მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

20.12.2020 • 1569
კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა  39 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა, აქედან 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 208 638-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 180 441-მდე.

რაც შეეხება გარდაცვალებას, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში არ არის განმარტებული რომელ რეგიონში და რომელ კლინიკებში გარდაიცვალნენ კორონავირუსით ადამიანები. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 19 დეკემებრს საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. 20 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ვირუსით 2 094 ადამიანია გარდაცვლილი.

20 დეკემბრის მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 775 პირი, აჭარაში – 5 993, იმერეთში – 6 330.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: