მთავარი,სიახლეები

რუსმა სამხედრომ უკრაინაში უიარაღო მოქალაქის დახვრეტა აღიარა

18.05.2022
რუსმა სამხედრომ უკრაინაში უიარაღო მოქალაქის დახვრეტა აღიარა

რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა, აღიარა, რომ მან  სუმის ოლქში უიარაღო მოქალაქე დახვრიტა.

სასამართლო სხდომის დეტალებს „უნიანიავრცელებს. მას შემდეგ, რაც პროკურორმა მოკლე საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, შიშიმარინმა დაადასტურა, რომ ის დანაშაულს სრულად აღიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა ამ საქმეზე ჩვენებაც მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 28 თებერვალს სუმის ოლქში, ჩუპახოვკაში, კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა თავში 62 წლის მოქალაქეს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. კაცი ადგილზე დაიღუპა.

შიშიმარინს სასჯელის სახით ემუქრება 10 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე. ის პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინულმა მართლმსაჯულებამ გაასამართლა.

ვადიმ შიშიმარინი ასევე ერთ-ერთი პირველი სამხედროა, რომელმაც აღიარა, რომ სუმის ოლქში მშვიდობიან მოსახლეობას ესროდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 4 მაისს წერდა სააგენტო „უნიანი.

მისი საქმე სასამართლოს 11 მაისს გადაეცა.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი უკრაინაში 24 თებერვლიდან იმყოფებოდა. როგორც მან უკრაინის უშიშროების სამსახურს უთხრა, ომში იმისთვის წავიდა, რომ „დედამისს მატერიალურად დახმარებოდა“. უკრაინელმა სამხედროებმა ის მაშინ შეიპყრეს, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქს ტოვებდნენ.

მთავარი ფოტო: ვადიმ შიშიმარინი სასამართლო პროცესზე/სააგენტო „უნიანი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: