დღეს, პირველ აგვისტოს, დილით, ჩაქვში ერევანი-თბილისის მატარებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეჯახა.
შსს ინფორმაციით, კაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.