რომელ პროგრამებზე აპირებენ პროფესიული კოლეჯები ზოგადი განათლების მოდულის დანერგვას

პროფესიულ სასწავლებლებში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა. ამ სტანდარტების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც, რაც შემდგომში მათ შესაძლებლობას მისცემს, სწავლა უმაღლეს სასწავლებელშიც გააგრძელონ. პირველ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, შვიდი პროფესიული კოლეჯი აპირებს ინტეგრირებული პროგრამების დანერგვას. აქედან ერთ-ერთი ქობულეთში არსებული კოლეჯი „ახალი ტალღაა“. „ახალი ტალღის“ ხარისხის მართვის მენეჯერი ირმა მეგრელიძე …

სარფში ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებზე დააკავეს

შსს ინფორმაციით,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ჯ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფში“ დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „პრეგაბალინის“ შემცველი ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკის“ …

გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოში კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ქალებს კლავენ შვილების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, საჯარო სივრცეებში, ქალებს კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერების მიუხედავად, დანაშაული არ მცირდება.  „ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის, ეს ქალების განდევნის ხელობაა“-ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე მწერალს ესაუბრა. გუშინ თქვენ გარდაბანში 23 წლის ქალის მკვლელობას …

ბათუმის მეჩეთში იატაკს ცვლიან

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში იატაკს ცვლიან. მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, იატაკის შეცვლაზე ნებართვა გაცემულია. „ჩვენ მეჩეთის სრული რეაბილიტაციის პროექტი შესყიდული გვქონდა 2015 წელს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა, თუმცა ამჟამად იცვლება იატაკი, რადგან დაზიანებული იყო და სამუშაოები ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს,“-ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი. …

2020 წელს სახელმწიფო აჭარიდან 900 სტუდენტს დააფინანსებს

აჭარის განათლების სამინისტრომ წელს ერთი მილიონი ლარი გამოყო 900 სტუდენტის დასაფინანსებლად. თუმცა გრანტი მხოლოდ იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებიც სამინისტროს მიერ დადგენილ კატეგორიას მიეკუთვნებიან. სტუდენტი იმ შემთხვევაში მიიღებს დაფინანსებას, თუ მისი ბოლო სემესტრის საშულო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის. ასევე, დაფინანსების მიღება შეუძლიათ: დედ-მამით ობოლ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახიდან სტუდენტებს, სადაც …

დააკავეს პირი, რომელმაც 10 000 ლარი გამოართვა დევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ „შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც …

გამარჯვებული ბათუმელი მოსწავლეები მოსაწყენი გაკვეთილების წინააღმდეგ

სამედიცინო ფიზიკა, მეცნიერება, მედიცინა, კომპიუტერული პროგრამები – ეს იმ პროფესიების ჩამონათვალია, რომლებიც შემოქმედებითი კლუბ „ფოტონის“ ბავშვებს სურთ აირჩიონ. კლუბი ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში ორი წელია შეიქმნა და უკვე გახდა მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი საბუნებისმეტყევლო საგნების ტურნირში „ჩხირკედელა“. კონკურსის პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი კერძო და საჯარო სკოლა იყო ჩართული, თუმცა მეორე ტურში მხოლოდ 40 …

კლიმატის ცვლილებები – კონკურსი eTwinning-ის პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის

პროგრამა eTwinningplus-ის ფარგლებში პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის პროექტების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის თემაა „კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები“. „2020 წელი eTwinning- ისთვის კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების წელია. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მედია ყოველდღიურად აშუქებს კლიმატური ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, ხოლო მეცნიერები და სპეციალისტები საუბრობენ კლიმატური ცვლილებების დამანგრეველ შედეგებზე, eTwinning-ის გუნდმა საჭიროდ ჩათვალა, რომ სასარგებლო იქნებოდა სასწავლო პროცესში …

რატომ ამბობენ უარს ბავშვები სკოლაში სიარულზე? – ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან

Unicef -ის ბოლო კვლევის მიხედვით, სკოლის სრული საშუალო საფეხურის ასაკის ბავშვებში გაკვეთილებს 85 პროცენტი ესწრება. მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია დაწყებით და არასრული საფეხურის შემთხვევაში. რატომ არ მოსწონთ ბავშვებს სკოლაში სიარული და რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი ფსიქოლოგთან? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფსიქოთერაპევტ ნათია კუჭუხიძეს ესაუბრა. ქალბატონო ნათია, რა მიზეზებზე საუბრობენ ის ბავშვები, ვისაც არ …

თეონა ყაჭეიშვილს წლის საუკეთესო დირექტორის პრიზი გადასცეს

2019 წლის „საუკეთესო დირექტორი“ თეონა ყაჭეიშვილი გახდა. კონკურსი განათლების სამინისტრომ პირველად ჩაატარა. გამარჯვებული დირექტორს ფულადი პრიზი გადასცეს. დირექტორი ასევე სასწავლო ვიზიტით ციურიხში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ ზუგდიდის, სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი გოგი თოდუა და ქუთაისის  30-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე, რომლებსაც ასევე ფულადი პრიზები გადაეცათ. …

ქობულეთის მერიის განმარტება ფიჭვნარში ხეების გაჩეხვაზე

დღეს, 13 თებერვალს, ქობულეთის სანაპიროზე, ფიჭვნარში კომპანია „კრისტალ ბილდინგმა“ ხეები გაჩეხა. ქობულეთის მერიის განმარტებით, კომპანიას ხეების გაჩეხვის უფლება მუნიციპალიტეტმა მისცა. „ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი #277-ში, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის შპს „კრისტალ ბილდინგი“, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 29 322 კვ.მ. კომპანიამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა თანამედროვე ტიპის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, რაზეც ქობულეთის მერიის მიერ შესაბამისი …

„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთში სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა – ენმ

„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა. აქ კომპანია 71 523 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს და სამშენებლო სამუშაოებს ატარებს. როგორც ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან ბონდო თედორაძე ამბობს, ხეების გაჩეხვაზე ნებართვა არ შეიძლება ჰქონდეს კომპანიას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „კრისტალ ბილდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, შესწავლის მიზნით, 2019 წლის თებერვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო. საგამოძიებო სამსახურს კითხვები ჰქონდა ქონების …

რას უპირებს სამინისტრო მაძიებლებს და პრაქტიკოს მასწავლებლებს

საქართველოში ამ დროისთვის 285 საჯარო და 4 კერძო არაქართულენოვანი სკოლაა. არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 6 798 მასწავლებელი მუშაობს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქედან 4 162 მასწავლებელი პრაქტიკოსია, უფროსის სტატუსი კი მხოლოდ 1817 პირს აქვს. სამინისტროს 2019 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 33 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელია, ეს ციფრი უმნიშვნელოდ  შემცირდა გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე …

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საფრანგეთში, პარიზში არტ-კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება. აჭარიდან “არტ კაპიტალზე” გამოფენილია მხატვრების – აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის ნამუშევრები. ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საკრებულოს წევრი, ასევე …

ბავშვით ვაჭრობის ფაქტზე 7 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. „დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული …

წერილი ნატალიას, რომელსაც მშობლები თავიდან იშორებენ

ავტორი: გელა შათირიშვილი. ბათუმი. ფიზიკა-მათემატიკის [მე-6] საჯარო სკოლა. მე-8 კლასი გამარჯობა, ნატალია! სულ რამდენიმე დღეა, რაც შენი ამბავი გავიგე და მას შემდეგ მოსვენება დამეკარგა; ძალიან აღვშფოთდი დედაშენის საქციელის გამო. მოულოდნელობის ეფექტს პირველივე ფრაზით მიაღწია: ,„მიშველე, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული… მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე… რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან …

რა სარგებელს მიიღებენ USAID-ის 7-მილიონიანი პროექტით მოსწავლეები და პედაგოგები

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი სახელწოდებით – „წინსვლა“ საჯარო სკოლებში ხუთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ჩათვლით, რამდენიმე ეტაპად  განხორციელდება. განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე არ საუბრობენ დეტალებზე, თუმცა წერილობით განმარტებებში აღნიშნულია, რომ „პროექტი მოწოდებულია მოსწავლეებში განავითაროს ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები“. USAID-ისგან მიღებული ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული, მდგრადი …

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ახალი რეგულაციები დაუწესეს

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ სქემით მინიჭებულ სტატუსს, გარდა პრაქტიკოსისა იმ საგნებში, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან, ან  უმაღლესი განათლების დიპლომით უნდა ჰქონდეთ დადასტურებული იმ საგნების სწავლება, რომლებსაც დამატებით ასწავლიან. [checklist] მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ …

ქობულეთის მერიამ 8 შტატი დაამატა – ოპოზიცია ამას არჩევნებს უკავშირებს

ქობულეთის მერიაში 8 სამუშაო ადგილი დაამატეს. 4 შტატი დაემტა ზედამხედველობის სამსახურს, 4 სოციალური მუშაკი კი ხელშეკრულებით აიყვანეს. ქობულეთის საკრებულოს ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, რომ შტატების დამატება მომავალ არჩევნებს უკავშირდება. „ქირურგიულ ოპერაციებზე თანადაფინანსების პროგრამა დაამატეს ჯანდაცვის პროგრამებს და სოციალური სამსახურიდან მიიღეს დელეგირებული უფლება, რომ აწარმოონ იმ ადამიანების აღრიცხვა, რადგან სოციალური მუშაკები ისედაც შედიან ოჯახებში შემოწმებაზე …

ბათუმში ასობით აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ამ დროისთვის [12:45 სთ.] ბათუმში 300-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც „სოკარის“ რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, ბუნებრივი აირის შეფერხების მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. „99 ათასი აბონენტი გვყავს და აქედან დაახლოებით 300 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, რომელსაც დღის განმავლობაში ჩავრთავთ. არის მიმდინარე საექსპლუატაციო სამუშაოებიც და ვმუშაობთ აღდგენებზე. ერთი შემთხვევა იყო გუშინ, …

აჭარაში ფესტივალების ჩასატარებლად სამინისტრო 381 300 ლარს დახარჯავს

აჭარის ტერიტორიაზე ფესტივალების ჩასატარებლად კონკურსი გამოაცხადა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 381 300 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, ცალკეულ პროექტზე 60 000 ლარი გრანტის გაცემაა შესაძლებელი. განაცხადების მიღება  უკვე დაწყებულია, ბოლო ვადა 2020 წლის 6 მარტის 15:00 საათამდეა. კონკურსის პირობებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებგვერდზე.

1,5-კრედიტქულიანი ტრენინგი ინგლისურის მასწავლებლებისთვის

მიმდინარეობს რეგისტრაცია 1,5-კრედიტქულიან ტრენინგზე, რომელიც გამოცხადებულია ინგლისურის მასწავლებლებისთვის. ტრენინგი ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის – „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში ჩატარდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ბრიტანეთის საბჭოს ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში …

სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა – პროექტი ახალგაზრდებისთვის აჭარაში

ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“ (Cognitive Center of Georgia) 14-დან 29 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარაში იწყებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც შეეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და კვლევას. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება და თემების განხილვა შეხვედრების დროს? პროექტის ხელმძღვანელი რუსა სახეჩიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკითხები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: …

ვის შეუძლია კრედიტების დაგროვება სტატუსის შესაცვლელად და ვის არა

იმისათვის, რომ სტატუსი აიმაღლონ, პედაგოგები საგნობრივ კომპეტენციას წელიწადში ორჯერ – ზაფხულისა და შემოდგომის გამოცდებზე ადასტურებენ. 6-ათასამდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა ამ დრომდე ვერ შეძლო საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება. ზოგიერთ მათგანს 1-2 ან 3 ქულა დააკლდა იმისთვის, რომ უფროსი მასწავლებელი გამხდარიყო 2019 წელს. მასწავლებლების ნაწილს გაუჩნდა მოლოდინი, რომ გამოცდებზე მიკლებულ ქულებს სხვა აქტივობებით შეივსებდნენ, თუმცა ეს ასე არ არის. …

ბაღდათში 2-ჯერ მეტი იხარჯება რელიგიასა და სპორტზე, ვიდრე ღარიბებზე – ფლანგვის დეტექტორი

„ფლანგვის დეტექტორი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და პრიორიტეტებს აქვეყნებს.  მათი ინფორმაციით, ბაღდათში 21 700 მოსახლეა, საიდანაც 1 777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. „ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. აღნიშნულმა ხარჯებმა 2013-2019 წლებში 7 130 210 ლარი შეადგინა, საიდანაც 243 500 ლარი …

რა იცვლება შშმ პირებისთვის ახალი კანონპროექტის მიხედვით

საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა, სადაც ასახულია გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები. კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით,  შენობა-ნაგებობების ადაპტირება 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს. „ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული“. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების შემოტანას, რომელიც აქამდე არ არსებობდა. „ახალი სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ …

18 წლამდე დაქორწინებული ქალების 33 % უღარიბესია – კვლევა

18 წლამდე დაქორწინებულ ქალებს შორის დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება მხოლოდ 47 პროცენტს აქვს, ხოლო საშუალო განათლება – 25 პროცენტს. პროფესიული განათლება – 11 პროცენტს, უმაღლესი განათლება მხოლოდ 3 პროცენტს აქვს – ეს „იუნისეფის“ ბოლო კვლევის მონაცემებია, რომლის თანახმად 20-დან 24 წლამდე გამოკითხული ქალების 14 პროცენტი საქართველოში 15-18 წლის ასაკშია დაქორწინებული. ადრეულ ასაკში დაქორწინებული ქალებიდან …

EMC ხანძრით დაღუპულებზე: ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ეს ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის. 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ხანძრის შედეგად 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი დაიღუპა. ორგანიზაციის განცხადებით, სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და …

აშშ-ში ორკვირიანი პროგრამა 15-18 წლის მწერალი მოზარდებისთვის

აშშ საელჩო საქართველოში 15-18 წლის მოზარდებისთვის ორკვირიან პროგრამაში მონაწილეობაზე კონკურსს აცხადებს. საერთაშორისო პროგრამაში „ხაზებს შორის“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30 მწერალი მოზარდი შეიკრიბება იუნესკოს მიერ ლიტერატურულ ქალაქად წოდებულ აიოვა სითიში. პროფესიონალებთან, მწერლებთან და მასწავლებლებთან მუშაობის პროცესში მოზარდები გაიფართოვებენ თვალსაწიერს ლიტერატურაში, ასევე აიმაღლებენ ცოდნას განსხვავებული კულტურების მიმართ, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს. პროექტს „ხაზებს შორის“ აფინანსებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის …

როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი ჟონავს – რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი აირით მოწამვლისგან და რა არის ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულმა პირმა უნდა დაიცვას ბუნებრივი აირის მოხმარების პირობებში? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბინაში ან სათავსოში „გაზი ჟონავს“ და რისი გაკეთება არის დაუშვებელი გაჟონვის წყაროს დასადგენად? გაეცანით „სოკარის“ რეკომენდაციებს: [checklist] ბუნებრივი აირის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი. წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი CO2 და წყალი. გაზი …

უცხოეთში სწავლის მსურველებისთვის სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2020-2021 წლების ექვს სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. ექვსივე პროგრამაზე ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო დღეს, 3 თებერვალს. დოკუმენტაციის ატვირთვა კონკურსში მონაწილე პირებს შეუძლიათ ცენტრის ვებგვერდზე შემდეგ პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა …

სკოლის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ …

ბარბის ახალი თოჯინები – ეტლით, ვიტილიგოთი და პროთეზის ფეხით

თოჯინა ბარბის მწარმოებლებმა ახალი დიზაინის თოჯინები გამოუშვეს. მათ მეტი მრავალფეროვნების წარმოსაჩენად თოჯინების ახალი ხაზი შექმნეს. კოლექციაში ნახავთ თოჯინებს, რომელსაც არ აქვთ თმა, არიან ეტლში, თოჯინას სახეზე „ვიტილიგოთი“და თოჯინას, რომელსაც პროთეზის ფეხი აქვს. ამის შესახებ CNN Style წერს. სათამაშოების ცნობილი მაღაზია  Mattel-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სურთ აჩვენონ სილამაზე და მოდა მრავალ განზომილებაში. ვიტილიგო არის ლაქები კანზე, …

სურსათის ეროვნული სააგენტო ყველზე კონტროლს იწყებს – დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს სწრაფი კვების ობიექტების შემოწმება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახაჭაპურეებზე. სააგენტომ თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შეამოწმა და ეტიკეტის წესების დარღვევისთვის 23 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს. სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. „ამ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იშვიათი სახეობის პალმები დარგეს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იშვიათი სახეობის პალმები დარგეს. პალმები ჰიმალაის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების პალმების საკოლექციო ნაკვეთში დაირგო. დაირგო ორი ძირი დაბალი რაფისი (Rhapis humilis), 10 ძირი იურული პერიოდის ფილოგენეტიკური რელიქტების საგოვანების ორი სახეობა – ცვალებადი საგოვანა (Cycas revoluta) და 1 ძირი დახვეული საგოვანა (Cycas circinalis). ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღში პალმების კოლექცია 25 სახეობითაა წარმოდგენილი. „ღია გრუნტში …

შსს: აჭარაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 3 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირია დააკავებული. 1984 წელს დაბადებული მ. ვ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ. და 1978 წელს დაბადებული რ. ჩ. „სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, …

Exit mobile version