მთავარი,სიახლეები

გონიოში ზღვაში კაცი დაიხრჩო

05.08.2019 • 2364
გონიოში ზღვაში კაცი დაიხრჩო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გონიოში ზღვაში დაახლოებით 12:00 საათზე  შევიდა.

როგორც საგანგებოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მაშველებმა კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს საავადმყოფოში გადაყვანის დროსაც უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯერჯერობით უცნობია, დაღუპული კაცი ადგილობრივია თუ ტურისტი.

ზღვაზე ამ დროისთვის 4-ბალიანი შტორმია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: