მთავარი,სიახლეები

ნაღმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ ენაზე შევიდა

31.07.2019
ნაღმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ ენაზე შევიდა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, დღეს 31 ივლისს, 18:00 საათზე რუსულ ენაზე შეტყობინება შევიდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ შენობაში ბომბი იყო.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა იმყოფებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეტყობინების შესახებ ინფორმაცია შსს გადაეგზავნა, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ შენობაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელი რუსული ფოსტიდან იყო შეტყობინება, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ამ შეკითხვაზე ჯერ-ჯერობით ვერ გვიპასუხებს და გამოძიებას დაელოდება.

გამნამღველები უნივერსიტეტის შენობაში ამ დრომდე მუშაობენ. გამოძიება უკვე დაწყებულია სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს.  დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.

__________

ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: