აკა მორჩილაძე: ქართველი მწერალი დღესაც შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს

9 ოქტომბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა. 2018 წელს საქართველო წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა. გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკა მორჩილაძემ. მწერალმა ისაუბრა ქართულ ანბანზე, ქართულ კულტურასა და ქართული მწერლობის ბედზე. გთავაზობთ აკა მორჩილაძის გამოსვლის სრულ ტექსტს.  აკა მორჩილაძე, მწერალი:  “მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვიმყოფები, ისაა, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო …

დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან (ფოტოამბები)

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, მეცხრე შესახვევი, ყოფილი 25-ე ბატალიონი – ეს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთა დასახლებაში მცხოვრები 200-ზე მეტი ბავშვის ოფიციალური მისამართია. მათი მშობლები მეექვსე წელია, რაც ამ ადგილას დასახლდნენ. ზოგი სიღარიბეს, ზოგი უსახლკარობას, ზოგიც მეწყერს გამოექცა და ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ქოხი ააშენა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, …

ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ექსპორტი 13 %-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ) გავიდა ექსპორტზე, რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია.ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  22% …

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჯაში დაინიშნა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ლევან ჯაში დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო. ლევან ჯაში თორნიკე რიჟვაძეს რჩევებს საზოგადოებასთან ურთიერთობების და სოციალურ საკითხებში აძლევდა. ლევან ჯაში 2013-2016 წლებში არჩილ ხაბაძის თანაშემწედ მუშაობდა. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადის“ დამფუძნებელი და დირექტორია. პოლიტიკური ოპოზიცია ამ ორგანიზაციას ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციად მოიხსენიებდა. ამავე თემაზე: …

272 დღე ხელფასის გარეშე – მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არ იცის როდის და როგორ გადაწყდება ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის – „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟის ბედი. 6-კაციანი ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს 272-ე დღეა ელოდება. “ბათუმელებმა” მეზღვაურთა პრობლემების შესახებ 25 სექტემბერს მოამზადა მასალა. ოფიციალური უწყებებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გემთმფლობელი დავალიანების გასასტუმრებლად ვადას სექტემბრის ბოლომდე ითხოვდა. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, გემთმფლობელი ისევ …

საქართველოს ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიისა და ავსტრიის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა იქნება. იგი 2014 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) კი, საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი იქნება. კანდელაკი …

ავარია ქობულეთში – სამგზავრო ავტობუსი ავტომობილს დაეჯახა

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის გზაზე სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტობუსი ბათუმი-ქობულეთის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაა დაწყებული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

რუსეთის დელეგაციის პროვოკაცია ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადაზე – რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე ისაა, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს, ბათუმში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ყრილობის მონაწილეებს  მსოფლიო რუკა დაურიგეს, რომელზეც საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების გარეშე იყო დატანილი. როგორც ცნობილი გახდა, გასაშლელი რუკა რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკის [ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგისცენტრი]. დელეგაციის მიერ დარიგებულ …

საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე უცნობმა პირმა მსოფლიო რუკა დაარიგა, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარეშე იყო დატანილი. ინციდენტი გუშინ,  3 ოქტომბერს,  ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს მოხდა. რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიადაა მოხსენიებული. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, რუკაზე არსებული შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა რუკები ადრესატებს ჩამოართვა. თვითმხილველმა და …

ინგლისურ ენაზე თარგმნილი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია ბათუმში

5 ოქტომბერს, 19 საათზე, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” ქართველი მწერლების ინგლისურ ენაზე თარგმნილი ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართება. “კარს მიღმა” – ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც  ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა და აკა მორჩილაძის მოთხრობები და პიესებია შესული.  ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელმა სტუდენტებმა თარგმნეს. წიგნის რედაქტორი ლია ჩოკოშვილია, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია …

სოციალურად დაუცველების აქცია ქობულეთში – სააგენტოს პოლიცია იცავს

ქობულეთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობას ამ წუთებში [10:51 საათი, 3 ოქტომბერი] პოლიცია იცავს. სააგენტოს შენობის წინ სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ, ისინი სოციალური სააგენტოს უფროსთან, თემურ ჭანტურიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე, სურთ სააგენტოს უფროსმა პირადად შეამოწმოს, თუ რა პირობებში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები. “სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი პოლიციით იცავს თავს ხალხისგან და აყენებს შეურაცხყოფას,” – უთხრა ბათუმელებს აქციის …

კორეაში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა

სეულში, სამხრეთ კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსტიტეტში, ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა.  ქართული ენის კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ოთარ ბერეჟიანი გაუძღვება. “ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება,” – ნათქვამია კორეაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში. კორეაში საქართველოს საელჩოს ცნობით, …

რატომ დატოვა სახელმწიფომ 17 ბავშვი და მათი ოჯახები შემწეობის გარეშე

ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ში, ძველის სკოლის შენობაში მცხოვრებ ექვს ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური შემწეობა შეუჩერა. ოჯახებში ამბობენ, რომ მათთვის შემწეობა იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელსაც საკვების შესაძენად  და გადასახადების გადასახდელად იყენებდნენ. ხათუნა მიქელაძე მარტოხელა დედაა. სოციალური შემწეობით მიღებული 90 ლარი მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ოთახში, რომელშიც ხათუნა ცხოვრობს, იატაკი ამოყრილია, ორ ფანჯარაზე კი …

შრომითი მიგრაციის შეთანხმება ისრაელთან – „არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“

2018 წლის პირველი იანვრიდან 28 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 9 500-მა მოქალაქემ გადაკვეთა ისრაელის საზღვარი. იმავე პერიოდში დაახლოებით 9 222-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ისრაელის ტერიტორია, ხოლო ისრაელში შესვლაზე უარი საქართველოს 2 000 მოქალაქეს უთხრეს. საზღვარზე უარის თქმის დაბალი მაჩვენებელი, ისრაელში არალეგალურად დარჩენილი ნაკლები საქართველოს მოქალაქე და მათი ნებაყოფლობით დაბრუნება საქართველოში შეიძლება გახდეს წინაპირობა, რომლის საფუძველზეც ორ …

რა სჭირდება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობისთვის

წინასწარი მონაცემებით, 28 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ  40-მდე ქვეყანაში გაიხსნება.  იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანის გაკეთება შეძლონ, მათ შესაბამის ქვეყანაში საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა ან საზღვარგარეთ რეგისტრაცია დასჭირდებათ. მათ, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას,  რეგისტრაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ. რეგისტრაციის გასავლელად რამდენიმე გზა არსებობს. კერძოდ, შეგიძლიათ მიმართოთ იმ სახელმწიფოში …

ბათუმის პორტში მდგარი ავარიული გემის ეკიპაჟი ხელფასს რვა თვეა ელოდება

ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს ელოდება. რვა თვეა მეზღვაურები უხელფასოდ მუშაობენ. გემზე საქართველოს სამი, ინდოეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქე იმყოფება. 7-კაციანი ეკიპაჟის შემადგენლობისთვის გემთმფლობელს დაახლოებით 32 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი. მეზღვაურები კუთვნილ ხელფასს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. გემთმფლობელმა დავალიანების დასაფარად ვადა თვის ბოლომდე ითხოვა. „იანვარში ავედი გემზე სტამბოლში. მშრალი …

“Why did I fail to study?” – women from the mountains

“Education is the only motivation in a woman’s life. Education enables a woman to be more daring. An educated person has more culture”, – think women, who failed to receive an education due to social, economic or cultural constraints. Some of the protagonists of this photo story lack not only high school level but basic …

რატომ დაამთხვია მერიამ კინოჩვენებას როკკონცერტი ევროპის მოედანზე – განმარტებები

20 სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF ) ფარგლებში გასამართი კინოჩვენება დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ევროპის მოედანზე მიმდინარე როკჯგუფ brainwashed-ის კონცერტი გახდა. სანამ კონცერტი არ დასრულდა, BIAFF -ის მენეჯმენტმა კინოჩვენების დაწყება ვერ შეძლო. კინოფესტივალის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ბათუმის მერიაა. ფესტივალის მენეჯერის ზვიად ელიზიანის თქმით, შვიდი წელია, რაც კინოფესტივალმა დახურულ ჩვენებებს დაამატა ღია …

რა შანსი აქვს მცირე საკრუიზო გემების ტურიზმს შავ ზღვაზე

„ბოლო სამი წლის განმავლობაში დიდი საკრუიზო გემები, რომლებიც  ხმელთაშუა და კარიბის ზღვას სერავენ და ევროპის გარშემო დაცურავენ, თითქმის გაქრნენ შავი ზღვიდან. ჩვენ ვფიქრობდით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებული მხარე შეგვეკრიბა და გვეფიქრა, როგორ გავაუმჯობესოთ შექმნილი სიტუაცია,“ – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ბათუმში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის) …

რა სჭირდებათ მეზღვაურებს გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმებისთვის – რეკომენდაციები

იმ მეზღვაურებს, რომლებსაც განათლება ქართულ საზღვაო სასწავლებლებში აქვთ მიღებული, 13 სექტემბრის შემდეგ საშუალება ეძლევათ გერმანულ და ხორვატიულ გემებზეც დასაქმდნენ.  ამიერიდან ქართული დიპლომით მსოფლიოს 47 ქვეყანაშია დასაქმება შესაძლებელი, აქედან 19 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. გერმანული და ხორვატიული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების  შესაძლებლობა მეზღვაურებს საზღვაო ფორუმზე ხელმოწერილი მემორანდუმით მიეცათ, რითაც ამ ორმა სახელმწიფომ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი …

ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატი გერმანიამ და ხორვატიამ აღიარეს

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმზე საქართველოს, გერმანიასა და ხორვატიას შორის  მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ, გერმანიასა და ხორვატიაში საზღვაო სფეროში დასაქმდნენ. „ახლახან მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების  მემორანდუმს, რომლის საშუალებითაც ქართველი ზღვაოსნები იმუშავებენ გერმანულ გემებზე, გერმანელ მეპატრონეებთან ან  იმ გემებზე, რომლებიც  გერმანული დროშის ქვეშ ცურავენ. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს სხვა …

20 ქალს საქართველოდან საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის გადაამზადებენ

საზღვაო სფეროში ქალების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მემორანდუმს მოეწერა ხელი. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციას, საქართველოს ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ოთხი მეზღვაური ქალის სახელობის ფონდის ჩამოყალიბებაა დაგეგმილი. ფონდი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი გოგოს სწავლას დააფინანსებს. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით …

საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

აჭარაში საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმზე განაცხადა. „აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დავაწესოთ მომავალი წლიდან იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან საზღვაო ბიზნესით და სერვისით. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. …

ბათუმის უფასო სასადილოებში 4 828 ადამიანი იკვებება – მერია დღეში ერთ პირზე 1.23 ლარს ხარჯავს

ბათუმში მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 6 %-ით გაიზარდა. ქალაქში მდებარე 6 უფასო სასადილოში ყოველდღიურად სადილს 4 828 ბენეფიციარი (1555 ოჯახი) იღებს. უფასო სასადილოებში იმ  მოქალაქეებს შეუძლიათ სადილობა,  რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ და ვისი ქულაც 60 ათასზე ნაკლებია. პროგრამით მოსარგებლეთა გარდა, სარეზერვო სიაში მყოფი 350 ელოდება თავის რიგს, თუ როდის შეძლებს უფასოდ …

დასაქმების პროგრამა IT სპეციალისტებისთვის ესტონეთში

ესტონეთი ქართველ IT სპეციალისტებს დასაქმების შანსს აძლევს. პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცხოვრებით და კარიერის გაგრძელებით, საშუალება ექნებათ საინფორმაციო ვიზიტით  ესტონეთს ეწვიონ. დასაქმების პროგრამა –  Career Hunt  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამყვან კომპანიებთან ერთად ხორციელდება და მიზნად IT სპეციალისტების მოძიებას ისახავს, რომლებსაც შემდგომ  შანსი ექნებათ ისეთ საერთაშორისო ცნობილ კომპანიებში დასაქმდნენ, როგორებიცაა: Taxify, Twilio, Microsoft-ი, Veriff-ი და …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მესამე მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. დეპარტამენტში მისი საქმიანობა საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებასა და სერვისების განვითარებას შეეხება. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ქრისტინე ძიძიგური პროფესიით სოციოლოგია და აქვს 7-წლიანი სამუშაო გამოცდილება  გაყიდვების მენეჯმენტისა და საერთაშორისო რეკლამის მიმართულებით. პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ქრისტინე ძიძიგური 2016-2017 წლებში იყო ამერიკული დიზაინ ტურისტული კომპანია „ნომად ჰილის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში;  …

თურქეთში ზღვაში დაკარგული ტრაილერის მძღოლის ცხედარი იპოვეს

ქემალფაშაში გუშინ, 9 სექტემბერს ზღვაში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე დღეს დილით მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. “საქართველოს მოქალაქის ცხედარი ნაპოვნი იქნა თურქი მყვინთავების მიერ,” – ნათქვამია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს მოქალაქე გუშინ დაახლოებით 13:30 საათზე გაუჩინარდა. ის  ტრაილერის მძღოლი იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოქალაქე ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 12 მყვინთავი და ორი …

საქართველოს მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ქემალფაშაში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა

თურქეთის დაბა ქემალფაშაში მაშველები ზღვაში შესულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს ცნობით, დაკარგული ტრაილერის მძღოლია, რომელიც დღეს, 9 სექტემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა. ინფორმაცია მძღოლის გაუჩინარების შესახებ საკონსულოს სხვა, თვითმხილველმა მძღოლებმა მიაწოდეს. “ჩვენ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამაშველო სამსახურებთან. ხოფას გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩართულია სამსახურების სრული რესურსი, აგრეთვე ქართველი და …

ექიმამდელი სამედიცინო დახმარება – ახალი პროგრამა მაღალმთიანეთში მცხოვრებთათვის

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაღალმთიანეთში მუდმივად მცხოვრები პირები გადამზადდებიან და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ისწავლიან. პირს, რომელიც მაღალმთიანეთში ცხოვრობს და აქვს სრული საშუალო განათლება, შეუძლია განაცხადი გააკეთოს პროგრამაში მონაწილეობაზე და მიიღოს განათლების ვაუჩერი. განათლების ვაუჩერით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის ღირებულება 525 ლარს შეადგენს და მოიცავს …

შსს მატჩზე დასწრების მსურველებს: გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდეთ

დღეს, 9 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. “გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის …

4-ბალიანი შტორმი შავ ზღვაზე – ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. სანაპიროზე განთავსებულ სამაშველო კოშკურებზე  წითელი ალმებია აღმართული.  ამ დროისათვის [9:50] ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია დაფიქსირებული.  ტალღების სიმაღლე კი 3 მეტრს აღწევს. 10 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე შავ ზღვაში  აკრძალულია ბანაობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გუშინ, 8 სექტემბერს, 4 საათნახევარში [12:00-16:30] მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 17 ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო სამსახური მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, …

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასული საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი ანაზღაურების გარეშე დაბრუნდა

ორდუს პროვინციაში, უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ათი დღე ელოდნენ კუთვნილ ხელფასს, საქართველოში თანხის გარეშე დაბრუნდნენ. მიუხედავად დაპირებისა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა. მოქალაქეებმა სარფის საზღვარი დღეს, 7 სექტემბერს, დილით გადმოკვეთეს. საქართველოს 17-მა მოქალაქემ, რომელიც ათი დღის მანძილზე ელოდნენ კუთვნილ ანაზღაურებას, დღეს, 7 სექტემბერს, დილით, სარფში საზღვარი გადმოკვეთა. ისინი თურქეთში, ორდუს პროვინციაში მუშაობდნენ. „პირველ აგვისტოს …

საქართველოს მოქალაქეებმა თურქ დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლეს

ორდუს პროვინციაში, უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მეათე დღეა კუთვნილ ხელფასს ელოდებიან, საქართველოში თანხის გარეშე ბრუნდებიან. მიუხედავად დაპირებისა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაეწიათ და უნიეს პროკურატურაში საქართველოს 17 მოქალაქის განცხადებაც შევიდა. თავდაპირველად უნიეში საქართველოს 28 მოქალაქე ითხოვდა კუთვნილი ხელფასის მიღებას. 4 სექტემბერს 11 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა, …

#3 ავტობუსის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, #3 მუნიციპალური სამარშრუტო ხაზის მარშრუტი შეიცვალა. “#3 ავტობუსი თამარის დასახლებიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: აბუსერიძის ქუჩა (კარფური), გრიბოედოვის ქუჩა, გორგილაძის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, თამარის დასახლება. უკუმიმართულება იქნება იგივე,” – ნათქვამია ავტოტრანსპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ორი ქართველი ავტორი გერმანულ ენაზე თარგმნილი საუკეთესო წიგნების ათეულში მოხვდა

ორი ქართველი ავტორის – რეზო ჭეიშვილისა და რუსკა ჟორჟოლიანის ნაწარმოებები გერმანულ ენაზე თარგმნილ „წლის საუკეთესო წიგნის“  ათეულში მოხვდა. Hotlist 2018-ის დამოუკიდებელი გერმანელი გამომცემლების პრესტიჟული პრემიაა. სხვადასხვა გერმანულმა გამომცემლობამ მასზე 2018 წელს 161 ავტორი წარადგინა, აქედან ჟიურიმ 30 შეარჩია, მოკლე სიაში კი მხოლოდ ათი მოხვდა – 7 ჟიურის და 3 ონლაინგამოკითხვის შედეგად. რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები“ …

„დამსაქმებელმა გადაგვაგდო“ – რა არ იციან მოქალაქეებმა თურქეთში ლეგალურად დასაქმებაზე

მერვე დღეა თურქეთის რესპუბლიკაში, ორდუს გუბერნიაში მდებარე დაბა უნიეში საქართველოს მოქალაქეები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ელიან. ისინი ამბობენ, რომ დამსაქმებელმა მოატყუა და კუთვნილი თანხა არ გადაუხადა. სამტრედიის სოფელ დაბლაგომიდან საქართველოს 28 მოქალაქე უნიეში სამუშაოდ პირველ აგვისტოს ჩავიდა. მათ დასაქმებაზე პასუხისმგებლობა თურქეთის მოქალაქემ, ვინმე რემზიმ აიღო. როგორც „ბათუმელებთან“ დასაქმებულები ყვებიან, რემზი მათ ფერმერებთან თხილის ბაღებში …

Exit mobile version