განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად განცხადებების რეგისტრაცია დაიწყო

02.03.2019
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად განცხადებების რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად ვებგვერდზე www.tprize.ge  განცხადებების რეგისტრაცია დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია1 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კონკურსანტთა შესარჩევი პროცესი დაიწყება. საუკეთესოს 18 წევრიანი  ჟიური გამოავლენს. ჟიურიში განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები შედიან.

2019 წელს წინა წლებისაგან განსხვავებით მასწავლებლების წარდგენა სკოლების გარდა ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ. გარდა ამისა, წელს ნებისმიერ პირს, ექნება საშუალება მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი.

შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე გადაიხედება აპლიკაციები, მეორე ეტაპზე გამოვლინდება საუკეთეოს ათეული,  ხოლო მესამე ეტაპზე უკვე გამარჯვებული გამოვლინდება. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

კონკურსი წელს მესამედ ტარდება. მისი ორგანიზატორია კოალიცია „განათლება ყველასათვის“. პროექტს მხარს უჭერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: