მთავარი,სიახლეები

9 მძევლი აიყვანა პირმა თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში

20.11.2020 • 1358
9 მძევლი აიყვანა პირმა თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში

დღეს, 20 ნოემბერს, თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის წერეთლის გამზირის ფილიალში მძევლები აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით,  შეიარაღებულ პირს მძევლად 9 ადამიანი ჰყავს.

ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული.

“წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოხდა თავდასხმა. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალსიტებთან.

დაახლოებით ერთი თვის წინ, 22 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკის შენობაში შეიჭრა შეიარაღებული პირი და 19 პირი აიყვანა მძევლად. დაახლოებით 23:00 საათზე მან ბანკის შენობა დატოვა – მოთხოვნილ თანხასა [სავარაუდოდ 500 ათასი დოლარი] 3 მძევალთან ერთად. მოგვიანებით მან მძევლებიც გაათავისუფლა და გაუჩინარდა.

შს სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულია ბადრი ესებუა – ყოფილი ჯარისკაცი. მას დღემდე ეძებენ.

___

წაიკითხეთ ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის დეტალები

https://netgazeti.ge/news/491202/

გადაბეჭდვის წესი