ღამით, დიდ ქალაქებში ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება 9 ნოემბრიდან იკრძალება – მთავრობა

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში წერტილოვანი შეზღუდვები  წესდება. კერძოდ ქვეყნის დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში საღამოს 22 საათიდან დილის ხუთ საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით. ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით შეზღუდვა არ შეეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს.  ასევე გაიცემა საშვები “საოპერაციო  შტაბთან შეთანხმებით  იმ პირებზე და მათ საავტომობილო …

კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა აჭარაში – 7 ნოემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 4 ადამიანი. 7 ნოემბრის მონაცემებით კორონავირუსზე აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 740 პაციენტი მკურნალობს. აქედან მძიმე პაციენტად 102 ითვლება, რომელთაგან 98 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. აჭარაში კოვიდ სასტუმროში მკურნალობას 1 299 ადამიანი გადის.  15 693 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების …

კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 754 პირი.  7 ნოემბერს 18-ით გაიზარდა კორონავირუისთ გარდაცვლილთა რიცხვი. 7 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 54 852 ადამიანს აქვს ვირუსი დადასტურებული. აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 39 773 პირი, 14 612 ადამიანი კი მკურნალობას გადის საავადმყოფოებში, კოვიდ სასტუმროებში და საკუთარ სახლებში. დღეს გამოვლენილი 2 859 …

ოპოზიციის აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში 3 ნოემბერს ოპოზიციამ აჭარის მთავრობის წინ აქცია გამართა. ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ამავე თემაზე: ბათუმში ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს [LIVE]

TV 25-ის ცნობით, ბათუმში სროლის ხმა ისმოდა

დღეს, 2 ნოემბერს, სროლის ხმა ისმოდა ბათუმში. პუშკინისა და ლორიას ქუჩების კუთხეში მდებარე ვულკანიზაციასთან გასროლის ხმა დაახლოებით 17:45 წუთზე გაისმა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ამსახველ კადრებს TV 25 ავრცელებს. კადრში ჩანს, როგორ გარბის ორი პირი ავტომანქანით, მათ უკან კი ორი პირი მისდევს ხელკეტით. “გასროლის ხმა როგორც კი გავიგე, გავიხედე და დავინახე, რომ ორი პირი …

99 უბანზე 9 676 ბიულეტენი გააბათილეს – გიორგი კირთაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბათუმის 121-ე საარჩევნო უბნიდან 99 უბნის ოქმი გადაამოწმეს. უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის მტკიცებით, 99 ოქმის მიხედვით 9 676 ბიულეტენია გაბათილებული. „ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს  პროპორციულ არჩევნებზე, 3 170 ხმა მოპარეს ნაციონალურ მოძრაობას. ეს ნიშნავს, რომ ლევან ვარშალომიძეს 1 794 ხმა მოპარეს. ეს ნიშნავს, რომ აჭარის  უმაღლეს …

“ჩვენს საუბნო კომისიის წევრებს საოლქო ძველი რიცხვით სთხოვს ოქმებზე ხელის მოწერას” – ენმ

დღეს, 2 ნოემბერს, უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საუბნო კომისიის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა. კირთაძის თქმით, საუბნო კომისიის წევრებს იბარებენ საოლქო კომისიაში და სთხოვენ, რომ ხელი მოუწერონ ე.წ. შესწორების ოქმებზე. გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე 99 უბნის ოქმი წარმოადგინა. მისი თქმით, ოქმების მიხედვით 9 676 ბიულეტენი გააბათილეს. შედეგად ენმ-მ 8 170 ხმა დაკარგა. „ეს …

„ფონი რევოლუციურია, ჩვენ მარტო ბიულეტენებით რეჟიმის შეცვლას ვერ შევძლებთ“ – ოპოზიცია

ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრა გამართეს და 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი განიხილეს. იქნება თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე  ტურში – ამ საკითხებზე ოპოზიცია ჯერ შეჯერებული არაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციის შეკრებას არ ესწრებოდა „ლელოსა“ და „გრიჩის“ წარმომადგენლები. თუმცა, როგორც სპიკერებმა განმარტეს, ოპოზიცია  ერთიანია ხმების დაცვის …

ქობულეთში ზაალ მიქელაძე იგებს – წინასწარი მონაცემი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ქობულეთის 29-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე იგებს. 22 უბნის მონაცემებით [14:00 საათი, 1.11.2020] ზაალ მიქელაძემ ხმების 56,1% მიიღო [6  328 ხმა], „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის“  კანდიდატმა ბონდო თედორაძემ კი – 38,53 % [4 346 ხმა]. ხმების 3.78% [426] ხმა მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ …

აჭარაში კოვიდის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი. 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411. Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.

ქვეყანაში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411. Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.

თურქეთის ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში,  ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თურქეთის დროით 14:51 წუთზე დაფიქსირდა სეფერიჰისარის რაიონის მახლობლად. შედეგად  დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაიბზარა მრავალსართულიანი კორპუსები. ბიძგები იგრძნობოდა სტამბულსა და ბურსაშიც. იზმირიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილმა ბინები დატოვა და ამჟამად ღია ცის ქვეშ დგას. ქალაქის ქუჩები დანგრეული სახლების მტვრითაა დაფარული. იზმირის მერი CNN TÜRK-თან …

კობახიძე: სააკაშვილის სარფში ჩამოსვლაზე ვარშალომიძე ინფორმაციის გავრცელებას აპირებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აჭარაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია სარფში სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გახსნეს

დღეს, 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტადიონის გახსნას პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივარი არ დასწრებია. მაშინ, როცა სტადიონის გახსნის ცერემონია მიმდინარეობდა, სტადიონის წინ შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები. ისინი პრემიერ გახარიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ალტერნატივას”  …

ბათუმში თურქეთს ახალი გენერალური კონსული ჰყავს

ბათუმში თურქეთს ახალი გენერალური კონსული ჰყავს.  რიზა ქაღან ილმაზი გენერალური კონსულის პოსტს მომდევნო სამი წლით დაიკავებს. ის უკვე ბათუმშია და  შეხვედრებს მართავს. ახალი გენერალური კონსული ოფიციალურად პოსტზე 7 ოქტომბერს დაინიშნა. რიზა ქაღან ილმაზმა ამ პოსტზე მაქბულე ქოჩაკი შეცვალა. ამავე თემაზე: „თურქეთ-საქართველოს შორის საზღვარი დადგენილია მილიმეტრებში“ – ინტერვიუ კონსულთან

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გატესტვის შემდეგ PCR-ი აღარ დაგჭირდებათ – იმნაძე

23 ოქტომბრიდან საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად განკუთვნილ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს ისეთივე სადიაგნოსტიკო ღირებულება ექნება, როგორც პჯრ კვლევას. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მიაწოდა. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტისთვის ნაცხს PCR კვლევის  მსგავსად ცხვირ-ხახიდან  იღებენ. „ანტიგენზე დამყარებული სწრაფი  ტესტი, რომელიც ასევე ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი, ეს რომ …

აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 23 ოქტომბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 6106 პაციენტი. 23 ოქტომბრის მონაცემებით აჭარაში მკურნალობს 641 პაციენტი კოვიდკლინიკებში და 1 110 ადამიანი კოვიდსასტუმროში. ბინაზე მკურნალობს 2 205-ზე მეტი პირი. 1 052 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. კოვიდკლინიკებში 12 მძიმე პაციენტია, რომლებიც მიერთებულნი არიან ხელოვნური …

დადასტურდა კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი. 23 ოქტომბრის მონაცემებით ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 24 562-მდე გაიზარდა. რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: [checklist]  თბილისი – 686 აჭარა – 487 იმერეთი – 356 ქვემო ქართლი – 36 შიდა ქართლი – 35 სამეგრელო-ზემო …

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, საცხობი გატეხეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 23 ოქტომბერს დილით, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საცხობიდან წაღებულია თანხა. საცხობთან უკვე იმყოფება პოლიცია. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, იქვე მდებარე მეორე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

87 წლის კაცი ქობულეთიდან, რომელმაც კოვიდი დაამარცხა

87 წლის ოთარ აბაშიძე ერთ-ერთია იმ ათობით ასაკოვან ადამიანს შორის, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ოთარი რვასულიან ოჯახში ქობულეთში, სოფელ ჩაქვისთავში ცხოვრობს. კორონავირუსი ოთარ აბაშიძის ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა – შვილს, რძალს, ორ შვილიშვილს და თავად ოთარს. ვირუსი ყველამ დაამარცხა. „ორი კვირა ვმკურნალობდი საავადმყოფოში. სანიმუშო ექიმები შემხვდა. უმაღლესი ყურადღება გამოიჩინეს ექიმებმა და დღეს მათი წყალობით სახლში ამოვედი. …

“ოპერაცია სჭირდებოდა და კოვიდის გამო არ გაუკეთეს” – დაშავებული მორაგბის ახლობელი

დღეს, 22 ოქტომბერს, 31 წლის მორაგბე თაზო დავითაძე თბილისში, ერთ-ერთი კოვიდკლინიკის მიმღებში ორი საათის განმავლობაში ელოდა  საავადმყოფოში თავისუფალ საწოლს. თაზო კლინიკაში სამდღიანი ლოდინის შემდეგ მოხვდა. ის მორაგბეა, თამაშის დროს ფეხის მყესი დაიზიანა და, გარდა იმისა, რომ კოვიდი აქვს, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. თაზოს კლინიკაში გადაყვანა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც მისმა ბიძაშვილმა, ანა თავდგირიძემ ფეისბუქში პოსტი …

კოვიდით გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 5 აჭარიდანაა, მათგან ერთი 40 წლისაა

22 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 5 აჭარაში. გარდაცვლილია 4 კაცი და ერთი  ქალი. კოვიდით გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის იყო. 81 წლის კაცი, 49 წლის ქალი და 40 წლის კაცი „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა.  66 წლის კაცი – კლინიკა „მედინაში“, ხოლო 60 წლის კაცი – ქობულეთის …

დადასტურდა კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი. ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 22  803-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ს მონაცემებით,  კარანტინში იმყოფება 4 408 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 155, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1 848.

რამდენად სწრაფად იღებთ სამედიცინო სერვისებს კოვიდ 19-ის პირობებში? – გამოკითხვა

რამდენად სწრაფად იღებთ სამედიცინო მომსახურებას კორონავირუსის პანდემიის პირობებში? გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და თითოეულ შეკითხვაზე დააფიქსიროთ თქვენი პასუხი.   ოჯახის ექიმმა გითხრათ, რომ ექვემდებარებით კლინიკაში გადაყვანას. რამდენ დღეში გადაგიყვანეს?

დადასტურდა კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 194 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 15 ადამიანი. თბილისში გარდაიცვალა 7 პაციენტი, ბათუმში – 4, ქუთაისში – 2, გორში – 1 და  მცხეთაში – 1. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი. რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი – 425, აჭარა –193, იმერეთი – 372, ქვემო ქართლი – 53, …

რატომ აღადგინეს ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – პრემიერის განმარტება

რამდენად მართებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ქალაქში, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება? – ჰკითხეს ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. „აჭარა იყო პირველი რეგიონი საქართველოში, სადაც მოხდა სწრაფი ზრდა ინფიცირებულების. როდესაც ინფიცირებულების რაოდენობის სწრაფი ზრდა ხდება, იქ შემდგომ უკვე რამდენიმე სისტემამ უნდა  გაიაროს ადაპტაცია. პირველი სისტემა, რომელმაც უნდა გაიაროს ადაპტაცია, აჭარის შემთხვევაში იყო ტესტირების სისტემა. პირველი დარტყმის …

“მკაცრ ლოქდაუნს არ გამოვაცხადებთ” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყოველდღიურად მზარდი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, მთავრობა არ აპირებს მკაცრი შეზღუდვების შემოღებას. პრემიერმა, თავის გამოსვლაში, გაიხსენა მარტსა და აპრილში დაწესებული საყოველთაო კარანტინი და თავი იმართლა, რომ მაშინ მთავრობა სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. „პირველი ტალღის დროს  სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოქდაუნი გამოვაცხადეთ. მაგრამ არ …

რა აწუხებს ხალხს აჭარაში? – გამოკითხვა

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ საქართველოს რეგიონებში გამოკითხვა ჩაატარა.  გამოკითხვისას მოსახლეობას ჰკითხეს, რა პრობლემები აწუხებდათ და რის მოგვარებას ელოდნენ პოლიტიკური პარტიებისგან. აჭარაში, ისე როგორც სხვა კუთხეებში, გამოკითხვა ფოკუს ჯგუფებთან ჩატარდა. შეხვედრებზე გამართული დისკუსიების შედეგად, მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა. გამოკითხულებმა მთავარ საკითხად სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელეს.  აღმოჩნდა რომ: [checklist] თურქეთში სეზონური სამუშაო იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი ოჯახისთვის; …

ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი შემოვიდა

დღეს, 15  ოქტომბერს, ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი HMS DRAGON-ი შემოვიდა. გემი პორტში სამ დღეს დარჩება. “HMS DRAGON-ი ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელია მსოფლიოში. საჰაერო სივრცეში ნებისმიერი მიმართულებით მას ბადალი არ ჰყავს,” – ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოში შემოსვლამდე სამხედრო გემი უკრაინაში იმყოფებოდა.

“ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში”- რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

“ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი,” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ კითხვას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის …

აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად

დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს. სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სოლიდარობის აქცია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის …

“თითქმის დაგვხურეს” – დაბრუნდება თუ არა ჰეშთეგი ეთერში?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი განცხადებას ავრცელებს. გადაცემის წამყვანები და პროდიუსერები ამბობენ, რომ გადაცემა, რომელიც ტელევიზიის საეთერო ბადეს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, 45 წუთით იკავებდა, თითქმის დახურეს. ტელევიზიის მენეჯმენტმა საეთერო ბადეში #ჰეშთეგისთვის განკუთვნილი დრო კვირაში ხუთი გადაცემიდან ერთ გადაცემამდე შეამცირა. „ვფიქრობთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი აგრძელებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის …

“ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო” – ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ “ბათუმელების” ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. ქარტიის განცხადებას “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: “მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ …

ბათუმელი ფეხმძიმე ექთანი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს

გულო აბაშიძე ყოფილი კოვიდინფიცირებულია. იგი მედცენტრში, ონკოლოგიურ განყოფილებაში უფროს ექთნად მუშაობს. გულო 30 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდი დაუდასტურდა. გულოს მის სამუშაო სივრცეში შევხვდით – კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც თავის ჩვეულ სამუშაო რუტინაში იყო ჩაბმული. „სამსახურში რომ დავბრუნდი, გააზრებული მქონდა – ადამიანი რომ დამინახავს, კოვიდს გავახსენებ-თქო. კლინიკაში ყველამ იცოდა, რომ მქონდა კოვიდი. არ დამიმალავს. ასე …

რალფ ფაინსმა არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერა

ცნობილი ინგლისელი მსახიობი რალფ ფაინსი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ არმაზ ახვლედიანს მხარდაჭერას უცხადებს. მსახიობმა მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ვიდეო ჩაწერა. “არმაზ, მოგესალმები. მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო შენი კამპანიისთვის. გასულ წელს ერთად გავატარეთ დრო. ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და ვიცი, რომ შენ უხელმძღვანელებ პრინციპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე, პატიოსან და გულწრფელ კამპანიას ყველა მოქალაქის სახელით. გისურვებ წარმატებას და გიგზავნი მხარდაჭერას, კეთილ …

რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება კოვიდის დროს – ექიმის კომენტარი

მანანა ტარიელაძე 6 დღეა, რაც კოვიდინფიცირებულია. ის მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმი მის სამედიცინო მაჩვენებლებს ტელეფონით, დისტანციურად აკვირდება. მანანა ყოველდღე იზომავს სიცხეს და თავის მონაცემებს მკურნალ ექიმს აწვდის. აქვს სიცხე – 37 და მეტი. ექიმმა მანანას ანტიბიოტიკი, აზიმაკი დაუნიშნა. კოვიდინფიცირებული ექიმის რეკომენდაციით ამ ანტიბიოტიკს იღებს. კოვიდინფიცირებულ ქალს, სანამ კოვიდსასტუმროში გადაიყვანდნენ, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიაც …

Exit mobile version