აფეთქება ახალსოფელში – დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის 1 მეხანძრე

ახალსოფელში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ერთ-ერთი ოჯახის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ დაშავებულს კი, რომელსაც თერმული დამწვრობა ჰქონდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. ხანძრის ჩაქრობის დროს ასევე დაშავდა მეხანძრე-მაშველი. ის მეორე სართულიდან ჩამოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა …

ჩვილის დედა: ყველა მეხმარებოდა ჩემი შვილისთვის კოვიდკლინიკიდან დედის რძე რომ გამეგზავნა

მისი შვილი ორი თვისაც არ იყო, როცა კოვიდი დაუდასტურდა. საკუთარ თავზე მეტად ბავშვზე ნერვიულობდა. კლინიკაში გატარებულ 11 დღეზე, კოვიდზე, დედობაზე, პანდემიაზე და თანმხლებ სირთულეებზე ქეთა ლაბაძე „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“: გამარჯობა, თქვენ კოვიდდადებითი ხართ ზუსტად მახსოვს, 14 ოქტომბერი იყო. დღის რაღაც მონაკვეთში ვიგრძენი, რომ ყნოსვა დავკარგე. კოვიდზე ყველა ინფორმაცია მქონდა …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ხანძარი ლოკალიზებულია

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი სანაპიროს მხრიდან ხმელ ფოთლებს გაუჩნდა და ბაღის ტერიტორიაზე გადავიდა. დამწვარია დაახლოებით 400 კვ.მ. ტერიტორია. “ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე კონცხის მხრიდან, სადაც კაფეებია განლაგებული, ცეცხლი იქ გაჩნდა. ფოთლებს მიჰყვა ხანძარი. როდესაც ჩვენს ტერიტორიას მიუახლოვდა მოლარემ და დაცვის  თანამშრომელმა შეამჩნია. ამჟამად უკვე ლოკალიზებულია. ბოტანიკური ბაღის  ტერიტორიაზე …

კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი – 8 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი. გასულ 24 საათში ქვეყანაში სულ 5 265 კვლევა ჩატარდა, აქედან 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით. 537 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო …

კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა აჭარაში – 8 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულად ითვლება 32 478 ადამიანი. 8 იანვრის მონაცემებით, აჭარაში არსებულ კლინიკებში კორონავირუსზე მკურნალობს 366 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 251 და ბინაზე – 771.

35 დღე იზოლაციაში – ფოტოგრაფის ისტორია

ედო მჟავანაძე ვებ-დეველოპერი და ფოტოგრაფია. ცხოვრობს ბათუმში. პანდემიამდე მისი ცხოვრება დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. თუმცა პანდემიამ სხვა ადამიანების მსგავსად, მასთანაც ბევრი რამ შეცვალა. ოქტომბერში კოვიდი გადაიტანა. თავის ისტორიას ედო  „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის „ადამიანები პანდემიის დროს“: პანდემიამდე პანდემიამდე როგორ ვცხოვრობდი? იმდენად რთული კითხვაა, რომ გახსენებაც მიჭირს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხნის წინანდელ ამბავზე …

ბათუმში 20 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბათუმში, 20 ქუჩაზე ერთი ღამით წყალმომარაგება შეწყდება. წყალი 8 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან გაითიშება და 9 იანვრის 09:00 საათამდე არ იქნება. წყალი გათიშული იქნება შემდეგ ქუჩებზე: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა, დავით კლდიაშვილის ქუჩა, ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ილია …

აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის რეგიონში კორონავირუსის ახალი ტალღის გაჩენის რისკი ნაკლებია – ამ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აკეთებენ. რამდენად რეალურია ეს და რაზე დაყრდნობით აკეთებენ გათვლებს სპეციალისტები? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მიმართა. ქალბატონო ნინო, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდის მომდევნო ტალღა აჭარას სავარაუდოდ აღარ ემუქრება. რა  იძლევა ამის თქმის საფუძველს, უფრო მეტი …

ბათუმში კოვიდით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო, თამარ ჟღენტი გარდაიცვალა.  პაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა ბაუ-ში ადასტურებენ, სადაც გარდაცვლილი მკურნალობდა. “პაციენტი კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა უკვე გართულებულ მდგომარეობაში. ფილტვის დაზიანების ინდექსი ჰქონდა 24-დან 20. ორმხრივი გართულებული პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. რამდენიმე დღეში გაურთულდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ,“ – აცხადებენ კლინიკა ბაუ-ში. კლინიკის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის …

აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 6 იანვარი

გასული  24 საათის  განმავლობაში აჭარაში  კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა სამი პაციენტი. 6 იანვარს გამოჯანმრთელდა 133 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 32 214-ია. ქვეყნის მასშტაბით სულ 1 800 ახალი შემთხვევაა. 1 800 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:  თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო – ზემო …

კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – 6 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 20 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 489 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 ტესტი მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით 1 800 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო …

6 იანვარს ერთი ღამით კომენდანტის საათი უქმდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს, 6 იანვარს, ერთი ღამით კომენდანტის საათი უქმდება. გამონაკლისი მთავრობამ შობის დღესასწაულის გამო დაუშვა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგია ქვეყნის მოქმედ ტაძრებში 6 იანვარს, საღამოს 23:00 საათიდან დაიწყება. კომენდანტის საათი 7 იანვრის 21:00 საათიდან ისევ განახლდება. ქუჩაში გასვლა აკრძალული იქნება საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

საშობაო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში, შობის დადგომამდე 7 საათით ადრე

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია 6 იანვარს შობის დღესასწაულს  აღნიშნავს. ბათუმის სომხურ ეკლესიაში დღეს საშობაო ჭრაგალუიცის (სანთლების დანთების) წმინდა წირვა იმართება. წირვა ბათუმში, სომხურ ეკლესიაში 5 იანვარს, ტრადიციულზე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რელიგიური უმცირესობები იძულებული არიან საშობაო მსახურება კომენდანტის საათის დაწყებამდე დაასრულონ. კომენდანტის საათი 21:00 საათზე იწყება. …

ხანძარი ქედაში – სოფელ ბზუბზუსთან ცეცხლი ნიადაგის საფარს უკიდია

ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან ახლოს ხანძარია. ცეცხლის მცირე კერები 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გაბნეული. სოფელში ცეცხლი გუშინ, 4 იანვარს გაჩნდა და მის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. „ეს არ არის მასიური ტყის წვა. ამ 15 ჰექტარზე გარკვეულ ადგილებზე იყო მცირე კერები. გუშინვე დავიწყეთ ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ქარმა გადაიტანა ნაკვერჩხალი და სხვა ადგილებშიც გაჩნდა ცეცხლი. ხანძრის 70 % …

აჭარაში კორონავირუსის ახალი ტალღის აღმოცენების რისკი ნაკლებია – ჯანდაცვა

„აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმასვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში,“ – ეს განცხადება დღეს, 5 იანვარს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ კლინიკებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად განიტვირთა და 5 იანვრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით …

კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 1 ადამიანი – 5 იანვარი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 1 პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 120 პაციენტი. 5 იანვრის მონაცემებით აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 32 081-ს მიაღწია. აჭარაში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 22 პაციენტი. 5 იანვრის მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობას გადის 366 პაციენტი, …

კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი – 5 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვისურით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა სულ  ჩატარდა 14 511 კვლევა – აქედან 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით. 2 316 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი …

როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონი სამი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ახალ დეპუტატებს ბიუროები თავიანთ სამაჟორიტარო  ოლქებში ჯერ არ გაუხსნიათ. მეხუთე მოწვევის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს კი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოთხი ბიურო უკვე გახსნილი აქვს. „მე ახალდამწყები არ ვარ. გახსნილი მაქვს ბიუროები და გააგრძელებენ მუშაობას თავისთავად. არავინ არ გამიშვია. ყველა შეინარჩუნებს სამსახურს. სამი თანამშრომელი იქნება ხელვაჩაურის ბიუროში, …

კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა საქართველოში – 4 იანვარი

4 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 25 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963  პირი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი – 222 405-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  3 845 კვლევა – 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და …

აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა აჭარის მასშტაბით 31 961 პაციენტია. ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 პაციენტი. აჭარაში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 21 პაციენტი. 4 იანვრის მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობას გადის 371 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 262, ხოლო ბინაზე მკურნალობს …

2021 [ ფოტო]

21-ე საუკუნის ყველაზე რთული, 2020 წელი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ამ საუკუნეში ეს პირველი ახალი წელია, როდესაც ქვეყანაში საახალწლო კონცერტები არ იმართება. საქართველო, ისე როგორც მსოფლიო, კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 2021 წელს საზეიმოდ განათებული დახვდა. თუმცა არ გამართულა საზეიმო კონცერტები და წინა წლებთან შედარებით ნაძვის ხესთან ხალხიც მცირე რაოდენობით იყო. პირველად ხდება რომ …

“ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

რა გენატრება ყველაზე მეტად პანდემიამდე ცხოვრებიდან? – ვეკითხები 6 წლის იოანე რომანაძეს. ის ბათუმში ცხოვრობს და პირველკლასელია. იოანემ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც სწავლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა, სკოლის კედლების ნაცვლად სახლში, კომპიუტერის წინ გაატარა. პატარაობა – მპასუხობს იოანე და თვალები უციმციმებს. მერე მიხსნის, რატომ ენატრება. „პატარაობაში, ხუთის რომ ვიყავი, ბაღში დავდიოდი. მერე ექვსის …

საახალწლოდ მორთული ბათუმი კომენდანტის საათის დროს | ფოტოამბავი

ბათუმის ქუჩები საახალწლოდ მოირთო. თუმცა  კომენდანტის საათის გამო ღამით ქალაქი ცარიელია. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ბათუმის ქუჩებიდან.

საშობაო წირვა შობის დადგომამდე

ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს. საშობაო მესა გაიმართა ბათუმშიც, ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში. კომენდანტის საათის გამო საშობაო მესა სამი საათით ადრე დაიწყო. 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი იქნება 31 დეკემბერი და 6 იანვარი. მთავრობამ არ გაითვალისწინა არადომინანტური კონფესიების რელიგიური დღესასწაულები. თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, მთავრობამ …

აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსისგან რეგიონში გამოჯანმრთელდა – 420 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 28 345-ია. კლინიკებში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 38 პაციენტი.  უცნობია რეგიონში გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია, რადგან რამდენიმე კვირაა საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ საერთო  რიცხვს ასახელებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი  ბოლო 24 საათში საქართველოში …

კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და …

სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა

დღეს, 20 დეკემბერს ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ორივე ავტომობილის მგზავრებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს. კლინიკაში გადაყვანა არავის დასჭირვებია. ადგილზე მობლიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ხანძარი ბათუმში – დამწვარია ერთი სახლი

დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე კერძო სახლი დაიწვა. ბარაკული ტიპის სახლს ცეცხლი საღამოს საათებში გაუჩნდა.  ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

საპროტესტო აქციაზე პოლიციელების ფოტოები გამოფინეს

დღეს, 19 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ პოლიციელების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც, მათი თქმით, მოძალადე  პოლიციელების რიგებს მიეკუთვნებიან. „ამ ადამინების შესახებ ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც გამოირჩევიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული ქმედებით. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პოლიციელი რეზო ხარაზი, რომელიც 22 დაკავებულიდან 15 საქმეში ფიგურირებს. ამ აქციების დროს სულ 22 ადამიანი დააკავეს …

აჭარაში კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 19 დეკემბერი

აჭარაში 19 დეკემბერს კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი. 19 დეკემბერს გამოვლენილი 2 904 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარაში – 197, იმერეთში – 495, ქვემო ქართლში – 236, შიდა ქართლში …

მუფთის ცოლი და სხვა მუსლიმი ქალები აჭარიდან

აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებში ვერ იპოვით ქალს, რომელიც საშინაო შრომაში არ იყოს  ჩართული. თუმცა განსხვავებულია როგორც შრომის სიმძიმე, ისე ქალების მიერ ამ შრომის აღქმა. თუ ერთი ქალი გეტყვის, რომ მისი შრომა მძიმეა, მეორე გეტყვის, რომ მიჩვეულია, მესამე გეტყვის, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს. ამ დროს ეს „არაფერი განსაკუთრებული“ შეიძლება ნიშნავდეს დილის ექვს საათზე გაღვიძებას, 5 ან …

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ დღეს, 17 დეკემბერს, დაამტკიცა. 14-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ ბიუჯეტს. ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. 30-წუთიან სიტყვაში მინისტრმა ძირითადად ბიუჯეტის ცვლილებებზე ისაუბრა. 2021 წლის ბიუჯეტში იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. გაზრდილი თანხა სოციალურ პროექტებსა და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო დაარიგებს …

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის“ – ტიტე აროშიძე ოპოზიციის დეპუტატზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი არ მივიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 17 დეკემბერს, გაიმართა ბათუმში. ჩავლეიშვილი ამ დრომდე ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, მაშინ როცა ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო, საყვირების ხმა სხდომათა დარბაზშიც აღწევდა. ძირითადი საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა …

კავშირი ევროპასთან „აბრეშუმის რკინიგზით“ – რა სარგებელს მიიღებს საქართველო

რკინიგზას, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის გავლით აკავშირებს, „აბრეშუმის რკინიგზად“ მოიხსენიებენ. 4 დეკემბერს თურქეთიდან, ქალაქ სტამბოლიდან  ჩინეთის ქალაქ სიანის მიმართულებით გავიდა პირველი საკონტეინერო მატარებელი, რომელიც საექსპორტო საქონლით იყო დატვირთული. მატარებელმა სიანში 1 400 ერთეული სამაცივრე დანადგარი უნდა  ჩაიტანოს, რომელიც  42 კონტეინერშია გადანაწილებული. მატარებელი სტამბოლიდან, ჰალკალის სადგურიდან დაიძრა. გაიარა მარმარაის გვირაბი (13,6 კმ …

ქედაში 104 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრებმა 104 წლის ფატყუმე ბოლქვაძემ კოვიდი დაამარცხა.  როგორც მისი შვილი, ლეილა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში  ამბობს, 104 წლის ქალმა კოვიდზე სახლში იმკურნალა. „სახლში გვყავდა. საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, მე ვუკეთებდი გადასხმებს. ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ მე თვითონ ეპიდემიოლოგი ვარ და კოვიდის ყველა  სიმპტომი ჰქონდა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. სუსტად იყო. მაგრამ უკვე დაძლია …

სხალთის ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

სხალთის ეპისკოპოსს სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის  შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა. “მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში,” – დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე.  

Exit mobile version