მთავარი,სიახლეები

2020 წელს აბიტურიენტები სამედიცინო პროგრამებზე ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ

07.08.2019 • 2290
2020 წელს აბიტურიენტები სამედიცინო პროგრამებზე ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს  აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები მხოლოდ სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ:

ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
უცხოურ ენაში,

მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე,  სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე  გამოცდას  შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია,  ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები,  გეოგრაფია,  ლიტერატურა,  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე  სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა;
ბიოლოგია;
მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს:

ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა.

 აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის  შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს  დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

სექტემბრის  შუა რიცხვებში აბიტურიენტებისათვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

2019 წლის ჩათვლით, აბიტურიენტები ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე ოთხ სავალდებულო საგანს აბარებდა. 2020 წლიდან აბიტურიენტები აღარ ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას.

ამავე თემაზე:

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: