8 დღეში აჭარაში კოვიდით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერში, 8 დღის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის. 8 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 42 მძიმე პაციენტია რეანიმაციაში, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების  სტატისტიკა ასე გამოიყურება: 8 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი 7 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი …

ბათუმში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 7 ოქტომბერი

7 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ორი პაციენტი – 65 წლის ქალი და 70 წლის კაცი. ბოლო 24 საათში აჭარაში ვგამოჯანმრთელდა 280 ადამიანი. ბოლო ორი დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს. დღეისათვის აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის – 472 პაციენტი, 15 არასრულწლივანი და …

დაიცავით წესები, სხვაგვარად ვერ შევძლებთ სიტუაციის სტაბილიზაციას – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება მძიმე, თუმცა სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული,“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 6 ოქტომბერს. მინისტრის თქმით, აჭარაში ინფიცირების დონე მომატებულია, თუმცა სტაბილურად. „ის, რომ დღეს ოდნავ შემცირებული გვქონდა რაოდენობა, ეს დიდად არაფერს ნიშნავს. შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი, 80%-ზე  მეტი გახლავთ საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, რომელთაც პრაქტიკულად სტაციონარიზაცია არ სჭირდებათ. …

აჭარას არ ჰყავს კრიტიკული პაციენტები – ლევან რატიანი

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი ლევან რატიანი აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. რატიანის თქმით, მან ბათუმსა და ქობულეთში ყველა კოვიდკლინიკა მოინახულა და ისინი სტანდარტებს აკმაყოფილებენ. „აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ვიღაცისთვის ჭკუა გვესწავლებინა, არამედ იმისთვის, რომ შეგვეფასებინა მდგომარეობა, მძიმე პაციენტების შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება მათთვის  გაგვეზიარებინა. აბსოლუტურად ყველა კლინიკა, სადაც ვიყავი, შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს. მთავარი …

შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის ნინო  ნიჟარაძის თქმით, კორონავირუსის გამო აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება. „ის შეზღუდვები, რაც დღეს აჭარის რეგიონში გვაქვს, ეს არის ძალიან მინიმალური, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, მათი აქტივობა და მობილობის მინიმუმამდე შემცირება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ეს შედარებით მსუბუქი ხასიათის შეზღუდვა დაწესდა. ამ ეტაპზე შეზღუდვის მოხსნა არ განიხილება, ვინაიდან კოვიდის შემთხვევების რაოდენობა და …

კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 6 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 6 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 4887 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში სულ 58 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5 392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –836, კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი.  გუშინ, 5 ოქტომბერს, საქართველოში …

სუსტი ზედამხედველი – NGO-ები უმაღლესი საბჭოს დეპუტატების 4-წლიან საქმიანობაზე

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაასრულა. ბათუმში მოქმედ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ. ეს ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორი აჭარაში მალხაზ ჭკადუა აჭარის უმაღლესი საბჭოს შეფასებისას ამბობს, რომ მის მუშაობაში იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციები. …

მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს – მეწყერი ხელვაჩაურში

მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ქალია.  ამჟამად მაშველები მეწყერში მოყოლილ კიდევ ორ ადამიანს, მამა-შვილს ეძებენ. —————————————– მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე მდგარი ავტომობილი. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავტომობილში ორი. 2 ოქტომბერს, დღის …

დამეწყრილ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს  16 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სოფელში გრძელდება კიდევ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები. მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი სოფელ ჯოჭოში. წინასწარი ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. მაშველები დილიდან …

მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა იპოვეს

ხელვაჩაურში, მეწყრის დროს დაკარგული ავტომანქანა იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მანქანაში მყოფი ორი პირის მდგომარეობა. მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი, ხოლო მანქანაში – 2. მაშველები დილიდან ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ძებნაში ჩართულია 120 მაშველი.

მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ისევ ეძებენ – ფოტოები სტიქიის ადგილიდან

პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა  ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. წინასწარი  ინფორმაციით საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი ადამიანი კი  – ავტომობილში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნა ვერ მოხერხდა. დამეწყრილი ტერიტორია სრულად არის მიწით დაფარული ისე, რომ იმ ადგილას …

დეპუტატობის კანდიდატობის მიუხედავად რიჟვაძე თანამდებობას არ დატოვებს

აჭარის მთავრობაში ბოლო ერთ თვეში სამი მინისტრი შეიცვალა. „ქართული ოცნება“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთა სიაში აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტიდან ორი მინისტრი მოხვდა. სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრები. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე კი, ასევე დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. ორმა მოქმედმა მინისტრმა თანამდებობა უკვე დატოვა. მესამე მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე დღეს დაასახელეს კანდიდატად და ის პოსტს მაქსიმუმ ხვალ, …

კორონავირუსით ბათუმში დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმში დღეს, 1-ელ ოქტომბერს, მეორე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 82 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, ყველაზე მეტი – 241 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. საქართველოში კორონავირუსით სულ 41 პაციენტია გარდაცვლილი. ამავე თემაზე: ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

ენმ-ის წევრებმა ბათუმში მარნეულის ინციდენტი გააპროტესტეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გამართეს და ამ ფორმით გააპროტესტეს გუშინ, 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი ინციდენტი. „ვგმობთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ნებისმიერი სახის ძალადობას,“ – თქვა უშანგი მიქელაძემ, ენმ-ის წარმომადგენელმა #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 29 სექტემბერს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს …

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმდებიან – შეთანხმება დღეს ფორმდება

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დამხმარე პერსონალად დროებით დასაქმება ლეგალურად შეეძლებათ. საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, დღეს, 30 სექტემბერს, იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზმა და საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ. ხოლო ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, …

მოხუცთა თავშესაფარს ბათუმში მოხალისეები სჭირდება

ბათუმში მოხუცთა თავშესაფარს მოხალისეები სჭირდება. თავშესაფრის ხელმძღვანელის, იოანე ბარამიძის თქმით, მოხალისეობის მსურველებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გადაამზადებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მუშაობას. „ჩვენ გვჭირდება სრულწლოვანი ახალგაზრდები, უფრო მეტად ქალები, რომლებიც დაეხმარებიან მოხუცებს კვების პერიოდში. დაგვპირდა ჯანდაცვის სამინისტრო, რომ დაგვეხმარება მსურველების გადამზადებაში. გვაქვს სათანადო ეკიპირება, რომ მოხალისეებმა უსაფრთხოდ შეძლონ მუშაობა თავშესაფარში,“ – ამბობს იოანე ბარამიძე. მოხალისეებს …

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლში და მოვუაროთ ინფიცირებულს

29 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ბინაზე 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ბინაზე მკურნალობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი პროტოკოლით დაუშვა. „ბათუმელები“ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, რას ითვალისწინებს ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი, როგორ უნდა მოიქცეს ინფიცირებული და როგორ უნდა დაეხმარონ მას სხვა პირები. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით, ბინაზე დასაშვებია კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი შემთხვევების მართვა. რას ნიშნავს კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა? …

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 20 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 13 თავშესაფრის ბინადარია, 7 კი ადმინისტრაციის თანამშრომელი. კიდევ ხუთი ადამიანი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. თავშესაფრის ხელმძღვანელი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილი კი – საკარანტინო სივრცეებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში …

საკონდიტრო „დონა“ მუშაობას განაახლებს

საკონდიტრო “დონა”, რომელიც კორონავისურის გამო ერთი თვეა დახურულია, მუშაობას 5 ოქტომბრიდან განაახლებს. „ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საკონდიტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებული კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში …

კოვიდპაციენტის ზარი 112-ში შევიდა და არა ჩვენთან – სასწრაფოს განმარტება მოქალაქის პრეტენზიაზე

დღეს, 27 სექტემბერს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ, იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახური და  კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები კოვიდპაციენტებთან მისვლას აგვიანებენ. პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი შემთხვევა, როდესაც კოვიდპაციენტი სასწრაფო დახმარებამ რეაგირების გარეშე დატოვა, არ დაფიქსირებულა. „ბათუმელებმა“ სასწრაფო …

საავადმყოფოში როცა მოვხვდი, მაშინ დავიჯერე ვირუსის არსებობა – კოვიდპაციენტი

24 წლის გიო ჩავლეიშვილი კოვიდინფიცირებულია. ის თავის ისტორიას „ბათუმელებს“ უყვება და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიჯერონ ვირუსის არსებობა. „14 სექტემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც სიმპტომები მქონდა (ყელი მქონდა გაღიზიანებული, სიცხეც მომცა) გადავწყვიტე წავსულიყავი ტესტის ჩასაბარებლად. ტესტი ჩავაბარე რურუას ქუჩაზე, კარავში. 16-ში ღამე დამირეკეს და მითხრეს, რომ დადებითი იყო ჩემი ტესტის პასუხი. კერძო სახლში ვცხოვრობ და ორი დღე …

„ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი

ბათუმში მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ, სამედიცინო სისტემის მიღმა – დამოუკიდებლად მკურნალობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო მათ ვერანაირ სერვისს ვერ სთავაზობს. მოქალაქეები დღეების განმავლობაში ელიან ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს, თუმცა მათ არავინ ურეკავს. 29 წლის ნანა [რესპონდენტის მოთხოვნით სახელი შეცვლილია] „ბათუმელებს“ უყვება, რომ 9 დღის წინ აღებული ტესტის პასუხი ოფიციალურად მისთვის ამ დრომდე არავის უცნობებია. „18 …

ბათუმელი ექიმი მთავრობას მიმართავს – „მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები“

„ვრეკავ და არავინ მოდის“ – ამ შინაარსის პოსტს ფეისბუქში ხშირად და ღიად წერენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებულები არიან. ზოგი მათგანი წერს, რომ ექიმთან მოხვედრას 3 დღეა ცდილობს, ზოგი – 5 თუ 8 დღეა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს. ცოტა ხნის წინ ექიმმა სოფიო ბერიძემ დაპოსტა იმ პრობლემების შესახებ, …

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო ბანერები ჩამოხიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი საარჩევნო ბანერები უცნობმა პირებმა დააზიანეს. ბანერები სამ სოფელში – ჭარნალში, დოლოგანსა და ახალსოფელში ჩამოხიეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია აბულაძე პლაკატების ჩამოხევას “ქართულ ოცნებას” უკავშირებს და ამბობს, რომ ამ გზით ცდილობს მმართველი პარტია ოპონენტებს გაუსწორდეს. გია აბულაძე ამჯერადაც მაჟორიტარობის კანდიდატია. „დღეს დილით არის სავარაუდოდ …

ბათუმში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 სექტემბერი

27 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3500 -ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. სამინისტროს ინფორმაცით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 494 პაციენტი, მათ შორის 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 22 პაციენტი. სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 17 პირი. კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის …

კაზინოებსა და რესტორნებში დასაქმებულები ბათუმში სამუშაოზე დაბრუნებას ითხოვენ

დღეს, 26 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულმა მოქალაქეებმა გამართეს. კაზინოებში, სასტუმროებისა და რესტორნებში დასაქმებულები საქართველოს ხელისუფლებას სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვენ. მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და მისგან გამოწვეულ უმუშევრობას აპროტესტებენ. “გახსენით სკოლები”, “უმუშევრობა კლავს, როგორც კოვიდი“, “კომპენსაცია 200 ლარი არ არის საკმარისი “, “გახსენით სამორინეები”, “დაგვაბრუნეთ მუსიკოსები …

ქართველი არტისტების გამოფენა ესპანეთში

ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში, Espacio Tangente-ს საგამოფენო სივრცეში, ქართველი არტისტების გამოფენა მიმდინარეობს. Art | Up – Street Gallery-ის და F-Orma Network-ის მოძრაობის ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში 7 ქართველი არტისტი გამოიფინა – ნინო ბოსიკაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ეთო გზირიშვილი, ნინო ესაიაშვილი, მარიამ კაჭარავა, Masholand და  Da Miane. გამოფენა 25 სექტემბერს გაიხსნა და 16 ოქტომბრამდე გასტანს. ეს არის რიგით მესამე …

ქუთაისში კორონავირუსით ბათუმიდან ჩაყვანილი ქალი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. 59 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავამყოფოში ბათუმიდან იყო გადაყვანილი. როგორც “ნეტგაზეთს” ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, მას არაერთი თანმდევი დაავადებაა აღენიშნებოდა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი. 26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 960 შეადგინა. კორონავირუსით საქართველოში დღეისათვის 28 პაციენტი გარდაიცვალა.

ვარშალომიძე ბათუმში „ოცნების“ კანდიდატზე: ის კარგი პოლიციელი იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, თავის კონკურენტზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატზე, რესან კონცელიძეზე ამბობს, რომ „ის კარგი პოლიციელი იყო“. ეს განცხადება ვარშალომიძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. ჟურნალისტმა ვარშალომიძეს ჰკითხა, მისი აზრით, რესან კონცელიძეს, რომელიც არაერთი წელი მუშაობდა პოლიციაში, თავად გაუჩნდა პოლიტიკაში წასვლის ამბიცია, თუ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება. „ბათუმში ყველა …

ბათუმში კოვიდზე უფასო ტესტირება შაბათ-კვირას შეჩერებულია

ბათუმში კორონავირუსზე უფასო ტესტირება ორი დღით შეჩერდა. პოლიკლინიკები, სადაც აქამდე ტესტის გაკეთება იყო შესაძლებელი, ორშაბათამდე ისვენებენ. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ორშაბათიდან ტესტირება განახლდება და ნებისმიერ მსურველს ისევ შეეძლება ტესტის გაკეთება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს იმ პირების კონტაქტების კვლევა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, ის პირი, რომელიც კონტაქტში …

ბათუმში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4000-მდე PCR ტესტი აიღეს. სამინისტროს ინფორმაცით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 484 პაციენტი, მათ შორის 40 არასრულწლოვანი და 14 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 17 პაციენტი. სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 10 პირი. კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება …

კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა საქართველოში – 26 სექტემბერი

დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა. დღესვე გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო  რაოდენობა კი 1819-ია.  გარდაიცვალა – 27, კარანტინის რეჟიმშია – 5584, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში კი 781 ადამიანი გადის მკურნალობას.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია კაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბრიდან მკურნალობდა. „გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 0.57%, გვქონდა დღეს დილისთვის 25, სამწუხაროდ, დაგვემატა ერთი ბათუმში. სულ 26 პაციენტია გარდაცვლილი. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა, ყველა მათგანი იყო უმძიმესი პაციენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელმა  ამირან …

დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში

საქართველოში დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ერთი 77 წლის ქალია, მეორე კი 67 წლის მამაკაცი. ქალი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, კაცი კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი …

სწავლა აჭარის მაღალმთიანეთშიც დისტანციურად დაიწყება

აჭარის მაღალმთიანეთში ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან, დისტანციურად დაიწყება. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო. მიზეზი ხულოში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა. “დისტანციურად დაიწყება სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან. განათლების სამინისტრო  მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილი სკოლებში. სკოლების უდიდესი ნაწილი მზადაა საკლასო ოთახებში განახლდეს სწავლა, თუმცა მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, …

ექიმი ლევან ანთაძე PCR ტესტირების პასუხების დაგვიანებასა და მედპერსონალის დეფიციტზე

ენმ-ის წევრი, ექიმი ლევან ანთაძე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე კოვიდკლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა ბათუმში, ხელისუფლებას აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს [ლევან ანთაძე ბოლო რამდენიმე კვირაა მედალფას აღარ ხელმძღვანელობს, თუმცა მას სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია]. ლევან ანთაძის თქმით, ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომატებული კოვიდინფიცირების შემთხვევებმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სფეროში. „ბათუმელები“ ლევან ანთაძის განცხადებას …

Exit mobile version