მთავარი,სიახლეები

აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20.12.2020 • 1059
აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსისგან რეგიონში გამოჯანმრთელდა – 420 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 28 345-ია.

კლინიკებში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 38 პაციენტი.  უცნობია რეგიონში გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია, რადგან რამდენიმე კვირაა საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ საერთო  რიცხვს ასახელებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი  ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით გარდაიცვალა 39 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში სულ კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: