მთიან აჭარაში ძნელად იპოვით ოჯახს, სადაც თეთრ ტილოზე შესრულებული ფერადი ნაქარგები არ ინახება. აჭარელი ქალები ტილოებზე სხვადასხვა ნახატს ქარგავენ – ძირითადად ყვავილებსა და ორნამენტებს, თუმცა ასევე შეგხვდებათ ამოქარგული ჩიტები და ცხოველები. ქარგვა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის ჰობიცაა და კულტურული ტრადიციაც. ადრე თითქმის არ იყო ოჯახი, სადაც ქალი არ ქარგავდა და არ ქსოვდა. ხელსაქმის ცოდნა ქალისთვის უმნიშვნელოვანესი …
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში
დღეს, 15 ივლისს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პარკის დათვალიერება უფასოა და ღია იქნება დილის 9 საათიდან საღამოს …
Continue reading “როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში”
მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად მეორედ აირჩიეს
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი ისევ მერაბ ხალვაშია. იგი 2016 წლიდან იკავებს ამ პოსტს. ხალვაში ფარული კენჭისყრით 11 წევრისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია, მას აკადემიური საბჭოს თერთმეტივე წევრმა მისცა ხმა. რექტორობისთვის ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი იბრძოდა. არჩევნებამდე აკადემიურმა საბჭომ ორივე კანდიდატის სამოქმედო გეგმა მოისმინა. პირველად პრეზენტაცია მერაბ ხალვაშმა ჩაატარა. სამოქმედო გეგმა …
Continue reading “მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად მეორედ აირჩიეს”
ბსუ დღეს ახალ რექტორს ირჩევს
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას სულ ორი კანდიდატი იღებს – მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ინგა შამილიშვილი. ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიურმა საბჭომ დღეს, 15 ივლისს, დღის 12 …
2 დაღუპული და 11 დაშავებული – წყალდიდობა თურქეთში
ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად. ტრაბზონში, რიზესა და ართვინში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და ცენტრალური მაგისტრალი. ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დაშავებული ადამიანები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ათობით სახლი დაზიანდა, სამი კი მთლიანად განადგურდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი დღეს, 14 ივლისს, ისევ …
Continue reading “2 დაღუპული და 11 დაშავებული – წყალდიდობა თურქეთში”
ბათუმის მერის ნაცვლად ამერიკის ელჩი ვიცე-მერს შეხვდება – პრესსამსახური
14 ივლისს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, მედიისთვის დახურული იყო. „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ ქალაქის არჩეული მერი ამერიკის ელჩს აღარ შეხვდება. კომახიძის ნაცვლად დაგეგმილი შეხვედრა კელი დეგნანსა და ბათუმის ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს შორის გაიმართება. ჯაბა ტუღუში ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. 11 ივლისს …
Continue reading “ბათუმის მერის ნაცვლად ამერიკის ელჩი ვიცე-მერს შეხვდება – პრესსამსახური”
ბათუმში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია
ბათუმში 12 ივლისს, გამთენიისას, ორი პირი დაჭრეს. 20 და 22 წლის დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ დილის 6 საათზე შეიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილებიდან ერთს ჭრილობა მუცლის ღრუსა და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორე კი მარცხენა იდაყვსა და მარჯვენა ბარძაყში იყო დაჭრილი. ორივე დაჭრილს კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “ბათუმში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია”
„მეზღვაურებს დოკუმენტების მომზადების სანაცვლოდ, ჩვენი სახელით ფულს სძალავენ“ – სააგენტო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თაღლითური ჯგუფები კორონავირუსის პანდემიით სარგებლობენ და მეზღვაურებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დოკუმენტების მომზადებას ჰპირდებიან. „ბოლო პერიოდში არსებული სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან დოკუმენტების მოგვარების მიზნით მეზღვაურებს სძალავენ ფულად თანხას,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო …
როგორ უნდა მოიქცეთ ზღვაზე – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები
ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს აქვეყნებს ზღვის სანაპირო ზოლისთვის. ამ რეკომენდაციების თანახმად პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია COVID19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. დადგენილებაში ნათქვამია რომ, მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე თუ შესაძლებელია, პლაჟები უნდა დაიყოს ზონებად. პლაჟები უნდა დასუფთავდეს პერიოდულად და დასუფთავებაში მონაწილე პერსონალი …
Continue reading “როგორ უნდა მოიქცეთ ზღვაზე – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები”
აჭარაში 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია – 5 ივლისის მონაცემები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათგან ორს, კორონავირუსი გუშინ, 4 ივლისს გამოუვლინდა. დღეისათვის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი სულ 23 482 …
Continue reading “აჭარაში 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია – 5 ივლისის მონაცემები”
აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციური ცვლილებების კანონი მიიღო
დღეს, 5 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე, კონსტიტუციური კანონის ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა. აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა. მაჟორიტარები: ბათუმი …
Continue reading “აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციური ცვლილებების კანონი მიიღო”
შურისძიების მოტივით კაცი ბათუმიდან გურიაში გაიტაცეს, დაკავებულია 5 პირი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შსს-ს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხუთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. „1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების …
Continue reading “შურისძიების მოტივით კაცი ბათუმიდან გურიაში გაიტაცეს, დაკავებულია 5 პირი – შსს”
ავარია ქედაში – დაიღუპა ერთი ადამიანი
დღეს, 4 ივლისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ხევში გადავარდა, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.
სანიტარს კორონავირუსი სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო – ტარდება ეპიდკვლევა
დღეს, 4 ივლისს, ბათუმში ერთ-ერთი ცხელების ცენტრის სანიტარს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც “ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, მედპერსონალს კორონავირუსი, სავარაუდოდ, კოვიდინფიცირებული პაციენტისგან გადაედო. ბოლო ერთ კვირაში აჭარაში სამი კოვიდინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, სწორედ ამ სამი პაციენტიდან ერთ-ერთისგან გადაედო სანიტარს ვირუსი. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური კვლევა. სანიტრის ოჯახის წევრები კარანტინში არიან …
Continue reading “სანიტარს კორონავირუსი სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო – ტარდება ეპიდკვლევა”
ბათუმში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა – 4 ივლისის მონაცემები
ბათუმში კორონავირუსის კიდევ ორ ახალი შემთხვევა დადასტურდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული სამედიცინო დაწესებულების სანიტარია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სანიტარს კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ ჰქონია. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის იმპორტირებულია. საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში ყაზახეთიდან დაბრუნდა. ორივე კოვიდინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. ინფორმაციის გადასამოწმებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა – 4 ივლისის მონაცემები”
ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება
აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დახმარების გაცემა გათვალისწინებულია ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე. ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა 118 518 ლარი. ბათუმში ხანძარის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი …
Continue reading “ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება”
„გახსენით თურქეთთან საზღვარი,“ – გიგი უგულავა გახარიას მიმართავს
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს თურქეთთან საზღვარი გახსნას. გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი სისტემა უნდა დანერგოს, რაც ტრაილერის მძღოლებთან მიმართებაში აქვს და საზღვარზე შემომსვლელი ყველა პირი შეამოწმოს. „უკვე წლებია ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. მე ვსაუბრობ ათიათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი …
Continue reading “„გახსენით თურქეთთან საზღვარი,“ – გიგი უგულავა გახარიას მიმართავს”
ბსუ-ს რექტორობა ჯერჯერობით ერთ კანდიდატს სურს – რეგისტრაცია გრძელდება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყო და 7 ივლისის ჩათვლით გრძელდება. 4 ივნისის მონაცემებით რექტორობაზე განაცხადი მხოლოდ უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს აქვს გაკეთებული. „ბათუმელებთან“ საუბარში მერაბ ხალვაშმა დაადასტურა რომ აპირებს ისევ იბრძოლოს რექტორის პოსტის დასაკავებლად. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 7 ივლისს, დღის 4 საათზე მთავრდება. …
Continue reading “ბსუ-ს რექტორობა ჯერჯერობით ერთ კანდიდატს სურს – რეგისტრაცია გრძელდება”
აჭარაში 475 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია – 4 ივლისის მონაცემები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 475 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. 4 ივლისის მონაცემებით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი სულ 23 119 პირს ჩაუტარდა. დღეისათვის აჭარაში კარანტინში1641 პირი იმყოფება. ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
“სახმელეთო საზღვრების გახსნას ჯერ არ ვაპირებთ” – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნას ჯერ არ აპირებს. „სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, მიმდინარეობს ყველანაირი შეფერხების გარეშე. კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ,“ – თქვა გიორგი …
Continue reading ““სახმელეთო საზღვრების გახსნას ჯერ არ ვაპირებთ” – გახარია”
ჩემი სახელია მეისუნი – სუდანელი ქალის ცხოვრება ბათუმში
ჩემი სახელია მეისუნ ალტაჰერ ავდალა. 41 წლის ვარ. სამი შვილის დედა სუდანიდან. რვა წელია საქართველოში ვარ, აქედან 2 წელი თბილისში ვიცხოვრე, ბათუმში კი მეექვსე წელია, რაც ვცხოვრობთ. საქართველოში ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ. როგორ აგიხსნათ, მე ვერ ვგრძნობ, რომ უცხოელი ვარ აქ. მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც ჩამოვიდნენ და აქ იცხოვრონ. ჩემი …
Continue reading “ჩემი სახელია მეისუნი – სუდანელი ქალის ცხოვრება ბათუმში”
COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმკურნალებენ. კოვიდინფიცირებულ ორ პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსი ორი დღის წინ, 29 ივნისს დაუდგინეს, დღეს „მედალაფადან“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. კლინიკა „მედლაფას“ აჭარა-გურიის რეგიონული ხელმძღვანელი ლევან ანთაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ „მედალფა“ ჩვეულ რეჟიმში აპირებს დაბრუნებას. „ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ჩვენც ჩვეულ რეჟიმში გვინდოდა დაბრუნება. დაფინანსების თემებიც არის. ერთი თვე …
Continue reading “COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ”
მეკობრეობა – ვინ და როგორ მუშაობს დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლებაზე
ბოლო 7 თვის განმავლობაში სამი შემთხვევა იყო, როდესაც მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს. სამივე შემთხვევა დასავლეთ აფრიკაში მოხდა. გატაცების ფაქტის გახმაურების შემდეგ, მედიისთვის მშრალი ფაქტების გარდა, ღია წყაროებით არანაირი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. გატარებულ დღეებზე არც ტყვეობიდან დაბრუნებული მეზღვაურები ლაპარაკობენ ღიად. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ მიზეზი ორია – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და დამსაქმებელი კომპანია, რომელიც …
Continue reading “მეკობრეობა – ვინ და როგორ მუშაობს დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლებაზე”
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული მსვლელობის გარეშე აღინიშნება
დღეს, 25 ივნისს, საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს ბათუმის ქუჩებში საზღვაო სასწავლებლების სტუდენტები საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ. თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს დღე საზეიმოდ არ აღინიშნება. „მეზღვაურები საზღვაო სფეროს მამოძრავებელი ძალაა და მათი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში ძალიან დიდია. პანდემიის გამო შექმნილ უპრეცედენტო ვითარებაში სწორედ მეზღვაურების გამძლეობის, მოთმინებისა და ერთგულების წყალობით მსოფლიო ლოჯისტიკური …
Continue reading “ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული მსვლელობის გარეშე აღინიშნება”
რა ღირს კატერით გასეირნება ბათუმში
ბათუმის იახტკლუბში სასეირნო გემით ან კატერით გასეირნება მსურველებს 10 ლარად შეუძლიათ. კორონავირუსის პანდემიამ კვალი ამ სფეროსაც დააჩნია. მიუხედავად იმისა, რა ტევადობისაა თითოეული მცურავი საშუალება, მეპატრონეებს ეკრძალებათ გემზე ან კატერზე 8 ადამიანზე მეტის აყვანა. “ნახევარი საათით გასეირნება ჩვენს კატერზე ღირს 10 ლარი ერთი ადამიანისთვის. იმისათვის, რომ ზღვაში გავიდეთ, მინიმუმ ექვსი ადამიანი მაინც უნდა შეგროვდეს. ისე გასვლა …
24 ივნისს თამარის დასახლებაში სარკინიგზო გადასასვლელი ჩაიკეტება – მერია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 24 ივნისს, დილის 06:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება. „შეზღუდვა ახალი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება. განხორციელდება არსებული ლიანდაგის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით შეიცვლება,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში. შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარცხანის დასახლების გავლით.
ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Porter-ი შემოვიდა
ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Porter-ი შემოვიდა. ეს USS Porter-ის მესამე ვიზიტია შავ ზღვასა და ბათუმის პორტში. “სიხარულით მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „პორტერს” შავ ზღვასა და ბათუმის ულამაზეს პორტში, სადაც უკვე მესამედ შემოდის. ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო …
Continue reading “ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Porter-ი შემოვიდა”
რა ღირს დასვენება ბეშუმსა და ბახმაროში
ზაფხულის დაწყების მიუხედავად, მთის კურორტებზე დამსვენებლები ჯერ მცირე რაოდენობით არიან. მთაში განთავსებული კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები კი გაქირავებას და პირველ სტუმრებს ელიან. კურორტ „ბეშუმის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ყველა წესი დაიცვეს, რაც კორონავირუსის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. კოტეჯებიც შესაბამისად აღჭურვეს ყველა საჭირო ინვენტარით. „იყვნენ მოსულები, შეგვამოწმეს და ველოდებით პასუხს. როგორც კი სტატუსს მოგვანიჭებენ, მაშინვე დავიწყებთ …
შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს, რომ საბაჟოებზე ქრთამს იღებენ
თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატის, აჰმეთ კაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ, შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება. “ბათუმელები” შემოსავლები სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საბაჟო კონტროლი, მათ შორის, საქონლისა …
Continue reading “შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს, რომ საბაჟოებზე ქრთამს იღებენ”
საქართველოს საბაჟოებზე მძღოლებს 1000-2000 დოლარს სძალავენ – თურქი დეპუტატი
თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატი, აჰმეთ კაია აცხადებს, რომ თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ. ოპოზიციონერი დეპუტატი თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდეს მძღოლების ამ პრობლემით. მისივე თქმით, ასეთ რთულ პერიოდში ამ თანხის გადახდა გადამზიდავ კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა ახსნა თანხის გამოძალვის „პროცედურა“: …
Continue reading “საქართველოს საბაჟოებზე მძღოლებს 1000-2000 დოლარს სძალავენ – თურქი დეპუტატი”
სეტყვა და ღვარცოფი ხულოს სოფელში – მოსახლეობა ზარალს ითვლის [ვიდეო]
ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო განვითარებულმა ღვარცოფმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა თხილვანაში, სოფლის გზები დააზიანა. დაისეტყვა ნათესები. „სეტყვა იყო, ნახევარი საათი. გზები და ნათესები დაზიანდა. ხეობაში არსებული მდინარე ადიდდა. სეტყვას იმდენი ზიანი არ მოუყენებია, რამდენიც ღვარცოფმა, რომელმაც ნათესები წალეკა,” – უთხრა „ბათუმელებს“ ქვედა თხილვანას მცხოვრებმა თეიმურაზ ქამადაძემ. ძლიერმა სეტყვამ გუშინ, 17 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ორ …
Continue reading “სეტყვა და ღვარცოფი ხულოს სოფელში – მოსახლეობა ზარალს ითვლის [ვიდეო]”
ხულოს სოფლები ვერნები და ფუშრუკაული დაისეტყვა
ხულოს მუნიციპალიტეტში ორი სოფელი – ვერნები და ფუშრუკაული დაისეტყვა. ფოტოებზე, რომელიც “ბათუმელებს” მოაწოდეს, ჩანს რომ განადგურებულია ნარგავები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას. სოფლებისთვის სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. პრესსამსახურის თქმით შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი რა ფორმით დაეხმარება ხულოს მერია დაზარალებულებს. 15 ივნისს სეტყვამ ნარგავები და …
Continue reading “ხულოს სოფლები ვერნები და ფუშრუკაული დაისეტყვა”
რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში
რა ადგილი უკავია ქართულ მუსლიმურ მემკვიდრეობას საქართველოში? რა მდგომარეობაშია დღეს შემორჩენილი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ხის მეჩეთები? ზრუნავს თუ არა სახელმწიფო მის შენარჩუნებაზე? როგორ და რა ფორმით გამოიხატება ეს ზრუნვა? ვინ უნდა მოუაროს მეჩეთებს და როგორ? ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემასაც ამ სტატიაში შევეცადეთ. „კავშირ „ქართული სახლის“ ხელმძღვანელმა, არქიტექტორმა ნანა მეფარიშვილმა აჭარაში …
Continue reading “რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში”
თურქეთში დასაქმებული ქალები კომპენსაციას ითხოვენ – მორიგი აქცია ბათუმში
თურქეთში, ქემალფაშაში, დასაქმებული ქალები ბათუმის მერიის წინ აქციას მართავენ. ქალები ერთჯერად კომპენსაციას, 300 ლარს ითხოვენ. „თუ საზღვარს ვერ გვიხსნიან, მაშინ მოგვცენ ერთჯერადი კომპენსაცია. ველოდებით ასევე მთავრობის თავმჯდომარის პასუხს, რას აპირებს, ” ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ეკა შანიძე. აჭარის მთავრობიდან აქციის მონაწილებს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის უფროსი კახა შაშიკაძე შეხვდა. მისი თქმით მთავრობა მუშაობს …
Continue reading “თურქეთში დასაქმებული ქალები კომპენსაციას ითხოვენ – მორიგი აქცია ბათუმში”
უცნობია, როდის განახლდება თურქეთთან მიმოსვლა – ელჩის განცხადება
საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა საელჩოს ფეისბუქგვერდზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აქვეყნებს. ელჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მიმოსვლა საქართველო-თურქეთს შორის. „იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩემს ინფორმატიულ სტატუსებზე კომენტარის სახით და ასევე, პირადი შეტყობინების საშუალებით, კითხვებით მომმართავს არაერთი ადამიანი (მხოლოდ დღეს, მივიღე მოქალაქეთა რამდენიმე ასეული შეტყობინება), გადავწყვიტე, რომ გაგცეთ …
Continue reading “უცნობია, როდის განახლდება თურქეთთან მიმოსვლა – ელჩის განცხადება”
ბათუმის ახალ სტადიონზე „სინემა პარკი” მოეწყობა
სექტემბრიდან ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცევა. Drive In კინოთეატრის მეშვეობით მოქალაქეები სასურველი ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილებიდან შეძლებენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შპს „სტადიონის“ დირექტორმა დაუდასტურა. „საპარკინგე სივრცეების მოწყობას მალე ვასრულებთ. კინოთეატრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და პროექტთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ და მალე მონახაზი გვექნება. ტენდერს გამოვაცხადებთ და ვფიქრობთ შემოდგომისთვის უკვე შესაძლებელი იქნება კინოთეატრმა მაყურებელს უმასპინძლოს,“ – …
Continue reading “ბათუმის ახალ სტადიონზე „სინემა პარკი” მოეწყობა”