შს სამინისტროს განცხადებით, შუახევში, მერიასთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.
ინციდენტში შუახევის მერის მოადგილე მონაწილეობდა, მან საპროტესტო აქციის მონაწილეს, ხათუნა ბერიძეს, თმა მოქაჩა, რისი ამსახველი ვიდეომასალაც მთავარმა არხმა გაავრცელა. შემთხვევა გუშინ, 4 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები მერიის წინ აქციას მართავდნენ.
________
ფოტოზე: სქრინი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალიდან