მთავარი,სიახლეები

წაშლილი ზებრა გადასასვლელები ქალაქში

25.07.2019
წაშლილი ზებრა გადასასვლელები ქალაქში

ბათუმის როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე პერიფერიულ უბნებშიც, ზებრა გადასასვლელები გარკვეულ ადგილებში მთლიანად წაშლილია, ზოგან კი – ნაწილობრივ.

ზებრა გადასასვლელზე წაშლილია თეთრი საღებავი ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაშიც.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ქალაქის დიდ ნაწილში წაშლილია ავტობუსის გაჩერებების ნიშნულებიც.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის პარალელურ – პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე. ზებრა გადასასვლელებზე ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. როგორც კომპანიაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ნიშნულების მოხაზვა დაწყებულია, თუმცა როდის დასრულდება,  კომპანიაში ვადებს ვერ აკონკრეტებენ.

ასათიანის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე თეთრი ხაზები მთლიანად წაშლილია.

„საღებავები შეძენილია და გეგმის მიხედვით მოხდება ნიშნულების გაკეთება,“ – გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გაჩერებებისა და ზებრა გადასასვლელების მონიშვნა გორგილაძის ქუჩაზე, თუმცა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაჩერებებსა და გადასასვლელებზე ისევ ძველი საღებავია შემორჩენილი.

ზებრა გადასასვლელი წაშლილია თავდადებულის ქუჩაზეც.

„დაიხაზა ხიმშიაშვილის ქუჩა და აეროპორტისკენ ანწუხელიძის ქუჩა, წვიმამ შეგვიშალა ხელი და როცა გამოიდარებს, ისევ განვაახლებთ სამუშაოებს. საღებავი მიღებულია, ჯგუფი არის, ტექნიკა არის და მთელი ქალაქი მოიხაზება, თუმცა დღეში 10-15 ხაზზე მეტს ვერ ვასწრებთ,“-გვითხრა ბესო დათიაშვილმა, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: