საიმიჯო კლიპი ბათუმზე, რომელსაც ხუთი თვე 50 ადგილას იღებდნენ


„შეიგრძენი აჭარა“ – ასე ჰქვია საიმიჯო კლიპს, რომელიც სარეკლამო რეჟისორმა ზვიად სირაბიძემ და ოპერატორმა გიორგი შკუბულიანმა გადაიღეს. კლიპის გადაღებას ხუთი თვე და ავტორთა დიდი ენთუზიაზმი დასჭირდა.

„მინდოდა მომემზადებინა ვიდეო აჭარის ტურისტულ პოტენციალზე. ამ ტიპის ვიდეოფროდაქშენი ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სურვილითა და ხარჯებით გავაკეთეთ. მიზანი იყო ჩვენება, რომ, აი, ბათუმშიც შეიძლება გაკეთება სერიოზული პროექტის და ცოტა ერთმანეთიც უნდა ვაღიაროთ. სცენარის მოფიქრება, სწორად გადაღება, ამინდის შერჩევა, პერსონაჟები, გრიმი – აბსოლუტურად ყველაფერს ჩემი სახსრებით და პირადი კონტაქტებით გავუმკლავდი. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რგოლი გავაკეთეთ აჭარაზე. ძალიან ემოციურია და თბილია,“  – ამბობს ზვიად სირაბიძე.

საიმიჯო ვიდეო 50 სხვადასხვა ადგილასაა გადაღებული. კლიპში გამოყენებული მუსიკა ბათუმელ მუსიკოსს, ამირან დიასამიძეს ეკუთვნის.

შეიგრძენი აჭარა

„შეიგრძენი აჭარა“ ასე ჰქვია საიმიჯო კლიპს, რომელიც სარეკლამო რეჟისორმა ზვიად სირაბიძემ და ოპერატორმა გიორგი შკუბულიანმა გადაიღო.ნახეთ ვიდეო და შეაფასეთ

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი