მთავარი,სიახლეები

ოპოზიციონერი დეპუტატი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

30.11.2020 • 1527
ოპოზიციონერი დეპუტატი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

აჭარის მთავრობის სახლის ყველა შესასვლელს ისევ პოლიციის კორდონი იცავს. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის ყველა შესასვლელის პიკეტირებას გეგმავდნენ. თუმცა პიკეტირება არ შედგა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით,  მას თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა ციხისძირში მცხოვრებთა პრობლემებზე სასაუბროდ უნდოდა. შეხვედრის შეთანხმება მან მთავრობის თავმჯდომარის დაცვის  უფროსის მეშვეობით სცადა. თუმცა თორნიკე რიჟვაძემ ელგუჯა ბაგრატიონს შემოუთვალა, რომ დაკავებული იყო და მასთან შეხვედრას ვერ მოახერხებდა.

შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტის ფანჯრებთან გადაინაცვლეს და ტრადიციული შეძახილით – “მონა, მონა” განაგრძეს აქცია.

ერთი თვეა აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ზუსტად 22 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარავია გაშლილი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია  – პიკეტირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: