პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს

საქართველოს  პრემიერმინისტრობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.   გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს  შემდეგ გახდა ცნობილი. “დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე,” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარტია “ქართული ოცნების”  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. …

“არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ” – კობახიძე გახარიას გადადგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა პარტია “ქართული ოცნების” ოფისში. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში ნამდვილად იყო  აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გიორგი გახარიამ გუნდს არგუმენტები ვერ წარუდგინა. “გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას …

ევა – გოგო ხულოდან | VIDEO

20 წლისაა. ხულოში, სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. ის კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება იმუშაო საკუთარ თავზე, როგორ შეიძლება განვითარდე ყოველდღიურად შეზღუდული რესურსების მიუხედავად. ევა ართმელაძე სტუდენტია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას სწავლობს. “დავიბადე და გავიზარდე სოფელ ბეღლეთში, ხულოს მუნიციპალიტეტში. უშუქობა მიყვარს. ჩვენთან, სოფელში დიდი ზამთარი იცოდა. ბოლო რამდენიმე წელია თოვლი აღარ მოდის და …

ანზორ ლაზიშვილი აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პროტესტის ფონზე გახდა

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ ანზორ ლაზიშვილი გახდა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად ანზორ ლაზიშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, კენჭისყრაში, 34 დელეგატიდან მონაწილეობდა 30 დელეგატი და მათგან 26-მა ლაზიშვილს დაუჭირა  მხარი. ანზორ ლაზიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დელეგატების დაკომპლექტების წესი მას არ შეუცვლია და ეს წესი მოქმედებს 2012 წლიდან. უკმაყოფილო სპორტსმენები აცხადებენ, რომ …

დაძაბულობა აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დაძაბულ ვითარებაში დაიწყო. ერთმანეთს ორი კანდიდატი უპირისპირდება – მოქმედი პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი და ხულოს სასპორტო სკოლის მოქმედი დირექტორი მევლუდ წულუკიძე. შესაძლოა არჩევნები ჩაიშალოს, რადგან მევლუდ წულუკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვორუმი არ შედგა, რადგან მისმა მომხრე დელეგატებმა დატოვეს კენჭისყრა. ცნობილმა სპორტსმენმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ თქვა, რომ ის ცვლილებებს უჭერს …

ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს

ომანში, სოჰარის პორტში გაჩერებულ გემზე მესამე თვეა 15 ქართველი მეზღვაურია, რომლებიც ვერც გემის დატოვებას ახერხებენ და ვერც სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები. ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი პორტში გემის ბერძენ მფლობელსა და გემზე არსებული ტვირთის ომანელ მფლობელს შორის დავის გამო გაჩერდა. გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ პირველი ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 22 …

გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელს …

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია. ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] პროკურატურას …

300 შეტყობინებაც კი მიმიღია ერთ დღეში – ელჩის ცხოვრება თურქეთში პანდემიისას

რამდენად რთულია, როცა მსოფლიო პანდემიის დროს ასობით ადამიანის ბედი შენზე და იმ უწყების გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხელმძღვანელობ. გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, თავის გამოცდილებას „ბათუმელებს“ უზიარებს ზეპირი ისტორიების სერიისთვის  – „ადამიანები პანდემიის დროს“: პირველი შეხება კორონავირუსთან თავდაპირველად, როცა გავრცელდა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ვირუსი ამ …

თოვლიანი დღე ბათუმში | ფოტოამბავი

უკვე ორი დღეა, 19-20 იანვარს, ბათუმში თოვლ-ჭყაპია. პერიოდულად ითოვებს დღეს, 20 იანვრის ღამეს, თუმცა ხვალ, დღის მეორე ნახევარში, გამოიდარებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ბათუმის ქუჩები თოვლიან ამინდში.

ოპოზიციონერი ექიმი, რომელიც კოვიდს მართავდა – ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც და მენეჯერიც 

კლინიკა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, 2020 წლის მარტში გახდა პირველი კოვიდკლინიკა აჭარაში, რომელმაც კოვიდდადებითი პაციენტები მიიღო და უმკურნალა. როგორია იმუშაო მაშინ, როცა არათუ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ახალ ვირუსზე. როგორია იმუშაო მაშინ, როცა ექიმის გარდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხარ და ხელისუფლებასთან გიწევს თანამშრომლობა. ექიმი-ეპიდემიოლოგი ლევან ანთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი …

ივანიშვილის დანატოვარი 41 პრობლემა – საპროტესტო აქცია ბათუმში

აჭარის  მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციური პარტიების მიერ გახსნილ ე.წ. თავისუფლების კვარტალში დღეს, 16 იანვარს ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “41 პრობლემა რომელიც ქვეყანაში დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”  –  ასეთი იყო აქციის სახელწოდება, რომელიც სამოქალაქო  მოძრაობა “ტალღას” და “იმოქმედეს” წევრმა ახალგაზრდებმა გამართეს. “ჩამოშლილი საგარეო პოლიტიკა”, “გაჩერებული ანაკლიის პორტი”, “ერთპარტიული უმაღლესი საბჭო”, “მურუსიძის სასამართლო”, “მძიმე სოციალური მდგომარეობა”, ” გაზრდილი …

მუსლიმი თეოლოგი: ბუკნარში მეჩეთს “იცავდა” ჯგუფი, ვინც მუსლიმების გვერდით არ ლოცულობს

“ბათუმელები” გთავაზობთ ინტერვიუს მუსლიმთა კავშირის გამგეობის წევრთან, თეოლოგ თემურ გორგაძესთან. ის წლების განმავლობაში მუფტის მრჩეველი იყო. თემურ გორგაძე გუშინ, 13 იანვარს, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქრისტიანი და მუსლიმი მეზობლების დაპირისპირების შესახებ შეიტყო. მისი დაკვირვებით, გუშინ და დღეს ადგილობრივი ხელისუფლება პასიურ როლში დარჩენას ამჯობინებს, მაშინ როცა, ბუკნარელი მუსლიმების ემოციებით მანიპულირებას ერთი კონკრეტული ჯგუფი …

“დაპირისპირება უნდა დასრულდეს” – შემოქმედის ეპარქიის დეკანოზი

სამი დღეა გრძელდება კონფლიქტი, რომელიც ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. დღეს, 14 იანვარს, ჩოხატაურის მერიის წინ მუსლიმები შეიკრიბნენ და საკითხის გადაჭრას ითხოვენ. აქციაზე დღეს გაისმა მოთხოვნა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი სასულიერო პირები, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას. მოლაპარაკების პროცესში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს შემოქმედის ეპარქია. …

როგორ იცავს აშშ-ის ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმს – ფოტო

აშშ-ის კონგრესში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა. ერთი  კვირაა კაპიტოლიუმის შენობას ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური გვარდია იცავს. ჯარისკაცები კონგრესის შენობას წუთითაც არ ტოვებენ, ამიტომ მათ იქვე უწევთ ძილი. ბიბისის თანახმად, ეროვნული გვარდიის 10 ათასი წევრი იქნება მობილიზებული ვაშინგტონში შაბათამდე. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისას კი შესაძლოა მათი რიცხვი გაორმაგდეს.

კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა, 21 გარდაცვლილი – 14 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 21 ადამიანი, ხოლო ვირუსისგან მოჯანმრთელდა 748 პირი. 1 357 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა – 112 იმერეთი – 196 ქვემო ქართლი – 69 შიდა ქართლი – 111 გურია – 18 სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131 …

ინტენსიურის ექიმი პანდემიის დროს: დაღუპულ კოლეგებზე, კოვიდზე და ჩახუტების დღეზე

16 წელია ექიმია. სექტემბრის შემდეგ კი კოვიდრეანიმაციაში მუშაობს, თუმცა, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, დღემდე არ დაინფიცირებულა. ექიმ-რეანიმატოლოგი ზეინაბ ფაღავა „ბათუმელებს“ უყვება თავის გამოცდილებას ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“: კოვიდრეანიმაცია კოვიდრეანიმაციაში ვმუშაობ 24 სექტემბრიდან დღემდე და ალბათ მანამდეც, სანამ აქტუალური იქნება პანდემია. სექტემბრის დასაწყისში თითო-ოროლა პაციენტი იყო სარეანიმაციო. სექტემბრის ბოლოდან კი დაიწყო რეანიმაციის პაციენტების მატება. …

კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა აჭარაში – 14 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  გამოჯანმრთელდა  137 პაციენტი. კორონავირუსზე მკურნალობას კლინიკებში გადის 339 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 319, ხოლო ბინაზე 615. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მონაცემს, ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა.  

ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა – ჩოხატაურის მერი

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა. ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ჩოხატაურის მერიაში, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩოხატაურის მერთან და გურიის გუბერნატორთან ერთად დასხდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კი მოლაპარაკებაში ჩართულმა ყველა მხარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „პირობითად ორივე მხარე – თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც  ჩვეულებრივად გააგრძელებს ლოცვას. არც არავის ხელი არ …

რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ადგილად იქცა. სოფელში დღეს,  13 იანვარს, დილიდანვე პოლიცია და სპეცრაზმიცაა მობილიზებული. დილიდან ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი, მუსლიმი მოსახლეობა კი იმ სალოცავის ეზოში, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო. ბუკნარში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმებს დღეს აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების ერთი ჯგუფიც შეუერთდა. სოფელში დილიდან ელოდნენ როგორც გურიის გუბერნატორს, …

მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები 1-ელი თებერვლიდან განახლდება – მომსახურების სააგენტო

შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სერვისი, რომელიც შეზღუდული იყო, 1-ელი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას. შესაბამისად მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას. ასევე აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. 1-ელ თებერვლამდე დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის …

ადიდებულმა მდინარემ წონიარისის ხიდი წაიღო – ფოტო

ქედაში, სოფელ წონიარისში, მდინარე აჭარისწყალზე გადებული ხიდი წყალმა  წაიღო. ხიდის ერთი ნაწილი ჩაინგრა და მასზე გავლა  შეუძლებელია. “აჭარისწყალი ადიდდა და წაიღო ერთი ბოძი. ადგილზე მისულია აჭარის გზების დეპარტამენტის თანამშრომლებიც. სოფლები გარესამყაროს  არაა მოწყვეტილი, შემოვლითი გზით შეუძლია მოსახლეობას სარგებლობა,” – უთხრა “ბათუმელებს” ქედის მერმა,  ლევან გორგილაძემ. მერის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ,  კიდევ ერთ ადგილას შექმნა პრობლემები. ე.წ. …

კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი – 12 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი.  ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 993 პირი და ჩატარდა 17 795 კვლევა – მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით. 1 857 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა აჭარა – 97 იმერეთი – 334 ქვემო …

კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა აჭარაში, 2 გარდაცვლილი – 12 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32 921-ია. რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულად (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 10 პაციენტი. კლინიკებში მკურნალობს 358 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 295 და სახლში მკურნალობს 643 ადამიანი.

ბათუმში პოლიციამ დააჯარიმა კოვიდინფიცირებული პირი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა

ბათუმში 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, კოვიდინფიცირებული მოქალაქე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. „ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად …

სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა 18 იანვარიდან განახლდება

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 15 იანვრამდე გრძელდება. თუმცა სკოლები არც მომდევნო 16, 17 იანვარს იმუშავებს [შაბათ-კვირას]. შესაბამისად, სწავლის დაწყების თარიღი გადაიწევს 18 იანვრამდე. ჯერ უცნობია, სად, როგორ და რა ფორმით განახლდება სწავლა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ აჭარის რეგიონში მთლიანად და საქართველოს დიდ …

რიგები მანდარინის მიმღებ ქარხანასთან ქობულეთში – ფოტო

ქობულეთში, მანდარინის მიმღებ ქარხანასთან მანდარინით დატვირთული ავტომანქანების რიგები დგას. ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის ჩასაბარებლად რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა. წელს ქობულეთში მანდარინს მხოლოდ ერთი ქარხანა Georgian Industrial Asset Management Group იღებს. ერთი კილოგრამი არასტანდარტული მანდარინი 20 თეთრი ღირს. აქედან 10 თეთრს ქარხანა იხდის, 10 თეთრი კი სახელმწიფოს სუბსიდიაა. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მანდარინით დატვირთული მისი მანქანა …

კორონავირუსის ვაქცინის შესანახი მაცივარი 3 ქალაქში გვაქვს – ჯანდაცვის სამინისტრო

„ჩინური ვაქცინის შემოტანა არ განიხილება,“ – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ჯანდაცვის  სამინისტრო ამ ეტაპზე განიხილავს მხოლო პფაიზერის ვაქცინას, მოდერნას და ასტრაზენეკას. „რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მზაობას, დღესაც რომ გვქონდეს პფაიზერის ვაქცინა, სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, – 80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე …

კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა აჭარაში – 11 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მთლიანად ქვეყანას 11 იანვარს ვირუსის ახლადდადასტურებული შემთხვევა 551-ია. აჭარის რეგიონში გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა  100 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა ოდენობა კი 32 826-ია. კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა – 62 იმერეთი – 84 ქვემო ქართლი – 24 …

კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 11 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  226 215-მდე. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების …

ივანიშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. „მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები,“ – წერს ივანიშვილი ვრცელ წერილში, რომელსაც პარტია ავრცელებს. ——————————————————————————————————— ივანიშვილის წერილს “ბათუმელები” სრულად გთავაზობთ: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:  ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი   მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა,  დღისით 2-7 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: …

კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 10 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 143 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ასევე ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 617 ადამიანი და ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის 6 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 397 PCR ტესტით. ახალი 1 143 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა: თბილისი – 488 შემთხვევა, აჭარა – 88, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი …

კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა აჭარაში – 10 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 126 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 32 726 პაციენტია. რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე)  8 პაციენტი. დადასტურებული აქტიური შემთხვევებიდან კლინიკაში მკურნალობს 3 60 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 266, ხოლო ბინაზე 689. კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 10 იანვარი

კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 9 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 18 149 კვლევა, აქედან 11 095 კვლევა ანტიგენის და 7 054 PCR ტესტით. კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 150, შიდა ქართლი – 165, გურია – …

კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა აჭარაში

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსისგან სულ  32 600 პაციენტია გამოჯანმრთელებული. გასულ 24 საათში 1 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 9 იანვრის მონაცემებით აჭარის რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 11 პაციენტი. ასევე რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 357 პაციენტი, კოვიდ …

Exit mobile version