„მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების მხსნელები შვილები არიან. შვილები, რომლებმაც განათლება მიიღეს, ახლა ვალდებულნი არიან, თავიანთ დედებს დაეხმარონ,” – ასე მიიჩნევენ ზემო აჭარაში მცხოვრები გოგოები. ახლა გოგოები გამოწვევის წინაშე დგანან – ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ხარისხიანი, მათთვის სასურველი განათლებისათვის, დასაქმებისათვის. გოგოებს მიაჩნიათ, რომ განათლება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომ განათლების გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ და ვერ განვითარდებიან. ნახეთ ხუთი …
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
„რატომ ვერ ვისწავლე“ – ქალები მთიდან
„განათლება ერთადერთი სტიმულია ქალის ცხოვრებაში. განათლება აძლევს ქალს იმის საშუალებას, რომ უფრო თამამი იყოს. განათლებული ადამიანი უფრო კულტურულია,“ – ასე ფიქრობენ ქალები, რომლებმაც სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული წინაღობების გამო განათლების მიღება ვერ მოახერხეს. ამ ფოტორეპორტაჟის გმირებიდან რამდენიმემ არათუ საშუალო სკოლა დაამთავრა, არამედ სრული საბაზო განათლებაც ვერ მიიღო. ისინი იმ ეპოქაში დაიბადნენ, როცა საკითხს, მიეღო თუ …
ხანძარი ბათუმში – დამწვარია ათი მაღაზია
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათამდე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ხანძარი 30 აგვისტოს, დილის ორი საათზე გაჩნდა. მის ჩაქრობას ათი სახანძრო მანქანა და 65 მეხანძრე მაშველი ორ საათზე მეტ ხანს ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მის გვერდით მდებარე სხვა მაღაზიებს მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ …
თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები და ფასი
2018 წლის 6 თვის მონაცემებით, თურქეთის საზღვარი მილიონზე მეტჯერ გადაკვეთეს საქართველოს მოქალაქეებმა.ისინი თურქეთში სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ ან დასასვენებლად მიდიან. ბოლო პერიოდში „ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ მომართა შეკითხვით, თუ როგორ შეიძლება ე.წ. დეპორტის მოხსნა და რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო. ვიზა და დეპორტის მოხსნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში უვიზოდ მგზავრობენ, დეპორტის მოხსნის დროს აუცილებელია ვიზის მიღება. …
Continue reading “თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები და ფასი”
ბათუმში Kid Jesus-ის და სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართება
6 სექტემბერს ბათუმში KID Jesus-ი და სიმებიანი კვარტეტი კლასიკური მუსიკის სინთეზით ექსპერიმენტულ ინდი როკ კონცერტს გამართავენ. “ინდი როკის შესრულება კლასიკური მუსიკის აკომპანირებით ქმნის განსაკუთრებულ და სპეციფიკურ ჟღერადობას, რის გამოც გადაწყდა ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ასევე, KID Jesus-ი შეასრულებს რამდენიმე კომპოზიციას ახალი ალბომიდან, რომელიც სამომავლოდ ვინილის სახით გამოვა,” – ნათქვამია პროექტის ორგანიზატორის, “EREDELI-ს” მიერ გავრცელებულ რელიზში. პროექტის მხარდამჭერი აჭარის …
Continue reading “ბათუმში Kid Jesus-ის და სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართება”
60 წელი ერთად – აჭარელი ცოლ-ქმრის ქორწინების ისტორია
აიშე და ოთარ აბაშიძეები 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. ისინი შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, გორგიულის უბანში ცხოვრობენ. 17 წლისანი იყვნენ, როცა ერთმანეთი მთაში გაიცნეს, შეუყვარდათ და მალე გაიპარნენ კიდეც. ექვსი შვილი ჰყავთ და „იმდენი შვილიშვილი, რომ ვერ დათვლი“. „ისე გავატარეთ ცხოვრება, ერთმანეთისთვის რამე არ გვიწყენინებია. ისე დავბერდით, რომ ყველას უკვირიან ჩვენი თავი. ბაღნებიც კაი მყავს, რძლებიც კარგი …
Continue reading “60 წელი ერთად – აჭარელი ცოლ-ქმრის ქორწინების ისტორია”
5 ქართული კერძი, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე ხშირად დაპოსტეს
ხაჭაპური – 17.9 %, ხინკალი – 15. 74 %, ჩურჩხელა – 8.11 %, აჭარული ხაჭაპური – 2.59 %, მწვადი – 2.95 % – ასე გამოიყურება ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ქართული კერძების პირველი ხუთეული. მონაცემები ტურისტების მიერ ინსტაგრამზე დაპოსტილი ფოტოებიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეაგროვა. Emotions are Georgia – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კამპანიაა. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული …
Continue reading “5 ქართული კერძი, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე ხშირად დაპოსტეს”
დღეს ბათუმში LOUDspeakers კონცერტს გამართავს – დასწრება უფასოა
დღეს, 11 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ფესტივალ Black Sea Sound-ი კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ. ევროპის მოედანზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება მოუსმინოს შემდეგ ჯგუფებს: Melomaniakk , Groovephonics, Sound lab, Giorgi Putkaradze, Bedford Falls, ASEA SOOL, LOUDspeakers. პროექტის ორგანიზატორია “ერედელი”. პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტსო. პროექტის პარტნიორები ასევე არიან Funday Entertainment და წიგნები ბათუმში / Books in Batumi. …
Continue reading “დღეს ბათუმში LOUDspeakers კონცერტს გამართავს – დასწრება უფასოა”
როგორ ერთობიან ბავშვები დატბორილ ქალაქში [ფოტორეპორტაჟი]
10 აგვისტოს ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა დატბორა. დატბორილ ქუჩებს შორის იყო 26 მაისის ქუჩაც, რომელიც ბავშვებმა სათამაშო მოედნად აქციეს. სანამ “ბათუმის წყლის” თანამშრომლები ქუჩას წყლისგან დაცლიდნენ, ბავშვებმა სერფინგის დაფით ისეირნეს, ზოგიერთმა კი პატრულის როლი შეითავსა და მძღოლებს აფრთხილებდნენ დაზიანებული გზის შესახებ.
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
მომდევნო 2 დღის განმავლობაში ბათუმში ღამის და დილის საათებში დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექაა მოსალოდნელი. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, ღამის პირველ ნახევარში ზოგან შესაძლებელია ძლიერი ელვა-ჭექა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ათობით ქუჩა დაიტბორა [ფოტო]
ბათუმში დილიდან წვიმს. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია თითქმის მთელი ქალაქი. ფეხით გადაადგილება ჭირს ათობით ქუჩაზე. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დატბორილი ბათუმიდან.
sHEROes – ამბავი აგვისტოს ომის გმირ ქალებზე
დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, sHEROes პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე ფოტოწიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. sHEROes – არის ამბავი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და მოგვითხრობს ქალებზე, რომელთაც ეს ომი სხვადასხვა ფორმით შეეხო. ქალებზე, რომლებმაც ომის მიუხედავად საკუთარი სოფლები არ დატოვეს …
Continue reading “sHEROes – ამბავი აგვისტოს ომის გმირ ქალებზე”
აგვისტოს წვიმიანი ბათუმი (ფოტო)
წინა წლისგან განსხვავებით წელს ბათუმში აგვისტოს თვე უხვნალექიანი აღმოჩნდა. გასული 9 დღიდან 5 დღე წვიმდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აგვისტოს წვიმიანი ბათუმიდან.
სარფის საბაჟოზე ავტოტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს
სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ავტოტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ამ დროისთვის [8 აგვისტო; 16:40სთ] საბაჟოზე ათობით მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი დგას. როგორც “ბათუმელებს” საქართველოს შემოსავლების სამსახურში უთხრეს, შეფერხება თურქულ მხარეს არსებულმა პროგრამულმა ხარვეზმა გამოიწვია, რის გამოც ნახევარი საათის განმავლობაში სრულად იყო შეწყვეტილი ავტომობილების გატარება. შემოსავლების სამსახური: “სრული შეზღუდვა იყო ორივე მხრიდან, რაც განპირობებული იყო თურქეთის მხარის პროგრამული ხარვეზებით. …
Continue reading “სარფის საბაჟოზე ავტოტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს”
ბათუმის „შერატონი“: სასტუმროს მეხი არ დასცემია
ბათუმში მდებარე სასტუმრო „შერატონს“ მეხი დაეცა – ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გაავრცელა. მომღერალი ბათუმში სოლოკონცერტის გასამართად ჩამოვიდა. სცენის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც 3 აგვისტოს, საღამოს, მომღერალმა კონცერტი უნდა ჩაატაროს, ფეისბუქლაივით ჩაერთო, რა დროსაც თქვა: “დილის ცხრა საათზე გავიღვიძე ჭექა-ქუხილისგან, შერატონს დაეცა მეხი, ლიფტებიც კი გაითიშა და ჩამოვედით სათადარიგო ლიფტებით”. “ბათუმელებმა” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმრო „შერატონს“ …
Continue reading “ბათუმის „შერატონი“: სასტუმროს მეხი არ დასცემია”
საგანგებო: აკრძალულია ბანაობა გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე
დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, სამბალიან შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, აკრძალულია ბანაობა გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე, სადაც წითელი ალმებია აღმართული. რაც შეეხება ბათუმს, დილით ძლიერი წვიმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალული იყო. ამ დროისთვის [12:00] ზღვა მშვიდია და ბანაობა დასაშვებია.
რატომ არ მისცეს კაფე „ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება
ბათუმში, ევროპის მოედანთან ახლოს, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ვინილს“ ბათუმის მერიამ კაფეს წინ მაგიდების დადგმის უფლება არ მისცა. შესაბამისი თხოვნით კაფეს მენეჯერმა, ლევან ხუჯაძემ, მერიას 11 ივლისს მიმართა, პასუხად კი მერიიდან უარი მიიღო. დუმბაძის ქუჩის მიმდებარედ მაგიდები ქუჩაში გამოტანილი აქვს კაფე “მედეასაც”, იქვე, ევროპის მოედანზე, მდებარეობს მაკდონალდსის ახალი ფილიალიც, რომელმაც ფეხით მოსიარულეთა გზა სრულად აითვისა, …
Continue reading “რატომ არ მისცეს კაფე „ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება”
ხე ზღვაში
დღეს, 2 აგვისტოს, გამთენიისას, მახინჯაურიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მორიგი ხე წაიღეს. ხის გადასატანი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარკვეული პერიოდით ჩაკეტილი იყო ბათუმში შემოსასვლელი ცენტრალური გზა.
მულტიკულტურული ფესტივალი ბათუმში [ფოტო, ვიდეო]
31 ივლისს ბათუმის ბულვარში ეთნიკურ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბათუმში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მიიღეს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გერმანული, ბერძნული, უკრაინული, ებრაული, სომხური დიასპორებისა და აჭარის აფხაზური გაერთიანების ნაციონალური კერძები, ფოტოსურათები, სამოსი და სხვა ნივთები, რომლებიც ასოცირდება თითოეულ ეროვნებასთან. “შეიძლება ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს. მნიშვნელოვანი იყო ეს ფესტივალი ჩვენთვის, ურთიერთობების განმტკიცებისათვის,” …
Continue reading “მულტიკულტურული ფესტივალი ბათუმში [ფოტო, ვიდეო]”
10 წელი აგვისტოს ომიდან – დისკუსია და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია ბსუ-ში
9 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია გაიმართება. დისკუსია და წიგნის პრეზენტაცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორიები არიან ბსუ და გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”. წიგნის ავტორები მწერალი სალომე ბენიძე და ფოტოგრაფი დინა ოგანოვა წარადგენენ ფოტოწიგნს “(S)hero(es)”. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნი გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში“ გამოსცა. წიგნის მთავარი გმირები ის …
Continue reading “10 წელი აგვისტოს ომიდან – დისკუსია და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია ბსუ-ში”
ინტერნეტის რეაქცია მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 ივლისს, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. გთავაზობთ ინტერნეტის რეაქციას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. See more See more See more See more See more See more See more See more See more
ვის ეშინია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის – რიჟვაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
„ახალი მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება“ – თორნიკე რიჟვაძე“, – ამ სათაურით სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ 28 ივლისს გამოაქვეყნა, რამაც მუსლიმი საზოგადოების ერთ ნაწილში მღელვარება გამოიწვია. საპასუხოდ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „მისი [მეჩეთის] მშენებლობა მალე დაიწყება“. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზიამ ინტერვიუ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. „ბათუმელებმა“ სცადა აჭარის მთავრობის …
რეზერვისტებს სახელმწიფო წელიწადში 2760 ლარს გადაუხდის
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. პირველი აგვისტოდან საქართველოს სამ რეგიონში – კახეთში, აჭარასა და გურიაში მცხოვრებ 18-დან 50 წლამდე ასაკის პირებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საპილოტე პროგრამაში. “ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი …
Continue reading “რეზერვისტებს სახელმწიფო წელიწადში 2760 ლარს გადაუხდის”
ფრანების ფესტივალი ბათუმის პლაჟზე
დღეს, 28 ივლისს, ბათუმში ფრანების ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი წელს პირველად ტარდება და ორ დღეს გასტანს. დღეს, საღამოს 6 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია პლაჟზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს, მივიდეს და ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა. 29 ივლისს ფრანების ფესტივალი დღის 12 საათზე განახლდება და საღამომდე გაგრძელდება. ფესტივალის ორგანიზატორი Kitedreams Georgia -ა, გენერალური სპონსორი კი – აჭარის …
გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებნი თეთრი პეპლის წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარებას ითხოვენ
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობა ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვის. “ბათუმელებს” ფოტოები ამ ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მოაწოდა და დახმარება გვთხოვა. მოქალაქის თქმით, ქუჩაში ხეები, ასევე ეზოები ამერიკული თეთრი პეპლითაა დაფარული. ამაერიკული თეთრი პეპელა საკარანტინო მავნებელთა ნუსხაშია შეყვანილი – აზიანებს მოსავალს და ხეებს. მასთან ბრძოლა სურსათის უვნებლობის სამსახურს ევალება. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი ილია სირაბიძე ამბობს რომ …
მაშველებმა ოთხი ფრანგი ტურისტი ზღვიდან გამოიყვანეს
ბათუმში მაშველებმა ოთხ უცხოელი ტურისტს აღმოუჩინეს დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საფრანგეთის მოქალაქე ოთხი ტურისტი შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე ნაპირიდან 5 კილომეტრში კატარღით სეირნობდა, რა დროსაც კატარღა გაფუჭდა და ტურისტები ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამ დროისთვის ყველა ტურისტი გამოყვანილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში დაიდგმება
ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დაიდგმება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით აცნობა ქართული მარშის წევრს სანდრო ბრეგაძეს. „აქვე მოგახსენებთ, რომ ძეგლის აღმართვამდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს შერჩეულ ტერიტორიაზე მისი მოწყობის თაობაზე შესაბამისი საინფორმაციო დაფის განთავსებას,“ – ნათქვამია წერილში რომელსაც ხელს საკრებულოს განათლების, …
Continue reading “დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში დაიდგმება”
როგორ ებრძვიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში – „ლეგიონი“ ბათუმში
დაიცავი საქართველო საინფორმაციო ომში – ეს სლოგანი ეკუთვნის „საინფორმაციო თავდაცვით ლეგიონს“, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ნებაყოფლობით ეხმარებიან საინფორმაციო ომში. დღეს, 25 ივლისს, „ლეგიონი“ ბათუმელებს შეხვდა. ლეგიონის საინფორმაციო კამპანიის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ფართო საზოგადოება ჩაერთოს. შეიძლება ითქვას, ეს არის საინფორმაციო კამპანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. „ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ რუსული პროპაგანდის …
Continue reading “როგორ ებრძვიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში – „ლეგიონი“ ბათუმში”
თორნიკე რიჟვაძის ახალი განმარტება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში სიძულვილის შემცველი და ჰომოფობიური კამპანია მოჰყვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახური ამ საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „როგორც იცით, ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსენსუსი საზოგადოებისთვის. მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძის ახალი განმარტება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით “
სიცრუეა „ქართული მარშის“ ინფორმაცია, რომ ბათუმის მთავრობა აღმაშენებლის ძეგლს ვერ დგამს
ბათუმის მერიის განცხადებით, 12 აგვისტომდე გახდება ცნობილი, თუ სად დაიდგმება ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი. “ბათუმის მერიას და მერს დღის წესრიგში ჰქონდათ დავით აღმაშენებლის ძეგლი დადგმულიყო ქალაქში. გადაწყვეტილი იყო მერიის მხრიდან, რომ 12 აგვისტომდე მოხდებოდა იმ ადგილის დასახელება, თუ რა ტერიტორიაზე დაიდგმება ქალაქში დავით აღმაშენებლის ძეგლი. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა დარეკა ბათუმის მერიის ტელეფონზე …
Wyclef Jean შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე [ფოტო]
21 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალზე მსმენელის წინაშე რეპერი Wyclef Jean წარსდგა. გუშინდელი დღის მთავარმა ჰედლაინერმა გამოსვლა ქართული მრავალჟამიერით დაიწყო, მოგვიანებით კი კონცერტზე მყოფი ყველა ბავშვი სცენაზე მიიწვია და ორი საათის განმავლობაში მათთან ერთთად მღეროდა. კიდევ ერთი ადამიანი, ვისი სცენაზე გამოჩენაც მსმენელისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ბერა ივანიშვილი იყო. Wyclef Jean-მა ბერასთან ერთად მისი სიმღერა Parlez-Vous Français …
Continue reading “Wyclef Jean შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე [ფოტო]”
ფერების ფესტივალი ბათუმში
21 ივლისს ბათუმში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ფერადი კონცერტების სერიის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს. იმ დროს როცა ახალგაზრდები ერთმანეთს აფერადებდნენ, ანბანის კოშკთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მუსიკალური ბენდები გამოდიოდნენ. ფერადი კონცერტები დღეს, 22 ივლისს სრულდება. კონცერტზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება Melomaniakk-ს, ASEA SOOL-ს, MokuMoku-ს და Zaza-ს მოუსმინოს. პროექტის ორგანიზატორები არიან: EREDELI და Festival Of Colors …
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა
დღეს, 21 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა. 14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო ფარული კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს. რიგგარეშე სხდომას 21 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა. სხდომას არ ესწრებოდნენ: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ოქუაშვილი …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა”
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. უმაღლესის საბჭოს დეპუტატმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჰკითხა: „როცა თქვით, რომ მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს, რა იგულისხმეთ ქართულ ფულში, იქნებ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ მეჩეთის შესახებ – თუ არის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს”
ბათუმის თევზის ბაზარში შავი ზღვის ხამანწკები დაბრუნდნენ
გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიჩნეული შავი ზღვის ხამანწკა ბათუმის თევზის ბაზარში დაბრუნდა და კილოგრამი 30 ლარად იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა. გუჩმანიძის თქმით, ბოლო 45 წლის განმავლობაში, შავი ზღვის ხამანწკა პირველად 2016 წელს აღმოაჩინეს. სახეობა იმდენად გამრავლდა რომ უკვე მისი ბაზარში …
Continue reading “ბათუმის თევზის ბაზარში შავი ზღვის ხამანწკები დაბრუნდნენ”
ბათუმში ფერადი კონცერტები დაიწყო
20 ივლისს ბათუმში ფერადი კონცერტების სერია დაიწყო. კონცერტი საღამოს რვა საათზე ბათუმურმა ჯგუფმა Black Sea-მ გახსნა. მოგვიანებით სცენაზე Sound lab და Killages გამოვიდა და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. საღამო ლაშა გურულის სეტით დაიხურა. ფერადი კონცერტები ბათუმში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ანბანის კოშკთან სპეციალური სცენაა მოწყობილი, სადაც მუსიკალური ჯგუფები გამოდიან. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. …