ბათუმში ორმა ადამიანმა შიმშილობა დაიწყო

მოძრაობას – „შენთან ერთად“ წევრები კახა  მიქელაძე და ალექსანდრე ბერიძე ბათუმში, ენმ-ს ოფისში შიმშილობას იწყებენ. მათი განცხადებით, შიმშილობის მოტივი სოლიდარობაა იმ პროტესტის მიმართ, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. „შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას, რომელსაც მივიჩნევთ ამორალური ადამიანებისგან შემდგარ დაჯგუფებად, რასაც ბოლოდროინდელი მოვლენები და მათი ნაბიჯებიც მოწმობს, ვუბიძგოთ მორალური გადაწყვეტილებებისკენ, მაგრამ თუ ამ პროტესტს შემოუერთდებიან სხვებიც …

ბათუმში კოვიდით 2 შვილის დედა გარდაიცვალა – ბავშვებს არც მამა ჰყავთ

ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი, იამზე თურაძე გარდაიცვალა. მას ორი – 11 და 14 წლის შვილი დარჩა. ქალი სოციალურად დაუცველი იყო და შვილებთან ერთად „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა. ქალის ახლობლის ინფორმაციით, ბავშვებს არც მამა ჰყავთ, ის წლების წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. დღეს, 16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 83 პაციენტი. კოვიდისგან გარდაცვლილი ადამიანების …

თბილისში ენმ-ს აქციაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა

თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა იგეგმებოდა, თუმცა ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მხოლოდ ერთ – მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდებიან. საპროტესტო აქციების პარალელურად შეინიშნება დიდი ოდენობით ყვითელი ავტობუსების გადაადგილება, სადაც სპეცრაზმელები სხედან. ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობენ. ქუჩებში გადაადგილდებიან წყლის ჭავლის მანქანებიც. ნაციონალური …

ენმ-ს შეფასებით, შსს-მ დააანონსა აქციის მონაწილეების დაკავება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს დღეს, 15 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ შსს-მ არასწორად განმარტა საკანონმდებლო ნორმები, რითაც წინასწარ დაგეგმა საპროტესტო აქციის ხელშეშლა და აქციის მონაწილეების დაკავება. „2021 წლის 14 ნოემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. საქართველოს …

საქართველოში კოვიდმა უკვე 11 057 ადამიანი იმსხვერპლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 15 ნოემბრის ანუ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 057-ს მიაღწია. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში კი, ვირუსმა 1000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე კოვიდით გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა ათი ათასს აჭარბებდა. მაგალითად, 15 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კოვიდით 82 ადამიანი დაიღუპა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 24 საათის …

ვფიქრობ ღირებული იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ევროპარლამენტს მივაწვდით – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, დღეს 13 ნოემბერს მედიისთვის კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ როგორ უთხრა ხელისუფლებამ ციხეში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი. „საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო ვწვეოდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საპყრობილეში. ჩვენ ვიცოდით მისი გადაწყვეტილება, რომ უნდა გამოეცხადებინა შიმშილობა, მაგრამ ჩვენ შეშფოთებული ვართ შიმშილობის ხანგრძლივობით და მძიმე შედეგებით, რომელიც შეიძლება დადგეს. მე ასევე შევხვდი ელენე …

რუსთაველზე საპროტესტო აქცია განახლდა

დღეს 13 ნოემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე კვლავ განახლდა ოპოზიციის საპროტესტო აქციები, სადაც აქციის მონაწილეები მოითხოვენ როგორც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში, ასევე საუბარია იმაზე რომ „ქართული ოცნება“ ღიად დაუპირიპირდა თავისუფალ ევროპას და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს. აქციის დაწყებამდე ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო ბრიფინგიც გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსული ევროპარლამენტარების ციხეში არ შეშვებით, …

აჭარაში კოვიდით 5 პაციენტი გარდაიცვალა – 13 ნოემბერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი რეგიონში 2.6 პროცენტია. სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სულ 224 030 ადამიანია აცრილი. აქედან 105 271 ადამიანი ორი დოზითაა აცრილი. 259-მა ადამიანმა კი ბუსტერი ანუ მესამე დოზა გაიკეთა. ჩატარდა 5 738 ტესტი. ამ დროისთვის კორონავირუსზე აჭარაში 1856 ადამიანი მკურნალობს. აქედან კლინიკებში …

ბოლო 24 საათში კოვიდისგან 78 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 78 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევა. კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.15 პროცენტი. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 018 ტესტი. მათ შორის 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 285 პირი. დღეს …

ბავშვებს კალმის სწორად დაჭერაც კი უჭირთ – დაწყებითის მასწავლებელი პანდემიის გავლენებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე, მათ ქცევით განვითარებასა და განათლებაზე, რა რისკების წინ დგას დღემდე სკოლა – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე საუბრობს. ბატონო მინდია, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ აისახა პანდემიის პერიოდი ბავშვების აკადემიურ უნარებზე ან ქცევაზე? ჩემი მოსწავლეები საბავშვო ბაღიდან არიან მოსული და პრობლემა ისაა, რომ გასულ წელს, პანდემიის …

„უნდა მოხდეს დიდი შერიგება“ – მურმან დუმბაძე იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მურმან დუმბაძე დღეს, 12 ნოემბერს, გაათავისუფლეს. ის სასამართლოზე დღეს საღამოს წარსდგება. როგორც მურმან დუმბაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, დაკავებულებს  სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „რატომ დამაკავეს არ ვიცი, ჟურნალისტების და პოლიციელების გარემოცვაში ვიყავი, რაღაცაზე ვსაუბრობდი, ამ დროს ვიღაც მოვიდა და დამაკავა. არ აუხსნიათ …

აჭარაში 5 სკოლა კოვიდის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 5 საჯარო სკოლა და 116 კლასი. ბათუმში – 1 ქობულეთში – 2 ხულოში – 2 აჭარის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა ასევე ცალკეული სკოლის 116 კლასი. ბათუმში – 99 ქობულეთში – 12 ხელვაჩაურში – 2 შუახევში – 1 ქედაში – 2 ამავე …

სააკაშვილზე ძალადობის ჩვენებით ხელისუფლებამ მომხრეების დაკმაყოფილება სცადა – კორძაია 

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაყვანის ამსახველი კადრები გაავრცელა. კადრების თანახმად, სააკაშვილი ძალის გამოყენებით შეჰყავთ დაწესებულებაში. საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ფაქტის სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეზე საუბრობს. ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებთ იმას, რაც დღეს გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. რატომ გავრცელა ეს კადრები და დაირღვა თუ არა ამით პატიმრის …

ქმრის ნათესავების მიერ სასტიკად ნაცემი ქალის საქმეზე გაეროს ქალთა კომიტეტმა დასკვნა გამოაქვეყნა

დღეს, 11 ნოემბერს, ჟენევაში, გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი გამოძიება და ვერ დაიცვა ქალი, რომელიც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი გახდა. ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ოჯახის წევრებმა სასტიკად სცემეს შვილების თვალწინ, რამაც შემდეგ მისი სიკვდილი გამოიწვია. შემთხვევა 2014 წელს მოხდა. კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას ორი შვილის …

პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მან პატიმარ სააკაშვილზე და ზოგადად, პატიმრებზე საუბარი დაასრულა. დღეს, 11 ნოემბერს, ჟურნალისტებმა მას სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაუსვეს შეკითხვა. „მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს განცხადებას რამდენიმე საათში და ვრცლად გააკეთებს განმარტებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე. …

აჭარაში კოვიდის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორორავირუსით ინფიცირების 133 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 7 ადამიანი. აჭარაში კოვიდზე მკურნალობს 1869 ინფიცირებული. აქედან  კოვიდლინიკებში – 588 პაციენტი,  კოვიდსასტუმროებში – 281, ხოლო ონლაინკლინიკაში 1000 ადამიანი გადის მკურნალობას. ქვეყნის მასშტაბით დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,25%-ია, ასევე მაღალია კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება.

კოვიდით გარდაიცვალა 77 ადამიანი – 11 ნოემბერი

11 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 77 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა ვირუსის 4 563 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 4 744 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,25%-ია. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 832 შემთხვევა, აჭარაში – 133, იმერეთში – 711, ქვემო ქართლში – 362, შიდა ქართლში …

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტს იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტს იწყებს. ამის შესახებ დღეს 10 ნოემბერს გავრცელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება. „უმაღლესი საბჭოს ფრაქცია – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქციის წევრები უარს ვაცხადებთ პლენარულ, ბიუროს და კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც დღეს მიმართა ფრაქციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. აღნიშნული …

სკოლებში კონფლიქტების მოსაგვარებლად სამინისტრო მედიაციის პროგრამას იწყებს

მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტის მიზანი მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებაა. როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, საქართველოში აქამდე არ არსებობდა სასკოლო მედიაციის პრეცედენტები. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გვაქვს ამის გამოცდილება, თუმცა სასკოლო სისტემაში – არა. გავწევრიანდი ევროპის სკოლის მედიატორთა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროპული ფორუმის ქვეშაა; მოვუსმინე ექსპერტებს მსოფლიოდან, ვისაც ძალიან …

გადაწყდა 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მშობლის თანხმობით. „12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია „ფაიზერის“ დოზით“- განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 9 ნოემბერს. „ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა საბედნიეროდ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები მაღალი არ არის და არც …

მწვანე პასპორტები პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

დღეს, 8 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის წამახალისებელ აქტივობებზე გააკეთა განცხადება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ღარიბაშვილის თქმით, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტი და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. „პირველი დეკემბრიდან კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინო-თეატრებსა და სხვა ობიექტებში მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას. ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი იქნება დღესვე გავრცელებული. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ …

200 ლარს მიიღებს ყველა პენსიონერი, ვინც იანვრამდე აიცრება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ  ვაქცინაციის წახალისების  გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის. „დღეიდან 200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბოლო დღეებში საქართველოში კოვიდის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვაქცინაციის დონე კი იკლებს. იზრდება კოვიდით გარდაცვლილთა …

აჭარაში 93 კლასი ონლაინსწავლებაზეა

ბოლო ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო 93 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ონალაინსწავლობდა 5 სკოლა, თუმცა, როგორც აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, 5 ნოემბრის მდგომარეობით აჭარაში ყველა სკოლაში პირდაპირ, საკლასო ოთახებში სწავლობენ. მხოლოდ ცალკეული კლასებია ონლაინსწავლებაზე. ბოლო კვირის მონაცემებით, აჭარის სკოლებში ვირუსი დაუდასტურდა მოსწავლეების 0.67 პროცენტს და სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,1 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის …

კირთაძის თქმით, „ოცნება“ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აშანტაჟებს – რას პასუხობს ჭეიშვილი

დღეს, 5 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“  რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“  ახალარჩეული ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წევრების მოსყიდვას და დაშინებას ცდილობს, საკრებულოში გადაბირებისა და უმრავლესობის შექმნის მოტივით. „ამის შესახებ ჯერ კიდევ კობახიძე-ღარიბაშვილმა გააკეთეს განცხადება, რომ ექნებათ უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. გახარიას პარტიიდან შესული საკრებულოს ერთი წევრი ხომ გადაიყვანეს და როგორც ჩანს, დანარჩენი …

რუსეთის მოქალაქე დიდი ოდენობით ქონების მითვისების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, სხვისი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი დაამზადა და მიისაკუთრა თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47 800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთი. მან ასევე გააყალბა აღნიშნული კომპანიის  წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც …

ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები – ნაკაიძე

პარლამენტის დამოუკიდებელი პედუტატი ტარიელ ნაკაიძე ოპოზიციის წევრების მხრიდან პარლამენტის დატოვებაზე თავის მოსაზრებას ავრცელებს. დეპუტატის თქმით, თუ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, ამას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები, რათა შეფასდეს რისკები და ყველა შესაძლო სცენარი. „ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შეუძლებლად მესახება, ამ ბრძოლაში წარმატებას მივაღწიოთ კოორდინირებული მუშაობისა და გააზრებული ნაბიჯების …

 საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო – ვაჟა ანანიძის საქმე

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებით აჭარის პროკურატურას მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვაო აკადემია არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, აკადემია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღედგინოს სამსახურში ყოფილი ლექტორი ვაჟა ანანიძე და მას მისცეს განაცდური ხელფასიც. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა შს სამინისტროს რეაგირებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, 2021 წლის პირველ ნოემბერს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება …

გერმანიამ საქართველოს კოვიდის სამკურნალო მედიკამენტები გადმოსცა

გერმანიის მთავრობამ საქართველოს კოვიდის სამკურნალო მედიკამენტები აჩუქა. Casirvimab-ისა და Imdevimab-ის 3024 დოზა მედიკამენტი გამოიყენება კოვიდით დაავადებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ. „მაღალი ხარისხის ეს მედიკამენტები განკუთვნილია კოვიდით დაავადებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წამლების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მაგრამ კოვიდთან ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უფრო მეტმა ადამიანმა გაიკეთოს ვირუსის საწინააღმდეგო აცრა,“- …

დაშინება, შეურაცხყოფა, ცნობები ხმების მოსყიდვაზე და სხვა დარღვევები გაგრძელდა – აშშ საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შეფასებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტები.  ასევე, რესურსების მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც საასპარეზო პირობები შეცვალა. „ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, …

2 ნოემბერს ბათუმში 26 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 2 ნოემბერს, ბათუმის რამდენიმე ქუჩას დილის 9 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტა გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: ბაგრატიონის შესახვევი, სულაბერიძის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, ჩოლოყაშვილის შესახვევი, ჩოლოყაშვილის მეორე შესახვევი, თავდადებულის შესახვევი, თავდადებულის ქუჩა, ლუკა ასათიანის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, გონიოს ქუჩა, გონიოს შესახვევი, მამია …

ბათუმში 1 პირი დააკავეს – ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბანზე

ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველსა და კომისიის წევრს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი დამკვირვებლის განცხადებით, უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ გინება დაუწყო უბანზე მყოფ პირებს. „უბანზე შემოვიდა საკმაოდ აგრესიული ამომრჩეველი, ყველას შეურაცხყოფას აყენებდა, ვინც „ოცნებას“ არ აძლევდა ხმას. მივმართე თავმჯდომარეს, რომ აღმოეფხვრა ეს ინციდენტი, ამის შემდეგ მან მომაყენა შეურაცხყოფა, შემეხო ფიზიკურადაც. …

ბათუმში საარჩევნო უბანზე ცესკოს გაყალბებული აკრედიტაციები აღმოჩნდა [ვიდეო]

„ბათუმელებმა“ ბათუმის #41-ე საარჩევნო უბანზე, ყუთში ჩაყრილი ცესკოს აკრედიტაციის სავარაუდოდ გაყალბებული მოწმობების ქსეროასლები აღმოაჩინა. ქსეროასლების მიხედვით, აკრედიტაციები გაცემულია სხვადასხვა პირზე, ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე პირზე ორი სხვადასხვა მოწმობის ასლიც აღმოჩნდა. აკრედიტაციების ქსეროასლებზე მითითებულია, რომ ეს პირები წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს: „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, „ALL MEDIA“, „ახალგაზრდა თაობა“, „მომავლის ნათება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა …

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, დღეს, 16:00 საათამდე, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. „მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ „აქტივისტებს“, „ზონდერებს”, „დეზინფორმატორებსა“ და „ოპოზიციის წარმომადგენლებს“ უწოდებდნენ. კოალიცია „მედიის …

„არის თანხის გადაცემის ფაქტი“ – რა დარღვევებზე საუბრობს ენმ ბათუმში

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ენმ-ს წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, დღეს, ამ დრომდე პარტიის დამკვირვებლებმა დაწერეს 30 საჩივარი, მათ შორის ოთხი საჩივარი დაიწერა საოლქო კომისიაში. მირდატ ქამადაძის თქმით, მერვე უბანზე იყო შემთხვევა როცა ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, მაგრამ სამაგიდო სიაში მათი გვარის გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი იყო. „მათ არ მიეცათ ხმის …

სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება ორ ფაქტზე დაიწყო – შსს არჩევნების მეორე ტურზე

დღეს, 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საარჩევნო დარღვევების შესახებ შს სამინისტრომ განცხადება გააკეთა. შსს-ს თქმით, ამ დროისთვის სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება ორ ფაქტზე მიმდინარეობს. „ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე უბნის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული 5 პირი. …

საქართველოში 218 სკოლა და 415 კლასი ონლაინ სწავლობს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ქვეყნის მასშტაბით 218 სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. ონლაინსწავლობს 415 ცალკეული კლასიც. მიმდინარე კვირაში კორონავირუსი სკოლის მასწავლებლების 0.9 და მოსწავლეების 0.3 პროცენტს დაუდასტურდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხოლოდ 69.6 პროცენტია აცრილი. ამავე წყაროს ცნობით, სექტემბრიდან დღემდე დისტანციურად ატარებს გაკვეთილებს 142 მასწავლებელი. ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი ბოლო …

Exit mobile version