მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარში 2 აგვისტოდან უფასო კინოჩვენებები იწყება – ბიაფფიადა

01.08.2019
ბათუმის ბულვარში 2 აგვისტოდან უფასო კინოჩვენებები იწყება – ბიაფფიადა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ბათუმის ბულვარში კინოჩვენებებს იწყებს.

ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ.

კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 2, 3, 9, 11, 12, 23, 24, 25 აგვისტოს.

გაიმართება დღეში ორი კინოსეანსი: 20:30 საათზე და 22:30 საათზე.

კინოჩვენებები ბათუმის გარდა აჭარის რამდენიმე რეგიონშია კიდევ დაგემილი.

კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.

აფიშა ასე გამოიყურება:

  • 2 აგვისტო – „ბათუმის ტალღა“(ბათუმელი რეჟისორების მოკლემენტრაჟიანი ფილმების კოლექცია), 2016; „გაიღიმე“, რუსუდან ჭყონია, საქართველო/საფრანგეთი/ლუქსემბურგი, 2012
  • 3 აგვისტო„ინსაიტი“, გია დიასამიძე, 2010 / ინსაიტი, ჟენია გორინ, საქართველო/რუსეთი, 2015; „ცისფერი მთები“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1983
  • 9 აგვისტო„საშიში დედა“, ანა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2017; „აღსარება“, ზაზა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი/აშშ, 2017
  • 10 აგვისტო – „სხვისი სახლი“, რუსუდან გლურჯიძე, საქართველო/რუსეთი, 2017; „გაღმა ნაპირი“, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/ყაზახეთი, 2009
  • 11 აგვისტო – „ნეილონის ნაძვის ხე“, რეზო ესაძე, საქართველო, 1985; „შემთხვევითი პაემნები“, ლევან კოღუაშვილი, საქართველო/უკრაინა, 2014
  • 23 აგვისტო – „ფიროსმანი“, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969; „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.
  • 24 აგვისტო – მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; მოკლემეტრაჟიანი ფილმები
  • 25 აგვისტო – „მანდარინები“, ზაზა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2016; მოკლემეტრაჟიანი ფილმები

პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, პარტნიორები – ბათუმის ბულვარი და ბათუმის თოჯინების თეატრი.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: