„ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები“ – კობახიძე კვლავ გერმანიის ელჩს აკრიტიკებს

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აკრიტიკებს, რომელიც 16 მაისს, ბათუმში დაესწრო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს. ამის შესახებ კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა 28 მაისს. ამავე დროს, კობახიძემ ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, როცა გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და გამოირჩევა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროევროპული აქციების …

ვინ არის მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც ლუკა ნაცვლიშვილი მეორედ დააპატიმრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც დღეს, 27 მაისს, სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2022 წლიდან მუშაობს. ამ მოსამართლემ წელს უკვე მეორედ შეუფარდა 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ლუკა ნაცვლიშვილის საქმე გულიკო კაჟაშვილმა პირველად 2025 წლის 14 იანვარს განიხილა კიდევ ერთ სტუდენტ, ელიზბარ ჩხიკვაძის საქმესთან ერთად. მაშინ …

შსს ამბობს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით

26 მაისს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული მუხლებით დააკავეს – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 [პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] და 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლებით. ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ვიდეოკადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო. „რის გამო მაკავებთ?“ – კადრებში ჩანს, როგორ ეკითხება დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს, თუმცა იგი პასუხს ვერ …

„რის გამო მაკავებთ?“ – ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს

26 მაისს, ღამით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა. მისი დაკავების ვიდეოკადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო. „რის გამო მაკავებთ?“ – კადრებში ჩანს, როგორ ეკითხება დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს, თუმცა იგი პასუხს ვერ იღებს, ისე აიძულებენ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომას. „ბათუმელები“ შს სამინისტროდან ელოდება ინფორმაციას, რის საფუძველზეა დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი. ამჟამად ბათუმის …

„წერილი მზიას“ – თბილისში მზია ამაღლობელისათვის წერილებს აგროვებენ

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ორგანიზაცია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ცისფერი გალერეის წინ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი ინიციატივით წარსდგა. „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი კუთხე მოაწყო, სადაც მოქალაქეები მზია ამაღლობელისათვის გასაგზავნ წერილებს წერენ. დღეს, 26 მაისს, გაზეთი „ბათუმელები“ 24 წლის გახდა. „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს გამოვიდა. …

როგორ გამოეხმაურა პაპუაშვილი მერცის, მაკრონისა და ტუსკის განცხადებას

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას „სამარცხვინო თავდასხმას“ უწოდებს. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“ – წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე. დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკმა და გერმანიის …

მარიამ სიჭინავა ზუგდიდის სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  ნინო ჭაბუკიანმა დღეს, 23 მაისს, 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა – მას „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „დამაჯარიმეს 4000 ლარით“ – წერს მარიამ სიჭინავა ფეისბუქზე და იქვე დასძენს, რომ მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა დარბაზიდან გააძევა შეძახილის – „ოლეე, ოლას!“ გამო. ასევე, ზარქუას საჩივრის საფუძველზე დღეს ზუგდიდის სასამართლომ …

დაზვერვა სუს-თან ერთიანდება – „მსგავსი მოდელი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში“

„სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების მცდელობა“ – ასე უწოდებს ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებს, რომელთა მიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურის ქვემდებარეობაში გადადის. ამასთან, ცვლილებები შედის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და ის სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა. ორგანიზაციის მიერ დღეს, 21 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში მიმოხილულია …

„ოცნების“ ახალი კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ანალიზს. აღნიშნული კანონი პირველი ივნისიდან შედის ძალაში. საია წერს: „2025 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“. კანონის ტექსტი თითქმის ამერიკული FARA-ს იდენტურია, თუმცა შინაარსი და დანიშნულება ქართულ რეალობაში სრულიად იცვლება. ამერიკაში ეს კანონი მიზანმიმართულად არ ვრცელდება …

პაპუაშვილი გააღიზიანა გერმანიის ელჩის დასწრებამ მზია ამაღლობელის პროცესზე

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ აკრიტიკებს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს. ამჯერად პაპუაშვილი უკმაყოფილოა, რომ პეტერ ფიშერი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო ბათუმში და „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა პლაკატის ფონზე  – „თავისუფლება მზიას“. მცდარია პაპუაშვილის განცხადება, რომ „გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება“. პეტერ ფიშერთან …

გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ბათუმში

დღეს, 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში. ბათუმის სასამართლოში დღეს მივიდნენ: პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ასევე ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის პროცესზე …

„მე განვიცადე ტკივილი“ – ბათუმის პოლიციის უფროსი ქალის გაწნულ სილაზე

დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენებას აძლევს ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. დგებუაძე აცხადებს, რომ 2025 წელის 12 იანვარს, საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელის სილამ მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ლოყა და ყური გაუწითლა. დღეს, სასამართლო პროცესზე, დგებუაძემ კიდე ერთხელ გაიმეორა ეს. „ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში, …

გრიგოლ ბესელია კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს. ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის …

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ მის სახლთან სროლა იყო – „ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 3 მაისს, გამთენიისას, მის სახლთან დაპირისპირება და სროლა იყო. „სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია… ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4:20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი …

კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებებზე მივმართავთ სასამართლოს – მზია ამაღლობელის ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლითაც კობახიძე მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას ლახავს, სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა დღეს, 2 მაისს. „ეს განცხადებები, გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩვენ ამ ცილისმწამებლურ და მისი უფლებების შემლახველ …

სასამართლო იწყებს რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების სარჩელის განხილვას – მედიამბუდსმენი

„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, 28 აპრილს, ორშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო დაიწყებს ე.წ. რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტის და ოპერატორის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვას. სარჩელი უკავშირდება 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავთა მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს. მოსარჩელები ითხოვენ პოლიციის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება. „აღსანიშნავია, რომ …

„მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აახლებს კამპანიას, რომელიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით წამოიწყო. „დღეს მეასე დღეა, რაც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი მზია ამაღლობელი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, დამფუძნებელი და დირექტორი გამოცემებისა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, პატიმრობაში იმყოფება.მზიას დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ …

რომის პაპი გარდაიცვალა – ვატიკანი

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. რომის პაპი გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ვატიკანის რეზიდენციაში. რომის პაპს 2025 წლის თებერვალში დაუსვეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. ვატიკანის ცნობით, იგი კლინიკაში 38 დღის განმავლობაში იყოფებოდა, შემდეგ კი პაპი დაბრუნდა ვატიკანის რეზიდენციაში, კაზა სანტა მარტაში, სადაც ის გარდაიცვალა. პაპის დაკრძალვის წესი რომის პაპმა …

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, ეხმიანება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს მზია ამაღლობელის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. გუშინდელი …

„ტვ 25“ იყიდება – ტელეარხი განცხადებას ავრცელებს

ადგილობრივი მედია „ტვ 25“ იყიდება. ამის შესახებ განცხადება ტელეარხის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ფეისბუქზე. „ტვ25 -ის სპეციალური განცხადება! პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით “ტვ25”-ის 100%-იანი წილი იყიდება!“ – წერია განცხადებაში. საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ტვ 25“ -ის წილებს ფლობენ გიორგი სურმანიძე [49%] და ჯემალ ვერძაძე [51%]. 2025 წლის 20 იანვარს არხმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2025 წლის …

თემურ ქათამაძე სასამართლოს რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს ქორწინებისთვის

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე სასამართლოსგან ითხოვს რამდენიმე საათით გათავისუფლებას რელიგიური ქორწინებისთვის. მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტმა ამ რიტუალის ცენტრში ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა. „5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია. ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის …

მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს, გამოძიება არაეფექტურია – საია

მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სხვა ადვოკატებთან ერთად იცავს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის უფლებებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან …

ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაში მონაწილე 11 პოლიციელი

ლიეტუვამ დაასანქცირა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე 11 პოლიციელი. მათ შორის არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე. სანქცირებულნი არიან მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას. სიაში არიან: გრიგოლ ბესელია …

არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა

დღეს, 7 აპრილს, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა, 12 ხმით, დაამტკიცა. არალეგიტიმურმა საბჭომ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარა კენჭი. მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დარჩა, თანამდებობა შეინარჩუნა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ყველა მინისტრმა. დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა – სხდომაზე არ …

Exit mobile version