მთავარი,სიახლეები

თურქეთში დაჯარიმებული მძღოლი ჯარიმის გადახდის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს – სიახლე

02.05.2019
თურქეთში დაჯარიმებული მძღოლი ჯარიმის გადახდის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს – სიახლე

პირველი მაისიდან თურქეთის ტერიტორიაზე ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სახის ავტომანქანას აეკრძალა და არ მიეცემა საშუალება, ჯარიმის გადაუხდელად დატოვოს ქვეყანა.

გარდა ამისა, პირველი მაისიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომანქანებზე გამოწერილი ჯარიმები ავტომატურად ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. შესაბამისად, მძღოლი, რომელიც დაჯარიმდა, თუ ჯარიმას არ გადაიხდის, ისე თურქეთის სახელმწიფო საზღვარს ვერ გადაკვეთს.

“თურქეთში მოქმედი კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების თანახმად, საკმაოდ სოლიდურია საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა და შესაძლოა აღნიშნულმა ცვლილებამ, სამშობლოში დაბრუნებისას, დიდი პრობლემები შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს,” – ნათქვამია ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულება 2019 წლის პირველი მაისიდან შევიდა ძალაში და ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთ-ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კაფიკულე“-ზე მოქმედებს.  უახლოეს დღეებში კი სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც ამოქმედდება, მათ შორის სარფსა და ვალეში. 

თურქული პრესის თანახმად, მხოლოდ ორ დღეში, 1-2 მაისს, თურქეთ-ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კაფიკულე“-ზე მძღოლებიდან ჯარიმის სახით 1 მილიონ 200 ათასი თურქული ლირა ამოიღეს. 

გთავაზობთ ნუსხას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება მძღოლს.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30% კმ/სთ-მდე – 235 თურქული ლირა;
დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30% კმ/სთ-ზე მეტი – 488 თურქული ლირა;
ანტი-რადარის ან რადარის ამომცნობი აპარატის მოხმარება – 2018-3042 თურქული ლირა;
შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლა – 235 თურქული ლირა;
უსაფრთხოების ღვედი/სამუხრუჭე მანძილის არ დაცვა – 108 თურქული ლირა;

[red_box]სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში[/red_box]
პირველ ჯერზე – 1002, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 1256 თურქული ლირა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული თრობის მდგომარეობაში – 5167 თურქული ლირა;
გრძივი ზოლის გადაკვეთა ან აკრძალვის მიუხედავად გასწრება – 235 თურქული ლირა.

შენიშვნა: ჯარიმების 15 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 25 % შეღავათი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: