უკრაინის უშიშროების სამსახური აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ კონტრაქტზე მომუშავე რუსი სამხედროები შეტევაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
„დონეცკის ოლქში რუსმა კონტრაქტორებმა ლამის ჩაცხრილეს თავიანთი გენერალი (ოლქის მეთაური, ვალერი სოლოდჩუკი), რომელიც ადგილზე ბუნტის ჩასახშობად მივიდა და აიძულებდა სამხედროებს, ბრძოლა გაეგრძელებინათ“, – წერს უკრაინის უშიშროების სამსახური.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერში სამხედრო ეუბნება ცოლს, რომ მათი 600-კაციანი ბრიგადიდან მესამედიღაა დარჩენილი, აღარც შეიარაღება და გადაადგილების საშუალებები აქვთ:
- გუშინ ღამით მოვიდა მეთაური.
- ასეულის მეთაური?
- არა, რა ასეულის, ოლქის. კითხვები დაუსვეს, ვისაც კონტრაქტი ეწურებოდა. მე მეკითხება, კონტრაქტით რამდენი ხანი დაგრჩაო. მეთქი, ასე ოცი დღე, ჰოდა, ოცი დღე გაქვს, რომ აქ ამოგხდეს სულიო, მიპასუხა.
- ეგ რა, გამო****და?
- აი, ეგრე. მერე ყველამ უარი თქვა შეტევაზე. სრული სიგიჟეა. ჩვენ მთელი ბრიგადიდან, 600 კაციდან, 215 კაცი დავრჩით.
- ამის დედაც… ეგ რა გამო**** ბულია
- მთელი ბრიგადა უარზე იყო. იმან დაიწყო იარაღის ქნევა, სროლა „მე გეუბნებით, გაგანადგურებთ, თქვენი დედაც… თუ არ წახვალთ! მერე ერთ ბიჭს ეუბნება „წადი რო გეუბნები!“ იმან კიდე ყუმბარა ამოიღო, დამცავი გამოაძრო და ეუბნება „მიდი, მესროლე, ერთად ავფეთქდებით.“ სპეცრაზმელებმა იარაღი მოგვიშვირეს, ჩვენც მივუშვირეთ. მოკლედ, ლამის გადავცხრილეთ ერთმანეთი. ბოლოს ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა.
- ნა***უი, წამოდი სახლში უკვე!
მეც ეგრე ვფიქრობ, ამის მერე საერთოდ აქ გაჩერება აღარ მინდა, ნა*უი.. მეუბნება, ოცი დღე გაქვსო - რა გვარია?
- სოლოდჩუკი, გენერალ-პოლკოვნიკი სოლოდჩუკი.
- სვოლოჩუკი?
- სო-ლოდ-ჩუ-კი, გენერალ-პოლკოვნიკი
- პი****სტი, ***
- სულ გამო***ვდა ეგ თქვენი სოლოდჩუკ-ვოლოჩუკი
- ჩვენს ბრიგადას უკვე აღარაფრის აღება აღარ შეუძლია, აღარაფერი შეუძლია. ყველაფერი განადგურებულია, არც პირადი შემადგენლობაა, არაფერი. შეიარაღებიდანაც აღარაფერი დაგვრჩა. 20 მანქანიდან მხოლოდ სამი ვარგა.
“უკრაინსკა პრავდას” ცნობით, უშიშროების სამსახურმა მანამდე გამოაცხადა ცხელი ხაზის ნომრები რუსი სამხედროებისთვის, მათთვის, ვისაც ბრძოლაზე უარის თქმა სურს და გამოსავალს ეძებს.
მაისის ბოლოს სრულდება პუტინის რეჟიმის მიერ გამოცხადებული ე.წ. სპეცოპერაციისთვის დადგენილი 90-დღიანი ვადა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტრაქტორებს შეუძლიათ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კანონიერად დატოვონ სამსახური.
მთავარი ფოტო: გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი სოლოდჩუკი. ფოტო/zhzh.info