მთავარი,სიახლეები,სპორტი

4:2 – ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა

24.04.2019
4:2 –  ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა

დღეს, 24 აპრილს,  ბათუმის დინამომ ე.წ ქამბექით გასული წლის საქართველოს ჩემპიონი თბილისის “საბურთალო” 4:2 ანგარიშით დაამარცხა. საფეხბურტო მატჩში, რომელიც ბათუმში ანგისის სტადიონზე მიმდინარეობდა ბათუმის “დინამო”  თავდაპირველად აგებდა ანგარიშით 0:2. თუმცა დინამოელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და პირველი ტაიმი 3:2 ანგარიშით დამთავრდა. საბოლოოდ კი დინამოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის მიწურულს ტაბლოზე ანგარიში 4:2 იყო.

პირველ ტაიმის ანგარიში “საბურთალომ” გახსნა დიასამიძის გოლით, შემდეგ ბურთი მალევე როლოვიჩმა გაიტანა.  ბათუმის “დინამოს”  ფეხბურთელმა მამუჩაშვილმა სიტუაციის გამოსწორება შეძლო და ორი გოლი ზედიზედ გაუტანა საბურთალოელებს. მესამე გოლი პირველ ტაიმში ისევ დინამოელმა საბანაძემ გაიტანა. მეოთხე გოლი კი გაბრიელ რამოსის ანგარიშზეა.

ამ წუთებში [23:16} სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი საყვარელი გუნდის გამარჯვებას ზეიმობს.

ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა
ფოტო: გიორგი ვარშანიძე

ბათუმის “დინამოს” გულსემატკივრები გამარჯვებას ზეიმობენ
ფოტო: გიორგი ვარშანიძე

ბათუმის დინამოს ფეხბურთელები მადლობას უხდიან გულშემატკივრებს ფოტო: გიორგი ვარშანიძე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: