მთავარი,სიახლეები

10 კილოგრამი ჰეროინის შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს

03.05.2022 • 1237
10 კილოგრამი ჰეროინის შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ​ე.მ. დააკავეს.

მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარეობს გამოძიება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: