ბათუმის მე-13 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ განაცხადა დღეს, 27 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზმა. მისი თქმით, საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა ბაღი დღეს აღარ ფუნქციონირებს. ის, რომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შეჩერებულია, „ბათუმელებს“ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაშიც დაგვიდასტურეს. გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით დიასამიძის თქმით, დოკუმენტაცია შენობაში არსებულ …
Author Archives: ლელა დუმბაძე
ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები დაამტვრიეს – რას ამბობენ მერიაში
ბათუმის ცენტრალურ პარკში რამდენიმე თვის წინ ახალი ქვის სკამები დაამონტაჟეს. ამ სკამებიდან ერთ-ერთი სკამი უკვე დააზიანეს. ქვის სკამის ერთი მხარე მთლიანად ჩამომტვრეულია. ამ ერთ სკამში ბათუმის მერიას 4500 ლარი აქვს გადახდილი. სულ შეიძინეს 50 ცალი. „ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ დაიწყო მოკვლევა ფაქტზე. თავდაპირველად მერიაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებდნენ, მოგვიანებით კი ასეთი განცხადება …
Continue reading “ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები დაამტვრიეს – რას ამბობენ მერიაში”
„ბიჭი ვერც კი მიხვდა, რატომ სცემეს“ – როცა პოლიციელი მსხვერპლად შშმ პირს ირჩევს
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ის პოლიციელი დააკავეს, რომელმაც თბილისის მეტროსადგურში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში პოლიციელს ეუბნებიან, რომ პირი, რომელსაც ის სცემს, სმენისარმქონეა და ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა პოლიციელი არ ჩერდება. რა ევალება პოლიციელს შშმ პირებთან კომუნიკაციისას და როგორი უნდა იყოს პოლიციელთა გადამზადების პროტოკოლი? ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტ …
Continue reading “„ბიჭი ვერც კი მიხვდა, რატომ სცემეს“ – როცა პოლიციელი მსხვერპლად შშმ პირს ირჩევს”
რატომ არ აქვთ სტუდენტებს აუდიტორიაში სწავლის შესაძლებლობა? – რას ამბობს გამყრელიძე
დღეს, 25 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხრეს, მაშინ, როცა ყველა ობიექტი ღიაა, რატომ არ აქვთ სტუდენტებს აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობა? ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას თავად უნივერსიტეტები იღებენ. „უნივერსიტეტებს აქვთ ავტონომია, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ. ჩვენი …
გამოკვლევები კოვიდპაციენტს მხოლოდ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით ჩაუტარდება – გაბუნია
დღეს, 25 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდ პაციენტების სამედიცინო კვლევებზე ისაუბრა. პაციენტების გამოკვლევებს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს, თუკი ოჯახის ექიმი მიიჩნევს, რომ გამოკვლევები აუცილებელია. „პროტოკოლი, რომელიც ჩვენ გვაქვს კოვიდის მართვისთვის, განახლდა დეკემბრის ბოლოს. აქამდეც და ახლაც ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულ პირობებში ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. ხშირად …
გახარიას პარტიიდან ნატალია ძიძიგური ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს შეცვლის
პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს ნატალია ძიძიგური შეცვლის. ბაციაშვილმა საკრებულოს დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა თავის ფეისბუქგვერდზე. ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიას არ ტოვებს, თუმცა სპორტული საქმიანობიდან გამომდინარე საკრებულოში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. რაც შეეხება საკრებულოს ახალ წევრს, პარტიული სიის მიხედვით ბათუმის საკრებულოში თამილა ფაღავა უნდა შესულიყო, თუმცა როგორც პარტიის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ირაკლი …
Continue reading “გახარიას პარტიიდან ნატალია ძიძიგური ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს შეცვლის”
50 წელს ზემოთ ვინც დაიბუსტება, 100 ლარს მიიღებს – მთავრობა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, სახელმწიფო 100 ლარით წაახალისებს. „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მომატებულია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ადამიანი ტესტირებას გადის, სწორად მიუთითოს მონაცემები, რადგან შემდგომში არ გართულდეს მასთან დაკავშირება,“- ამბობს გიორგი ღიბრაძე, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი. 25 იანვრის …
Continue reading “50 წელს ზემოთ ვინც დაიბუსტება, 100 ლარს მიიღებს – მთავრობა”
ბათუმში გახარიას პარტიის წევრმა ნინო ბაციაშვილმა საკრებულო დატოვა
ბათუმის საკრებულოს წევრმა გიორგი გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“ ნინო ბაციაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის ბათუმის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიიდან არ მიდის. ჭადრაკში დიდოსტატი ბაციაშვილი ამბობს, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქვეყანას ტოვებს. „ვიცი, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა და ასევე მოულოდნელი იქნება ის გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგახსენებთ. თუმცა ჩემი, …
Continue reading “ბათუმში გახარიას პარტიის წევრმა ნინო ბაციაშვილმა საკრებულო დატოვა”
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ბინებს წლის ბოლომდე მიიღებენ – მთავრობა
„დევნილ ოჯახებს ორი ალტერნატივა აქვთ – ან თვითონ შეარჩიონ შესასყიდი საცხოვრებელი ბინა ქალაქის ტერიტორიაზე 500 დოლარის ეკვივალენტი ლარში ან დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და მანამდე მათ სააგენტო ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს – განაცხადა დღეს 24 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, სანატორიულ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ბინებს წელს, წლის ბოლომდე მიიღებენ. …
Continue reading “სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ბინებს წლის ბოლომდე მიიღებენ – მთავრობა”
სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად 2 ახალი უწყება პირველ მარტს შეიქმნება – ღარიბაშვილი
დღეს, 24 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქნება ორი ახალი უწყება – პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. „ამ სამსახურების თანამდებობის პირების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები. უკვე შექმნილია ამ კანდიდატების შესარჩევი კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება და რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად. იმ კრიტერიუმებით, …
არარეგისტრირებულ ქორწინებაში 16 877 ბავშვი დაიბადა – 2020 წელი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში 46 520 ბავშვი დაიბადა. ბიჭი – 24 289 გოგო – 22 231 2020 წელს საქართველოში 15-19 წლის ასაკის 1 000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ შეადგინა 27.3 კოეფიციენტი, ხოლო 20-24 წლის ასაკის ქალებისათვის – 103.3. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა. 2020 წელს არარეგისტრირებულ …
Continue reading “არარეგისტრირებულ ქორწინებაში 16 877 ბავშვი დაიბადა – 2020 წელი”
როგორ ხსნიან ბათუმში გახარიას პარტიიდან 14 წევრის წასვლას – „ოცნების“ ხელწერა უცვლელია“
14 წევრის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვებაზე, კომენტარი დღეს 22 იანვარს გააკეთა გიორგი გახარიას რეგიონულმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ უთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პარტიის დატოვებაზე განაცხადეს, დიდი ხანია პარტიის წევრები აღარ არიან. „ოცნების“ ხელწერა უცვლელია. ეს იყო მათი დაგეგმილი და ამ ადამიანების ბრალდებებიც იმ კამპანიის გაგრძელება იყო, რაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა …
სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე
დღეს 22 იანვარს, ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ორივე ქვეყანა რუსეთის ღია აგრესიის პირისპირ დგას. „დღეს უკრაინა ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორც ჩვენ ვიმყოფებოდით 2008 წლის ზაფხულში. ძალიან ახლოს ომთან. ამიტომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა უკრაინელებისადმი. …
Continue reading “სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე”
მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ სწავლის ფორმატი აირჩიონ
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8 -ს და მოსწავლეების 0,1 %-ს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი ქვეყნის მასშტაბით. „სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა“. ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა …
Continue reading “მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ სწავლის ფორმატი აირჩიონ”
ფერიის ბავშვთა პანსიონი სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო – PHR
არასამთავრობო ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფერიის პანსიონი სამართალდამრღვევად ცნო. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებებს იცავს, პანსიონში ყოფნის დროს მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო. „როდესაც 2021 წლის 16 სექტემბერს ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდს (ფერიის პანსიონი) და ითხოვა ყოფილი აღსაზრდელის შესახებ მათთან …
Continue reading “ფერიის ბავშვთა პანსიონი სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო – PHR”
„გეფიცებით თოხებით მივუვარდებით მერს, თუ აქ ვინმეს რამე მოუვა“ – აგარაში 11 ოჯახს ზვავის ეშინია
ქედაში, სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ სოფელში 11 ოჯახი ზვავსაშიშ ზონაში. აქ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზა და არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. „აქ სახლები მეწყრული პროცესების გამოც დაბზარულია და ყოველდღე შეიძლება მოვლენები ცუდად განვითარდეს“, – მოსწერეს „ბათუმელებს“ სოფლიდან. სოფელში გვიყვებიან, რომ ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსი 3 წლის წინ ააშენეს, თუმცა მთავრობა ოჯახების …
სოფელ ლეღვაში სახლი ჩამოინგრა – დიდთოვლობა ქობულეთში
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. სახლში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სახლის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზი თოვლია. „ამ დროისთვის ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. პირველი ეტაპისთვის მერია დაზარალებულ ოჯახს ბინის ქირას გადაუხდის, შემდეგ კი სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის“, – ამბობენ მერიაში. სოფელს ამ დროისთვის არც ელექტროენერგია მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, …
Continue reading “სოფელ ლეღვაში სახლი ჩამოინგრა – დიდთოვლობა ქობულეთში”
თოვლიანი ბათუმი | ფოტორეპორტაჟი
დღეს, 20 იანვარს, ბათუმში დილიდან თოვს. თოვლიანი ამინდი ბათუმში კიდევ ერთ დღეს შენარჩუნდება, შაბათ-კვირას კი გამოიდარებს.
ბავშვების 60%-მა საშუალო და დაბალი შეფასება მიიღო პანდემიაში – პარლამენტის კვლევა
პარლამენტის განათლების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ ზოგად განათლებაზე. პანდემიის გავლენა მოსწავლეების განვითარებაზე განათლების სამინისტროს ჯერჯერობით არ შეუფასებია, ამიტომ კომიტეტის დასკვნები, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ირიბ ინდიკატორებზე დაყრდნობით არის გაკეთებული. დასკვნის მიხედვით, სასკოლო ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, „თუმცა სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის შეფასება,“- წერია ანგარიშში. …
Continue reading “ბავშვების 60%-მა საშუალო და დაბალი შეფასება მიიღო პანდემიაში – პარლამენტის კვლევა”
რატომ ვერ ირჩევენ სტუდენტები სასურველ მაინორ პროგრამას – ბსუ-ს განმარტება
უნივერსიტეტის სტუდენტებს მესამე კურსიდან შესაძლებლობა აქვთ ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა დამატებითი სპეციალობაც აირჩიონ, ე.წ მაინორი (Minor) პროგრამის სახით. თუმცა რიგ შემთხვევებში სტუდენტებს არ ეძლევათ სასურველი პროგრამის არჩევის შესაძლებლობა და იძულებულნი არიან ის პროგრამა აირჩიონ, რომელზეც უფრო მეტი სტუდენტი რეგისტრირდება. მაგალითად, დიანა ნაკაიძეს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, სურდა, მაინორ …
Continue reading “რატომ ვერ ირჩევენ სტუდენტები სასურველ მაინორ პროგრამას – ბსუ-ს განმარტება”
„სოფლის გზები გაუწმენდავია, ბავშვები 2 დღეა სკოლაში ვერ მიდიან“ – ქობულეთი
„ქობულეთის სოფლებში შიდა გზები გაუწმენდავია, რის გამოც ბავშვები სკოლაში ორი დღეა წასვლას ვერ ახერხებენ“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ სოფელ ხალადან. „ბათუმელები“ ქობულეთის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენ სოფელშია ამ დროისთვის შიდა გზები გაწმენდილი და რამდენში – არა. ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ დღეს, 18 იანვარს, ტექნიკამ მუშაობა ყინვის გამო ვერ შეძლო. „როგორც საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს, დღეს ყინვის …
Continue reading “„სოფლის გზები გაუწმენდავია, ბავშვები 2 დღეა სკოლაში ვერ მიდიან“ – ქობულეთი”
სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები. „სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ სასკოლო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ მზაობაც, რადგან პანდემიური ტალღის არაერთი ეტაპი გაიარეს, იციან როგორ მოიქცნენ ინფიცირების გამოვლინების შემთხვევაში. სკოლების უმრავლესობას კი ძალიან მარტივად შეუძლია გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი და შესთავაზონ მშობლებს და ბავშვებს …
Continue reading “სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია”
ომიკრონით ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა – გაბუნია
დღეს, 18 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. „აქედან უმეტესი შემთხვევა არის თბილისში“ – ამბობს თამარ გაბუნია. მისი თქმით, ომიკრონის დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 ადამიანს დასჭირდა, რადგან ინფიცირებული პირებიდან ყველა ვაქცინირებულია. „ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო არ დასჭირდათ ამ პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია. …
Continue reading “ომიკრონით ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა – გაბუნია”
დააკავეს პირი, რომელმაც ტურისტს ლუდისთვის შეუსაბამო თანხის გადახდა აიძულა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც გერმანელ ტურისტს თანხა იძულებით გადაახდევინა. „თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა – ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს – 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელმაც ტურისტს ლუდისთვის შეუსაბამო თანხის გადახდა აიძულა – შსს”
დიდთოვლობის გამო მოსწავლეების ნაწილი სკოლაში ვერ მივიდა – სამინისტრო
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს, 17 იანვარს, ოფიციალურად განახლდა. თუმცა, დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი სოფლის სკოლებში მოსწავლეების დიდი ნაწილი ვერ გამოცხადდა. მაგალითად, სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის შენობა მთლიანად თოვლშია ჩაფლული. სოფლის გზა ამ დროისთვის გაწმენდილი არ არის, რის გამოც ბავშვებმა სკოლაში წასვლას ვერ მოახერხეს. აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ სკოლებში მოსწავლეების ნაწილი ვერ გამოცხადდა, თუმცა …
Continue reading “დიდთოვლობის გამო მოსწავლეების ნაწილი სკოლაში ვერ მივიდა – სამინისტრო”
მაღალმთიან სოფლებში გზები ჩაკეტილია, რამდენიმე სოფელს დენი არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისთვის თოვლის საფარი ხულოს მაღალ სოფლებში სამ მეტრს აღწევს, შუახევში კი – ორ მეტრს. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელეტროენერგია შუახევსა და ქედაში 9 სოფელს არ მიეწოდება. „ხულოს არ აქვს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, თუმცა შუახევსა და ქედაში გამორთულია რამდენიმე სოფელი. ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება: ცხმორისისა და მერისის …
Continue reading “მაღალმთიან სოფლებში გზები ჩაკეტილია, რამდენიმე სოფელს დენი არ მიეწოდება”
კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა – მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან
9 დეკემბერს სოფელ ჭარნალში კაცმა ცოლ და 20 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ოჯახის წევრებისა და ნათესავების თქმით, კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჯანდაცვის შესაბამის სერვისებს ვერ იღებდა. ოჯახის წევრები საუბრობენ დილემაზე, რომელსაც სახელმწიფო ვერ წყვეტს, პრობლემებს ვერც პაციენტის ოჯახის წევრები უმკლავდებიან. იმ საავადმყოფოს ბრალია, რა წამალი მისცეს არავინ იცის ალექსანდრე საგინაძე …
„პირადად დავეხმარები“ – რესურსცენტრის უფროსი 15 წლის მოზარდზე, რომელიც სკოლაში ვერ დადის
სკოლის მიღმა დარჩენილი 15 წლის მოზარდის, შოთა ბოლქვაძის სკოლაში დაბრუნების შესახებ, „ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრს ესაუბრა და ჰკითხა, რა გზები არსებობს სისტემაში იმისთვის, რომ მოზარდმა სწავლის განახლება შეძლოს და საბაზო საფეხურის ატესტატი აიღოს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ შოთას საბაზო განათლების ატესტატის მიღების ორი გზა აქვს. პირველი ის, რომ აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი და სწავლა გააგრძელოს …
10 წლიდან ვმუშაობ, ავად ვარ და ვერც ატესტატი ავიღე – 15 წლის შოთას ისტორია
შოთა ბოლქვაძე 15 წლისაა. სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა მუშაობა დაიწყო – საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა. მერე ავად გახდა და სკოლაში ვეღარ შეძლო სიარული. შოთა მეზღვაურობაზე ოცნებობს, თუმცა ატესტატი არ აქვს. შოთას ოჯახში მასთან ერთად კიდევ ათი ადამიანი ცხოვრობს – შოთას მშობლები, ბებია-ბაბუა, მისი და-ძმები და 3 წლის დისშვილი. ყველაზე პატარა შოთას 6 …
Continue reading “10 წლიდან ვმუშაობ, ავად ვარ და ვერც ატესტატი ავიღე – 15 წლის შოთას ისტორია”
ბათუმში კოვიდზე 36 ბავშვი მკურნალობს
ბათუმში, იაშვილის კლინიკაში, 27 დეკემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსზე სხვადასხვა ასაკის 36 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „დაახლოებით 40-მდე მერყეობს პაციენტების რაოდენობა. ძირითადად 15 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ახალშობილთა რეანიმაციაში გვყავს 6 ბავშვი, აქედან 4 ახალშობილია,“ – გვითხრეს კლინიკაში. კორონავირუსის რომელი შტამი ფიგურირებს ბავშვებში? – კლინიკაში ამბობენ, რომ ამის შესახებ …
ნაძვის ხე ვანდალურად დააზიანეს – მერია
ბათუმის ცენტრალურ ნაძვის ხეზე განათებების ნაწილი დაზიანდა. მერიაში განაცხადეს, რომ განათებები ვანდალურად დააზიანეს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაუფრთხილდნენ ქალაქის საკუთრებას. „ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის განათებებისა და მორთულობები ვანდალურად დააზიანეს. ნაძვის ხის დაზიანებული მონაკვეთი უკვე აღდგენილია. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ქალაქის საკუთრებასა და მორთულობებს, რომელიც ქმნის სადღესასწაულო განწყობას“-ამბობს მერია. ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთო. წელს …
რა ღირს კურორტ „გოდერძიზე“ დასვენება – სეზონი გაიხსნა
დღეს 25 დეკემბერს კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. როგორც „გოდერძის“ დირექტორი მალხაზ მახარაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კურორტზე სათხილამურო ბილიკები და საბაგირო გამართულია. „სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. მაშველებს ჩაუტარდა ტრენინგებიც. კოვიდის საფრთხეებიდან გამომდინარე ადგილზე სამედიცინო პუნქტიც მუშაობს, რეანიმობილი, ექთანი და მძღოლიც ადგილზეა“ – ამბობს მალხაზ მახარაძე. მისი თქმით, საბაგიროზე და სასტუროში კოვიდპასპორტის გარეშე …
Continue reading “რა ღირს კურორტ „გოდერძიზე“ დასვენება – სეზონი გაიხსნა”
სოფელ ქობულეთში 2 სახლი დაიწვა
სოფელ ქობულეთში 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ორივე სახლი ჯინჭარაძეებს ეკუთვნოდათ. სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა. როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, წინასწარი ინფორმიით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახი ნათესავის სახლში აფარებს თავს. „თუ ხანძრის შედეგად სრულად არის ქონება განადგურებული, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობა გამოუყოფს თანხას დაზარალებულებს 15 ათასი ლარის ოდენობით და თუ ნაწილობრივ არის …
აჭარაში კოვიდით 4 ადამიანი გარდაიცვალა – 25 დეკემბერი
აჭარაში კორონავირუსისგან 4 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში კოვიდზე 513 ადამიანი მკურნალობს. კოვიდსასტუმროში 233 პირი იმყოფება, ონლაინკლიკებში კი 1331 პირი. ბოლო მონაცემებით აჭარაში ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა 286 197-ია. აქედან ორი დოზით 128 866 პირია აცრილი, ბუსტერ დოზით კი 3 808 პირი.
შუახევის სოფლებს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტში კი უკვე მეოთხე დღეა გათიშულია დენი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა დაბას და მიმდებარე სოფლებს. „დილიდან კომპანიის ტექნიკური სამსახური გასულია აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად“-გვეუბნებიან ენერგო კომპანიაში. მოსახლეობა უშუქობის გამო ვერ მუხტავს ტელეფონებს, რის გამოც შეფერხებულია კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან.
4 ადამიანს საავადმყოფოში გადასაყვანად დახმარება დასჭირდა – დიდთოვლობა ხულოში
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხულოში. ამ დროისთვის გასაწმენდია ცენტრალური გზა თხილვანას მიმართულებით. „ნალექი დიდი იყო, ამიტომ დილიდანვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება სასოფლო გზებს, მათი გაწმენდაც დაწყებულია და ეტაპობრივად გაიწმინდება. ამ დროისთვის გზებზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ გადაადგილება.“ – გვეუბნებიან საგზაო დეპარტამენტში. ამავე უწყების ინფორმაციით, …
Continue reading “4 ადამიანს საავადმყოფოში გადასაყვანად დახმარება დასჭირდა – დიდთოვლობა ხულოში”