ქვეყანაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 სექტემბერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მათ შორის აჭარაში რამდენია. დღემდე დაფიქსირებულ შემთხვევათა შორის, ეს რეკორდული რაოდენობაა. აჭარა წითელ ზონად არის გამოცხადებული. დღეისათვის ქვეყანაში 451 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ამ დროისთვის 1 334 პირია გამოჯანმრთელებული, გარდაიცვალა – 19. დღეს კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი. …

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა ბათუმში – 3 სექტემბრის მონაცემები

ბოლო 24  საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2-ის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 2 სექტემბერს, გავრცელდა. ერთი შემთხვევა #7 ავტობუსის მძღოლს უკავშირდება, მეორე კი სასტუმრო “დრიმლედ ოაზისის” სტუმარს. რაც შეეხება დანარჩენ 4 კოვიდინფიცირებულს,  ერთი ინფიცირებული საკონდიტრო “დონას” თანამშრომლების კონტაქტია, ერთი – თურქი მძღოლია, ერთი – კარანტინიდან და ერთიც  – ცხელების ცენტრიდანაა. 3 სექტემბრის მდგომარეობით, …

“ოაზისში” 400-მდე ექიმი ესწრებოდა კონფერენციას, სასტუმრო კორონავირუსის გამო ჩაიკეტა

დაბა ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა. სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. „მნიშვნელოვანი ვითარება არის დღესდღეობით სასტუმრო ოაზისში, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ესწრებოდა იქ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია და ასევე რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს. ვინაიდან სასტუმრო …

“დონას” განმარტება თანამშრომლების ინფიცირებაზე

საკონდიტრო „დონა“, რომლის თანამშრომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, განცხადებას ავრცელებს. „დონას“ მენეჯმენტის მტკიცებით, საკონდიტრო ზედმიწევნით ასრულებდა კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრულ ყველა  რეკომენდაციას. „ძვირფასო მომხმარებლებო, კოვიდინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო …

ბათუმი არ ჩაიკეტება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეპიდსიტუაციის დამძიმების მიუხედავად, ბათუმი არ ჩაიკეტება. “მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ …

ბათუმში კარვების გარდა უფასო ტესტირებას 5 პოლიკლინიკაში ჩაატარებენ

დღეიდან, 2 სექტემბრიდან, ბათუმში კარვების გარდა ხუთ პოლიკლინიკაში იქნება კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მოქალაქეებს ნიმუშის აღება – N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში 10:00 დან 17:00 საათამდე შეეძლებათ. ამასთან ბულვარის ტერიტორიაზე დაემატა კარავიც. ერთი კარავი ბათუმის ცენტრალურ …

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 სექტემბერი

ბოლო 24  საათში საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 1 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 239. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 41 საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს.

ვარშალომიძე ადასტურებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბათუმში

ლევან ვარშალომიძე იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში. ამის შესახებ თავად ვარშალომიძემ განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში. “ეს იყო ჩვენი გუნდის ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავმდგარიყავი მაჟორიტარად. შევიდეთ პარლამენტში, უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში იქნება ერთიანი მთავრობა, რომელიც იფიქრებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხზე. დღეს ბრძოლა არის არა თანამდებობისთვის, არამედ ბრძოლა არის საქართველოს გადარჩენისთვის,” – თქვა ლევან ვარშალომიძემ. …

ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე, არავინ დაშავებულა

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ლეიბს მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. ხანძრის შედეგად  არავინ დაშავებულა.

აშშ: შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლების მანევრებმა ჩვენს ბომბდამშენს საფრთხე შეუქმნეს

ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა პარასკევს, 28 აგვისტოს, შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო წყლებში, აშშ-ს საჰაერო ძალების B-52 ბომბდამშენი „არაუსაფრთხოდ, არაპროფესიონალურად“ გადაუღობა გზა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს, ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით.  ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსმა პილოტებმა B-52-ს  ორჯერ შეუქმნეს საავარიო სიტუაცია, რამაც ტურბულენტობა გამოიწვია და  B-52-ის პილოტებს შეუზღუდა მანევრირების საშუალება.  „მსგავსი ქმედებები ზრდის …

ლევან ვარშალომიძე, შესაძლოა, ბათუმში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ბათუმში ბრუნდება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საინვესტიციო საბჭოს მდივანია და ამბობს, რომ ის აპირებს არჩევნებში იბრძოლოს.  “თუ  ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო  მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა. მე ახლა ვარ ტრაბზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს …

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ბათუმში – 30 აგვისტო

30 აგვისტოს ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ერთი კარანტინში მყოფი პირია, მეორე კი ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკაში სულ 28 კოვიდინფიცირებულია. დღესვე ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 30 აგვისტოს საქართველოში სულ კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ვებგვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1469 მათ შორის …

აზერბაიჯანელ ბავშვებს 200-ლარიან პროგრამაში რეგისტრაცია უჭირთ, „სალამი“ ეძებს მოხალისეებს

პლატფორმა „სალამი/salam“ 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებს თუ მათ მშობლებს 200-ლარიან სახელწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში დაეხმარებიან. „სალამის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა დახმარების პროგრამის განხორციელება ხარვეზით დაიწყო. სახელმწიფო დახმარების მისაღებად სპეციალურ ვებგვერდზე -https://daxmareba.moh.gov.ge/რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ვებგვერდი ამ დროისთვის მხოლოდ ქართულენოვანია. „სალამი“მიიჩნევს, რომ ეს „საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების …

მეამბოხე რომანტიკოსი

ის ამბობს, რომ დაბადების ადგილი განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას. სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, ალბათ სხვა იქნებოდა. დაიბადა ქუთაისში. მერე გაექცა ქალაქს, რომელმაც მისი იდენტობა განსაზღვრა. ახლა, ბევრი წლის შემდეგ, სულ ის ადგილი ენატრება და  სულ მცირე თავისუფალი დრო თუ გამოუჩნდება, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. კითხვაზე, უფრო მწერალია თუ უფრო მუსიკოსი, ამბობს, რომ პოეტი. თან რომანტიკოსი პოეტი, რომელიც …

მე ვარ იმ ბათუმიდან, რომელსაც პარლამენტში დეპუტატი არასდროს ჰყოლია – ირაკლი კუპრაძე „ლელოდან“

ირაკლი კუპრაძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. მას პოლიტიკური წარსული, პრაქტიკულად, არ აქვს. მემარცხენე აქტივისტი წლებია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერ აქციებს გეგმავს და სხვის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიურად მონაწილეობს. „ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრა. ირაკლი, თქვენ იყავით აქტივისტი. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გახდეთ ისეთი ქალაქის მაჟორიტარი, როგორიც ბათუმია?  დაახლოებით რვაწლიანი სამოქალაქო აქტივიზმი, …

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო – თვითმხილველი კარანტინიდან

ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. “ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო. „გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, …

სოსისისა და ყავის ქურდობაში პოლიციამ 2 არასრულწლოვანი ამხილა

ბათუმში დღეს, 14 აგვისტოს, მომხდარი ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს. პოლიციამ არასრულწლოვნები მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეაჩერა. ქურდობაც მემედ აბაშიძეზე მდებარე მაღაზიაში მოხდა. მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 500 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები, ყავა, სოსისი და 150 ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. …

ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. კაცი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. „დილის ოთხ საათზე შემოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული, აქვს მრავლობითი ტრავმა, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა არის მძიმე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. …

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე რიჟვაძის რეაქცია – „ადგილობრივი კანტორა“

“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი აქ და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ მაგათზე მეკითხებით ხომ?” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ გაყიდულ ქონებას ეხებოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დღეს, 14 აგვისტოს, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

მოქალაქე: „ჩემი მეუღლე მუცლით დაეცა არმატურაზე, რომელიც მოსაცდელის ადგილას დატოვეს“

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, გაჩერების დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ რკინის შვერილზე მოქალაქე დაზიანდა. დაზარალებული ქალის ქმარმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მის მეუღლეს გადაჭრილ რკინაზე დაცემის შემდეგ სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. „გუშინ საღამოს ჩემი მეუღლე მიდიოდა, წამოკრა ფეხი ამ არმატურის  ნაგლეჯზე და მუცლით დაეცა. სასწრაფოთი წავიყვანეთ და გაუკეთდა ოპერაცია. ახლა უკეთაა, გადავრჩით,“ – ამბობს ვანო, დაზარალებული ქალის მეუღლე. მისივე …

რამდენად იცავენ ბათუმის პორტში უსაფრთხოების ნორმებს? – შემოწმების მასალებს ასაიდუმლოებენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ირწმუნება, რომ საქართველოს ნავსადგურები – (ბათუმის და ფოთის პორტები, ყულევის ტერმინალი) არ ასაჯაროებენ ინფორმაციას პორტებში ჩატარებული კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ. „ბათუმელები“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ  ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა და რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ბათუმის პორტიდან გაიტანეს 2013 წელს. ბეირუთის ტრაგედიასთან ბათუმის პორტიდან გატანილი ტვირთის კავშირმა, ასევე იმან, …

მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ასაკის ბავშვი დღეს, 13 აგვისტოს, გარდაიცვალა. ბავშვი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციის განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე  იმყოფებოდა. დღეს გარდაცვლილი ბავშვი 10 აგვისტოს მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული  3 ადამიანის ოჯახის წევრია. ავტომანქანა 10 აგვისტოს ღამეს ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის დაღუპული …

აკვნის ოსტატი მარადიდიდან

„ამ დაზგაზე თითო  დეტალი, თითო  ფიგურა იჭრება და შემდეგ ხელით ვაწყობ,“ – ასე იწყებს მარადიდელი ქემალ ბედინაძე თავის საქმიანობაზე საუბარს და იმ დაზგას გვაჩვენებს, რომლითაც ათობით აკვანი გაუკეთებია. ქემალი ხელვაჩაურში, სოფელ  მარადიდში ცხოვრობს. ამბობს, ლამის უკანასკნელი ოსტატი დავრჩი, ვინც დღემდე ჯიუტად არ ეშვება საყვარელ საქმეს და აკვანს ვამზადებო. აკვნის დამზადება ბაბუამ და მამამ ასწავლეს. თავად …

რას ამბობს ჩიქოვანი კარბამიდის ტერმინალზე, ტროლების მართვაზე, ბათუმის გრგ-ს მიღებაზე

თითქმის ერთი თვეა, რაც ბათუმის არჩეული მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. ბათუმის მერის მოვალეობას აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ასრულებს. „ბათუმელებმა“ არჩილ  ჩიქოვანს რამდენიმე კითხვა დაუსვა, ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე, კულტურულ მემკვიდრეობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და იმ ბრალდებებზე, რომლებიც მის მიმართ ისმის. ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ. ბატონო არჩილ, ბათუმის …

„დინამო“ ბათუმი ევროპალიგაზე ისრაელის კლუბს – “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება

დღეს, 10 აგვისტოს, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები გახდა ცნობილი. უეფას მიერ ჩატარებული წილისყრის შედეგად „დინამო“ ბათუმი “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება. “ჰაპოელ ბეერ-შევა” ისრაელის ხუთგზის ჩემპიონია. „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ისრაელის ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა გუნდმა ქვეყნის თასი მოიგო, რამაც მას ევროპალიგისკენ გზა გაუხსნა. თამაში ისრაელში 27 აგვისტოს  გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო მატჩები ცარიელ …

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქობულეთში დაკარგული კაცი იპოვეს

ოთხდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, ქობულეთში, სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. „შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული,“ – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვას სათავის  ტერიტორიაზე, …

მარადიდში ოჯახებს სახელმწიფომ მიწა და სახლები ჩამოართვა – “სტრასბურგამდე ვიჩივლებთ” [ვიდეო]

ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრებ ალი დიდმანიძეს სახელმწიფომ საკუთრება ჩამოართვა. სახლი, რომელიც თავის ხელით ააშენა, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 29 ივლისს მიიღო. ექსპროპრიაციის მოთხოვნის საფუძველი გახდა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი. „აჭარ ენერჯი 2007“-მა მდინარე ჭოროხზე კირნათი ჰესი ააშენა. ჰესის მშენებლობა სასოფლო სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას ითვალისწინებს. ალი დიდმანიძე, რომლის …

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თურქეთიდან მიღებული მოწვევის საფუძველზე, ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადავიდნენ. საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. მოწვევის  მიზეზად შესაძლებელია იყოს …

„იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა და შვილი გაიტაცეს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის სასამართლოსთან

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ბეგლარ ხოზრევანიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ხოზრევანიძის ახლობლები და ადვოკატი კი ამბობენ, რომ  შეიარაღებულმა პოლიციელმა გია დოლიძემ მას სცემა, გაიტაცა და რეალურად, მოქალაქეა დაზარალებული. საქმეში დევს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს ორი კაცის ჩხუბი და რამდენიმე გამშველებელი. ამ ამბავს …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში აგრძელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და  ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 1001 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. პირველი აგვისტოს მონაცემებით რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში 17  პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. დღეისათვის ცხელების კლინიკებში …

კარვები მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით – პროტესტის მე-16 დღე

16 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ, სკვერში კარვებია გაშლილი. მოქალაქე დავით ანანიძე აჭარის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დავით ანანიძე ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელია. ის ამბობს, რომ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ამ ბაზრობის წილები და მის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს. დავით ანანიძემ და მისმა ახლობლებმა საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით ბათუმში მასშტაბური აქცია 16 დღის …

2 მიუსაფარი ძაღლი ბათუმიდან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიჰყავთ

ბათუმში მცხოვრები ორი მიუსაფარი ძაღლი, სეტერი – ჯორჯი და დალმატინელი სააკი საზღვარგარეთ გააჩუქეს. ძაღლები სავარაუდოდ პატრონებმა გამოაგდეს სახლებიდან პანდემიის დროს. ძაღლების საზღვარგარეთ გაჩუქება ფეისბუქით მოხერხდა: „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“ ბათუმელმა თეონა ყურშუბაძემ შექმნა და ეს ჯგუფი არაერთ მიუსაფარ ცხოველს ეხმარება. „არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯგუფში დაიდო პოსტი ერთ სეტერზე, რომელიც იმყოფებოდა მახოს …

ყურბან-ბაირამის ლოცვა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს

დღეს, 31 ივლისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა.  ორთა ჯამეში მუსლიმები ისევ ქუჩაში ლოცულობდნენ, რადგან ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. მლოცველებით იყო სავსე  ბათუმის ახალი მეჩეთის ასაშენებელ ადგილას მდგარი დროებითი ხის კონსტრუქციაც.  ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლებას მუსლიმები წლებია ითხოვენ. ბათუმის ორთაჯამეში ლოცვის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის …

აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაუშვეს – ჟურნალისტები საპროტესტო აქციას აანონსებენ [LIVE]

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს. შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამშრომლებს მაუწყებლის დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 30 ივლისს ჩააბარეს. „2007 წლიდან ვარ ამ ტელევიზიაში და აი, ამით დააფასა ჩემი გაღებული დრო, ენერგია, ჯანმრთელობა… ყველას და ყველაფერს …

ცხოველების ქომაგი ინგლისურის მასწავლებელი [ვიდეო]

თეონა ყურშუბაძე ინგლისურის მასწავლებელია ბათუმიდან. 21 წელია, რაც მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს. თეონას ცხოვრება თანაბრად არის დაკავშირებული ბავშვებთან და ძაღლებთან. „ჩემი დამოკიდებულება ბავშვებისადმი და ცხოველებისადმი არის ერთნაირი. ერთნაირად მიყვარს ორივე – ბავშვებიც და ცხოველებიც. ბავშვებიც დაცვას და მზრუნველობას საჭიროებენ. ისევე, როგორც  ცხოველები“, – ამბობს თეონა. დაახლოებით 200 მიუსაფარი ძაღლი და კატა ჰყავს გაჩუქებული. ცდილობს ქუჩაში …

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ბათუმში – 20 ივლისი

დღეს, 20 ივლისს, ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი. ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისის მდგომარეობით კორონავირუსზე სულ რვა პაციენტი მკურნალობს. 20 ივლისის მდგომარეობით კორონავირუსის 1039 შემთხვევაა დადასტურებული საქართველოში. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900, გარდაიცვალა 15. კარანტინის რეჟიმში 5 534 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.

Exit mobile version