მთავარი,სიახლეები

იაპონელი მხატვრის გამოფენა ბათუმში

07.08.2019 • 3071
იაპონელი მხატვრის გამოფენა ბათუმში

ბათუმში პირველად, იაპონელი მხატვრის ისაო ტომოდას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა, სახელწოდებით – „წარმოიდგინე“, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 8-10 აგვისტოს გაიმართება.

აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, ისაო ტომოდა 1944 წელსაა დაბადებული, განათლება მიღებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების ლიგაში დიზაინის განხრით.

„დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ილუსტრატორად, გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მრავალფეროვან ტექნიკაში (ტუში, პასტელი, ზეთი)“.

„ჩემს ხელოვნებაში მე ვარ თავისუფალი, ვხატავ იმას, რაც მინდა, მაგრამ ჩემი ინტერესის ძირითადი ობიექტი ადამიანია და ვცდილობ, მისი შინაგანი სამყაროს გადმოცემას,“ – ამბობს მხატვარი თავის შემოქმედებაზე.

გამოფენა 8 აგვისტოს 16:00 საათზე გაიხსნება.

ისაო ტომოდა
ფოტო: მხატვრის ფეისბუკის გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: