დღეს, 10 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეთორმეტე, ხოლო საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მეორე გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაში ადგილობრივი და უცხო ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO”-ა.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენაზე მუსიკოს ბექა ჯანუაშვილის ხელნაკეთი გიტარები ჰქონდა გამოტანილი.










