პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, პოლიციამ 1974 წელს დაბადებული კ.ქ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა“-ამბობს შსს. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით …

ბოლო 7 დღეში კოვიდი მასწავლებლების 0.8 და მოსწავლეების 0.3 % დაუდასტურდა

კორონავირუსის გამო აჭარაში სრულად დისტანციურზე სწავლობს ერთი სკოლა ხულოში და 105 კლასი რეგიონის სხდასხვა სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად დისტანციურზე იმყოფება კლასები: ბათუმი – 68 ქობულეთი -26 ხელვაჩაური – 9 შუახევი – 1 ხულო – 1 ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა სწავლობს დისტანციურად და ცალკეული სკოლების 369 კლასი. ასევე, რისკის ჯგუფის 115 …

აჭარაში კოვიდისგან 8 ადამიანი გარდაიცვალა – 4 დეკემბერი

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კოვიდისგან 8 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლინდა ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის კლინიკებში 1914 ადამიანი მკურნალობს კოვიდეზე. აქედან  534 პაციენტი კოვიდკლინიკებშია, 263 კოვიდსასტუმროში, ხოლო 1117 პაციენტი ონლაინ კლინიკაში მკურნალობს. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 165 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით კი კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში, 40 ადამიანი კი …

„მხოლოდ ფურცელზე არსებული უფლება არ არის უფლება“ – შშმ პირების მსვლელობა ბათუმში

დღეს, 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში მცხოვრებმა შშმ ადამიანებმა, მათი ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა ბათუმში მსვლელობა გამართეს. „ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახლებში უნდა ვისხდეთ, რომლებსაც არ უნდა გვქონდეს განათლების, დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენი მთავარი მიზანია, მივაღწიოთ დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული დედაზე, მამაზე ან სხვა ვინმეზე“- ამბობს ეტლით მოსარგებლე თომა …

„სახლი დაგვეწვა“ – 10-სულიანი ოჯახი ხულოში ზამთარს უსახლკაროდ ხვდება

ხულოში, სოფელ სხალთაში, შაინიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი წელს, 21 მარტს დაიწვა. ოჯახში ათი ადამიანია, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი. სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე სულიკო გაბაიძე მცირედმხედველია და შშმ პირის სტატუსი აქვს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი მისი, როგორც შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობაა. ხანძარმა შაინიძეების სახლში ყველაფერი გაანადგურა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ავეჯი. როცა სახლი დაიწვა, ხულოს …

„ძალიან აცდენილი ხართ რეალობას“ – რისთვის გააკრიტიკეს ჩხენკელი პარლამენტში

დღეს, პირველ დეკემბერს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში წარსდგა. მინისტრმა ისაუბრა ძირითადად მომავალ დროში და ნაკლები – პანდემიით გამოწვეულ სასკოლო დანაკარგებსა და თუ სხვა პრობლემებზე. განათლების მინისტრი პარლამენტის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან ამის გამო გააკრიტიკეს და უთხრეს, რომ მისი განცხადებები რეალობას აცდენილია. „როცა ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე, ვფიქრობ, რომ ძალიან აცდენილი ხართ …

ჩხენკელის თქმით, რესურსცენტრების უფლებები და ვალდებულებები იზრდება

დღეს, პირველ დეკემბერს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოს პარლამენტში ისაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მომავალში ახალი ფუნქცია მიენიჭებათ. „იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც. საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების …

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ალტერნატიულ სქემაზე ვმუშაობთ – ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იქმნება მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ალტერნატიული მოდელი, რომელზეც სპეციალისტები უკვე მუშაობენ. „მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, …

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაღუპული მოსწავლის ნახატი სკოლის კედელზე გადაიტანეს

8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაღუპული 12 წლის დათა შომახიას ნახატი ბათუმის №3 საჯარო სკოლის ფოიეში, ერთ-ერთ ცენტრალურ კედელზე გადაიტანეს. ნახატზე დედა-შვილია ასახული, რომლებიც ხელჩაკიდებული მიაბიჯებენ, წინ კი მხოლოდ სივრცე მოსჩანს. დათა დედასთან ერთად დაიღუპა 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად. დათა შომახია ბათუმის №3 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობდა. როგორც სკოლის დირექტორმა იანა ჩადუნელმა …

ბათუმელმა მოსწავლემ გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო

ბათუმელი მოსწავლე დავით რუსია 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულია. მან თავის გუნდთან ერთად პირველი ადგილი აიღო. დავითი ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, მეათე კლასში სწავლობს, მისი გუნდის წევრები – საბა ხაბურზანია და ანი ესართია კი სენაკელები არიან. „ჩვენს პროექტს ჰქვია თერმული წყლები, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ტემპერატურათა სხვაობის გამო. ამიტომ …

კოვიდის გამო აჭარაში 3 სკოლა და 93 კლასი დისტანციურად სწავლობს

26 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე 3 სკოლა იმყოფება. ონლაინსწავლებაზე გადავიდა 93 კლასი ცალკეულ სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურზეა გადასული 2 სკოლა ხელვაჩაურში და 1 სკოლა ხულოში. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებაზე გადასულ კლასებს, სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: ბათუმი- 79 ქობულეთი-7 ხელვაჩაური- 4 ხულო-2 ქედა -1 სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსი …

რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის 9 შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს

რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის 9 შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის მიუხედავად, გრძელდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა რძის ნაწარმის დასახელებით ეტიკეტირებულ პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გარევით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, …

აუცრელი პირებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება შესაძლოა გადაიხედოს – გამყრელიძე

კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი განუსაზღვრელი ვადით  მიენიჭებათ მიუხედავად იმისა,  აიცრებიან თუ არა ისინი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. ამის შესახებ პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, როდესაც თქვა, რომ  პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება და მწვანე პასპორტის არმქონე პირებს გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა შეეზღუდებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად მისაღებია მისთვის, როცა აუცრელ ადამიანებს განუსაზღვრელი ვადით ანიჭებს სახელმწიფო …

რატომ არ იცრება ჯანდაცვის მინისტრი მე-2 დოზით? – რას პასუხობს გაბუნია

დღეს, 24 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანია პოზიტიური კამპანია ყველა მხრიდან, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. „ანტივაქსერების ჯგუფი საბედნიეროდ არ არის დიდი ჯგუფი და ესეც არის ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით მუშაობა გვჭირდება იმ ჯგუფთან, ვინც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს. ვაქცინაციას წაახალისებს მაგალითიც …

„ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“ – თორნიკე რიჟვაძე ენმ-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 24 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჩანაწერების მიხედვით, ბათუმის ახალარჩეულ საკრებულოს წევრზე,  ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენენ. ენმ-ს თქმით, ამ პროცესში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციელები. ხოლო მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდა დავით რიჟვაძე, თორნიკე რიჟვაძის მამა. ჩანაწერების მიხედვით, ენმ-ს წევრ ნუგზარ ფუტკარაძეს ვაჟა თაბაგიძე 100 ათას …

შშმ პირებს რეგიონებში ეტლი, ყავარჯენი თუ სმენის აპარატი ადგილზე არ მიეწოდებათ

შშმ პირებს სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ეტლი, ყურსასმენი ან სხვა აუცილებელი ნივთები ადგილზე არ მიეწოდებათ. მაგალითად, თუ შშმ პირი სოფელში ცხოვრობს, ის იძულებულია ნივთის მისაღებად თბილისში ან ბათუმში ჩავიდეს და ჩამოიტანოს. ამ პრობლემაზე „ბათუმელებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი ესაუბრა. „მაგალითად, ქედაში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შშმ შვილი ჰყავს და …

ხე-ტყის უკანონო მოპოვებით სახელმწიფოს 20 მლნ ლარის ზიანი მიადგა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მასალების მიხედვით, საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრების შედეგად, 2017-2019 წლებში ქვეყანას 20 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ხე-ტყის უკანონო ჭრა არა მარტო ართულებს ტყის დაცვას, საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეყნის ეკოსისტემას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველ მეორე დღეს გვხვდება სოციალურ ქსელებში, რომელსაც გარემოზე ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. თუმცა აუდიტის დასკვნები ნათლად …

რას ამბობს გერმანიის ელჩი BILD-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს გერმანულ გამოცემა BILD-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც საუბარია ელჩის საქართველოში საქმიანობასა და მისი მეუღლის თანამშრომლობაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. „ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყველას თავისუფლად …

20 წლის გოგო, რომელიც ლოკომოტივის მართვას სწავლობს

20 წლის მარიამ გვეტაძე პროფესიულ კოლეჯში ლოკომოტივის მართვის პროგრამაზე სწავლობს. მატარებლით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა, იმ დღიდან, როცა გრძელ ლიანდაგზე მოსრიალე ვაგონები დაინახა. მოეწონა მწყობრში ჩამდგარი ბორბლების მონოტონური ჟღერადობაც. მარიამი ამბობს, რომ მას შემდეგ სულ მემანქანეობაზე ფიქრობს. იყო პერიოდი, როცა მხატვრობაზე ან არქიტექტორობაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ბავშვობის შთაბეჭდილებებმა სძლია. ამბობს, რომ მისი არჩევანი ოჯახში …

მოქალაქეები შევაჩვიეთ სიღარიბეს, უმოქმედობას – ღარიბაშვილი

დღეს, 22 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს არსებული სოციალური პოლიტიკის შედეგია ის, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები არ ეძებენ სამუშაოს სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით. „ზრდასრული შრომისუნარიანი ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. რეალურად დღეს შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს სამუშაო იმის შიშით, რომ სახელწიფომ არ მოუხსნას დახმარება. …

სახეზეა კომის განვითარების მაღალი ალბათობა – სახალხო დამცველი სააკაშვილზე

საქართველოს სახალხო დამცველი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, მე-18 დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის დამატებითი ვიზიტის შემდეგ. „სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროგნოზირებად ერთ-ერთ კლინიკურ დამძიმებას გუშინ უკვე ჰქონდა ადგილი. გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის …

კოვიდის გამო აჭარაში 6 სკოლა და 100 კლასი ონლანსწავლებაზეა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 6 სკოლა. ბათუმში – 1 სკოლა ქობულეთში – 2 სკოლა ხელვაჩაურში -2 სკოლა ხულოში – 1 სკოლა აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დახურული ერთი სკოლა საკლასო ოთახებში მუშაობას 22 ნოემბერს განაახლებს. გარდა სკოლებისა, კორონავირუსის გამოვლენის გამო მიმდინარე კვირაში პირდაპირიდან ონლაინსწავლებაზე გადავიდა 100 კლასი. …

„არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს“, – ბათუმის მერიის მოხელემ სამსახური დატოვა

ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურში რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, როსტომ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც როსტომ ძნელაძე „ბათუმელებს“ განუცხადა, მან სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო და თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. „არ მომწონს ის, რაც ქვეყანაში ხდება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. აქ ვგულისხმობ, როგორც მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ასევე სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს უფლებასაც“, …

თებიძის საკრებულოს ბათუმის ბიუჯეტს არ დავამტკიცებინებთ – ოპოზიცია ცესკოს მიმართავს

დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმში ახალი საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ უფლებას არ მისცემენ ძველი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს. ბრიფინგზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები, თუმცა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ განაცხადა, რომ იზიარებენ პოზიციას სხდომის ჩანიშვნის ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ. „ბათუმში მიმდინარეობს უპრეცედენტო დანაშაულებრივი მოქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს გამოიხატება იმაში, რომ …

ბსუ-ს პროფესორები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა საპროტესტო აქცია გამართეს და  განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებული არიან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობით, ასევე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. პროფესორები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დროულად გადაიყვანოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი მაღალტექნოლოგიურ, სამოქალაქო კლინიკაში. „ამ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური …

გარდაიცვალა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები ავრცელებენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრს ენმ-დან, რეზო ხარაზს, რომელმაც თავისი კოლეგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, საკრებულოს ახალი წევრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა იყო. ნუგზარ ფუტკარაძე ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე …

სარფის საბაჟოზე 565 000 ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის გამო პასუხისგებაში მისცეს ერთი პირი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომელშიც, საბაჟო კონტროლის შედეგად, აღმოჩნდა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი. „ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება“, – ამბობს საგამოძიებო სამსახური. ამავე …

ბავშვებს აღელვებთ, როგორ იკლო შემოსავლებმა მათ ოჯახებში – პედაგოგი მოსწავლეებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე და როგორ რეაგირებენ მოზარდები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე. ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიაში, სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ესაუბრა. ეკა წულუკიძე  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრიცაა. ქალბატონო ეკა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ პანდემიის გავლენებზე, როგორ აისახა თქვენს სოფელზე და სკოლაზე? ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლა ვართ, 25 …

ახალგაზრდებმა ხულოდან ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო მიიღეს – „სოლიდარობის თემი“ 

„სოლიდარობის თემს“ ტოლერანტობის ქომაგის პრიზი გადასცეს. „სოლიდარობის თემი“ სულ რაღაც 6 თვეა რაც დაარსდა ხულოში, თუმცა ამ მოკლე დროში თემის წევრებმა შეძლეს ბევრ მნიშვნელოვან თემაზე და პრობლემაზე მუშაობა. „სოლიდარობის თემს“ 10 ახალგაზრდა აქტივისტი ჰყავს ამ დროისთვის, რომელთა მთავარი მიზანი დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მსხვერპლი ადამიანების თუ კონკრეტული ჯგუფების სოლიდარობა და სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერაა. „ბათუმელები“ სოლიდარობის თემის …

იმ კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. „ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაკავება …

ბათუმში სახლი დაიწვა

ბათუმში გამთენიისას საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელი სახლი ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია განცხადებით მიმართვის შემდეგ დაეხმარება. „სახლი გადაიხურება დროებით ტენტით, შემდეგ, …

ვის დასჭირდება კოვიდპასპორტის თავიდან აღება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც 16 ნოემბრამდე აიღეს კოვიდპასპორტი იუსტიციის სახლში და აპირებენ უცხოეთში გამგზავრებას, კოვიდპასპორტის განახლება მოუწევთ. ღიბრაძის თქმით, საქართველო ერთიან ელექტრონულ კოვიდსივრცეს 17 ნოემბრიდან შეუერთდება, ამიტომ აქამდე აღებული კოვიდპასპორტები არ იქნება ასახული ერთიან სისტემაში. „კოვიდპასპორტები ვალიდური იქნება მხოლოდ ხვალიდან, ანუ 17 ნოემბრიდან. სამწუხაროდ, ადრე გაცემულ …

ბათუმში ორმა ადამიანმა შიმშილობა დაიწყო

მოძრაობას – „შენთან ერთად“ წევრები კახა  მიქელაძე და ალექსანდრე ბერიძე ბათუმში, ენმ-ს ოფისში შიმშილობას იწყებენ. მათი განცხადებით, შიმშილობის მოტივი სოლიდარობაა იმ პროტესტის მიმართ, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. „შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას, რომელსაც მივიჩნევთ ამორალური ადამიანებისგან შემდგარ დაჯგუფებად, რასაც ბოლოდროინდელი მოვლენები და მათი ნაბიჯებიც მოწმობს, ვუბიძგოთ მორალური გადაწყვეტილებებისკენ, მაგრამ თუ ამ პროტესტს შემოუერთდებიან სხვებიც …

ბათუმში კოვიდით 2 შვილის დედა გარდაიცვალა – ბავშვებს არც მამა ჰყავთ

ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი, იამზე თურაძე გარდაიცვალა. მას ორი – 11 და 14 წლის შვილი დარჩა. ქალი სოციალურად დაუცველი იყო და შვილებთან ერთად „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა. ქალის ახლობლის ინფორმაციით, ბავშვებს არც მამა ჰყავთ, ის წლების წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. დღეს, 16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 83 პაციენტი. კოვიდისგან გარდაცვლილი ადამიანების …

თბილისში ენმ-ს აქციაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა

თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა იგეგმებოდა, თუმცა ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მხოლოდ ერთ – მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდებიან. საპროტესტო აქციების პარალელურად შეინიშნება დიდი ოდენობით ყვითელი ავტობუსების გადაადგილება, სადაც სპეცრაზმელები სხედან. ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობენ. ქუჩებში გადაადგილდებიან წყლის ჭავლის მანქანებიც. ნაციონალური …

ენმ-ს შეფასებით, შსს-მ დააანონსა აქციის მონაწილეების დაკავება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს დღეს, 15 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ შსს-მ არასწორად განმარტა საკანონმდებლო ნორმები, რითაც წინასწარ დაგეგმა საპროტესტო აქციის ხელშეშლა და აქციის მონაწილეების დაკავება. „2021 წლის 14 ნოემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. საქართველოს …

Exit mobile version